პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეs მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ბექაურმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჰანი იპონით დაამარცხა.
ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილი შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.