არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა. “, – ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, ქართული ოცნების კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები საუკუნეებია ეწევიან, არ თაკილობენ და ამას არც უარყოფენ, რომ სხვა დიდი სახელმწიფოების მსგავსად ისინი ახდენენ საკუთარი სტრატეგიული მოწინააღმდეგეების და მოღალატეების ლიკვიდაციას. ლაშა ნაცვლიშვილი ასეთი მიდგომის ნათელ მაგალითებად ლიტვინენკოს, სკრიპალების, ზელიმახ ხანგოშვილის საქმეებს ასახელებს. „ჩვენ შეიძლება არ ვისაუბროთ და ვერც ვისაუბრებთ სავარაუდო შემკვეთებზე, მაგრამ არავის გაუუქმებია ლათინური მარადიული კითხვა: ვის აწყობდა ეს დანაშაული. არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული. დაადგინა, ოპერატიულ კონტროლზე აიყვანა და გააუნებელყო პოტენციური მკვლელი, ისე რომ არ დააფრთხო იგი ისეთი მოქმედებებით, რომელთა გამოც ის ფსკერზე დაწვებოდა. და ამის გამოც კი, როდესაც სახელმწიფომ პრაქტიკულად უზადოდ იმოქმედა, ნიაღვარი არ წყდება კომენტარების, რომ რაღაც სინქრონში არიან ქართველი სამართალდამცველები რუსებთან. წარმოიდგინეთ, ეს ოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, მე მგონი მოდელირებული „ქრონიკის“ სერიალს მივიღებდით და მისი შინაარსი ის იქნებოდა, რისი დანგრევასაც 2011 წლის 7 ნოემბრიდან ცდილობენ, რომ პუტინთან დაკავშირებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თავი მიართვა თავის ბატონ პუტინს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ლაშა ნაცვლიშვილი: არაფერი გარდა პოზიტივისა სახელმწიფოს არ ჩაუდენია. მან მოახერხა და მომზადების სტადიაზე აღკვეთა უმძიმესი დანაშაული
🎥საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან – ელდინო საღარაძე
„საქართველო გავიდა ევროპიდან კი არა, თვითონ ევროპა გავიდა ევროპული მსოფლმხედველობიდან...“, - ამის შესახებ მსახიობმა, ელდინო საღარაძე გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
ალის ვაიდელი – ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს
ევროპაში მშვიდობაზე სასაუბროდ ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ვაიდელმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მშვიდობისადმი ერთგულებისთვის.„მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიმართ, მშვიდობისადმი მისი ურყევი ერთგულებისთვის. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქვენს დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა საუკეთესო დასტურია იმისა, რომ თქვენი ქვეყანა და თქვენი მთავრობა სწორ გზაზეა. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. მსოფლიოში ბუდაპეშტზე უკეთესი ადგილი არ არსებობს იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ შეიძლება, მშვიდობის დამყარება ევროპაში და როგორ შეიძლება ჩვენი კონტინენტის დაყოფის პრევენცია და დაძლევა“, – განაცხადა ვაიდელმა.
აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს – იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს, რა კავშირი აქვს...
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს მიმართავს – „განაგრძე ოცნება“. სულიერი ლიდერი მკაცრად აკრიტიკებს შეერთებული შტატების ლიდერს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის გადასაწყვეტი არ არის, ექნება თუ არა ირანს, ბირთვული მრეწველობა.„იოცნებე, მაგრამ ვინ ხარ, რომ წესები დაუდგინო ქვეყანას მხოლოდ იმის გამო, რომ ბირთვულ მრეწველობას ფლობს? რა კავშირი აქვს აშშ-თან იმას, ექნება თუ არა ირანს ბირთვული შესაძლებლობები? ასეთი ჩარევა მიუღებელი, არასწორი და მჩაგვრელია“, – ამბობს ხამენეი.აიათოლა ალი ხამენეი ასევე საუბრობს ბირთვულ შეთანხმებაზე.„აშშ-ის პრეზიდნეტი ამბობს: „მინდა ირანთან შეთანხმების გაფორმება“. იძულებითი შეთანხმება არ არის შეთანხმება, ეს თავს მოხვევაა. ირანელი ხალხი ამას არ დაექვემდებარება. ირანზე ზეგავლენას ვერ იქონიებთ ისე, როგორც სხვა ქვეყნებზე“, – აცხადებს ირანის სულიერი ლიდერი.აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპს ამერიკის ქალაქებში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ეხმაურება.„თუ ასეთი ძლევამოსილია, დაამშვიდოს მილიონობით ადამიანი, რომლებიც ამერიკის ყველა შტატში მის წინააღმდეგ გამოდიან“, – აცხადებს ჰამენეი.
ცოტნე ანანიძე: გახარიას პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა, რომელიც ძალიან რთულია იმ გზის შემდეგ, რაც ამ პარტიამ გაიარა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც ისინი აპირებენ როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოების ტრიბუნის გამოყენებას.როგორც ანანიძემ განაცხადა, ბოიკოტი ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო.„ოპოზიცია 2024 წლიდან არის თვითგანადგურების რეჟიმში. ცხადია, ბოიკოტიც ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო იმიტომ, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძვლები, არანაირი მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ თვითგანადგურების გზას ირჩევდნენ სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, ბოლოს 4 ოქტომბერი, რაც შეფასებების ნაწილში, მგონი, თვალნათელია და არის ცალსახა.რაც შეეხება ბოიკოტის შეწყვეტას, ეს არის მცდელობა, მოხდეს პოლიტიკური რეინკარნაცია, რომელიც ძალიან რთულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც კონკრეტულად ამ პარტიამ გაიარა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
მიხეილ დუნდუა: საქართველო ძლიერ ეკონომიკურ ზრდას აგრძელებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა „ქრონიკასთან“ საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის გაზრდას აფასებს.„საქართველო აგრძელებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც დაფუძნებულია ექსპორტის ინვესტიციების მოხმარების გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას ქვეყნის მასშტაბით.“, - აღნიშნავს მიხეილ დუნდუა.საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-სექტემბერში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.