ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ქართველმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლაშამ ავსტრიის სახელით გამომსვლელი ისლამჰანოვი რამდენიმე წამში იპონით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ესპანური ტურნირი პირველი შეჯიბრებაა, რომელშიც ბექაური მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობაზე საქართველოდან მხოლოდ ლაშა ბექაური ასპარეზობს.