ოთხშაბათი, ნოემბერი 13, 2024

ლაშა გუჯეჯიანი: მე გუნდში მოვუწოდებ, პირველ რიგში იყვნენ კაცები! ენის გამოყოფა, დაცინვა – თუშიშვილის ეს დანაშაული პროვოცირებული იყო რინერის მხრიდან

“გვყავს ოლიმპიური ჩემპიონი, და უკვე 2-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული დელეგაციისთვის, ქართული სპორტისთვის, ქართული ძიუდოსთვის, იმიტომ რომ მსგავსი წარმატებული ძიუდოისტი დღემდე არ გვყოლია. ძალიან ბევრ ლაშასნაირ სპორტსმენს ვისურვებდი მე, ჩემი ქვეყნისთვის. არა მარტო როგორც სპორტსმენს არამედ, როგორც პიროვნებას.” – ასე აფასებს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი, ოლიმპიადაზე  ინდივიდუალურ ასპარეზობების შედეგებს.

რაც შეეხება მედალოსნებს, ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ 81 კილოგრამში, სადაც აბსოლუტური ლიდერი ასპარეზობდა – ტატო გრიგალაშვილი. ამ დეტალებზე და მიზეზებზე დასკვნას, რა თქმა უნდა უფრო სიღრმისეულს გავაკეთებ.

რაც შეეხება მეორე ვერცხლის მედალოსან ილია სულამანიძეს, აქ არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, ძალიან ბევრი ფაქტორია რამაც ხელი შეგვიშალა. შეგვიძლია შეხვედრა გავამართლოთ, უარყოფით კონტექსტშიც ვისაუბროთ დაშვებული შეცდომები, მაგრამ, ასეთი რაღაცები შეიძლება შევაფასოთ არა ოლიმპიურ ფინალში არამედ სხვა შეხვედრებში. ოლიმპიურ ფინალში ასეთი რამე არ უნდა მოხდეს. იმიტომ რომ პირველ რიგში იყო იპონი ის გდება, რაც ილია სულამანიძემ შეასრულა. გარდა ამისა, პროცესში დომინანტი იყო ილია, ყველაფერს ილია ქმნიდა, აბსოლუტური წამყვანი იყო. უბრალოდ დაშვებული შეცდომები, ეს იყო მომენტალური ემოციის ფონზე და დროის გაყვანის მცდელობის  მიზნით, ვფიქრობ რომ არ შეიძლებოდა ამის ასე მკაცრად შეფასება. ეს არის წესი. ასე ხდება ოლიმპიურ თამაშებზე და როცა სპორტსმენი ასეთ გზას გადის და ტექნიკური ილეთი აქვს შესრულებული და ქულა მოპოვებული, ასე გაწირვა სპორტსმენის არ შეიძლება.

მთლიანობაში ორგზის ჩემპიონი გვყავს და არ შეიძლება ბედნიერი და კმაყოფილი არ ვიყო. გარდა მაგისა კიდევ ორი ვერცხლის მედალი გვაქვს.

სამწუხაროს ის, რომ ჩვენ ვერ გამოვედით უკეთ ვიდრე ტოკიოში. მაგრამ ეს არის, სპორტია და შევძელით ის, რაც შევძელით. ვულოცავ, დელეგაციას, ვუსურვებ წარმატებებს ყველა სპორტსმენს, მოჭიდავეებს, ბატუტი, მშვენივრად ასპარეზობს ჩვენი ლაშა გურული, ჩვენი იმედი ლაშა ტალახაძე, ყველას ვინც კი მონაწილეობას, წარმატებას უსურვებ.

რაც შეეხება გუნდურ ასპარეზობას, იმ პროვოკაციული ქმედებით რაც რინერმა თუშიშვილთან ჩაიდინა და გამოიწვია გურამი… გურამს არ ეყო მოთმინება, რა თქმა უნდა ამხელა მოტივაცია,  ოლიმპიური თამაშები, წინ გადაგეღობა, წავაგეთ შეხვედრა, კიდევ დაცინვა, კიდევ ენის გამოყოფა, კიდევ ზემოდან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობოით – დაცინვა, ჩვენ გვაქვს კაცებთან საქმე და მე მოვუწოდებთ პირველ რიგში გუნდში, რომ იყვნენ კაცები, რაინდები და რა თქმა უნდა, დაცინვა მაგათთვის მიუღებელი უნდა იყოს. ვისთვისაც მისაღებია იმის იმედი ვერ გვექნება ჩვენ ტატამზე, იმიტომ რომ მებრძოლები არიან.

არ ვამართლებ, რა თქმა უნდა დანაშაულია, მთლიანობაში მოთმინება გვმართებდა, მაგრამ, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ თუშიშვილის ეს დანაშაული პროვოცირებული იყო რინერის მხრიდან.

ამ ფაქტის გამო დაგვსაჯეს, ისევ დიდი თამაშებიდან გამომდინარე. აგვიკრძალეს ასპარეზობა, ბრინჯაოს მედლის რეალური შანსი გვქონდა და ეს დავკარგეთ. ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ გუნდურ ასპარეზობაშიც ვერ დაგვეხმარება გურამ თუშიშვილი” – განაცხადა ლაშა გუჯეჯიანმა  “ლიდერსპორტთან”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანა დოლიძე: ჩვენი ამოცანაა, საერთო არ შედგეს პარლამენტის სხდომა, აბა რატომ ვართ ქუჩაში?!

სიების ჩახსნა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პარლამენტის უფლებამოსილება იქნება ცნობილი, ამის შემდეგ ჩვენ იურიდიულად ყველაფერს სწორად გავაკეთებთ - დღეს იქ არ წავალთ, სადაც გვეტყვიან, უკაცრავად, სამუშაო საათები არ არის , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა. „რა თქმა უნდა, ვაპირებთ საპარლამენტო სიების ჩახსნას და ეს ნათქვამიც გვაქვს. „ძლიერი საქართველო“ ვართ კოალიცია, სადაც 4 პარტია შედის: „პარტია ხალხისთვის“, „ლელო“, „თავისუფლების მოედანი“ და „მოქალაქეები“. ცალ-ცალკე ყველა ლიდერს ეს განცხადება გაკეთებული აქვს. იძულებული ვარ ავხსნა რა ხდება დღეს, რა საკითხთან გვაქვს საქმე და იძულებული ვარ, რომ მოქალაქეებისთვის განვმარტო იურიდიული საკითხების მოკლე კურსი. მოქალაქეები იმსახურებენ იმას, რომ ვთქვათ - ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ და ამ პარლამენტს ქმედით უნარიანობას არ მივანიჭებთ. გარდა ამისა ჩვენი ამოცანაა, საერთო არ შედგეს ეს სხდომა. აბა რატომ ვართ ქუჩაში?! 2 კვირაა ქუჩებს ვკეტავთ, ყველა არა, ჩვენ ვკეტავთ ქუჩებს, იმიტომ, რომ არ გვინდა ეს სხდომა საერთოდ შედგეს. ჩვენ ყველანაირი ძალებით ვეცდებით,რომ სხდომა არ შედგეს“, - განაცხადა დოლიძემ.

ვილი სანიოლი – კონტრაქტის გახანგრძლივება ახალი პროექტის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოში თავს ბედნიერად გრძნობს. „ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, მსგავსი ისტორიის გამეორება გვინდა და კონტრაქტის გახანგრძლივებაც ახალი პროექტის დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს, ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები ევროპაში უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო“, – განაცხადა ვილი სანიოლმა. ახალი კონტრაქტის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის C დივიზიონში გაიმარჯვა და B ლიგაში დაწინაურდა, ისტორიაში პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და ევრო 2024-ის საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა.

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა

საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის მიერ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო და გამჭვირვალობის კანონების გაუქმების მოთხოვნის შეფასებისას. „დაგველაპარაკეთ ჩვენ როგორც ზრდასრულ სახელმწიფოს. უნდა გვითხრან, რატომ არის გამჭვირვალობა ევროპის ყველზე დიდი მტერი. საკუთარ ფასეულობებზე გადაბიჯება არის ის, რასაც ევროკავშირის რეალურ ფასეულობასთან კავშირი არ აქვს და რაც არის გარკვეულწილად, ნეოკოლონიალური პოლიტიკის რეციდივები. საქართველო ამ რეციდივების ქვემდებარე არ იქნება. საქართველოს ევროკავშირში უნდა ყოფნა და არა ახალ ნეოკოლონიურ მდგომარეობაში ჩადგომა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

CNN: ჩინეთში, ხალხში ავტომობილი შევარდა – დაღუპულია 35 ადამიანი

ჩინეთში ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 43 დაშავდა. ინციდენტი ქალაქ ჩუხაიში, სპორტულ კომპლექსთან მოხდა. CNN-ის ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსს გარე მოედანი აქვს, სადაც ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშობს. ინციდენტის შემდეგ ცენტრი დროებით დაიხურა. გავრცელებული ცნობით, 62 წლის კაცი, რომელიც სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლი იყო პოლიციამ დააკავა.

ირაკლი კობახიძე: გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, შავი ზღვის კაბელები, საბორნე მიმოსვლა, უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაში

გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე, როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action – განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. „ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე, როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება, გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე, როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები