სამშაბათი, ოქტომბერი 22, 2024

ლას ვეგასში ვეტერანთა მსოფლიო პირველობაზე 72 ქართველი იასპარეზებს

ლას ვეგასში 4-7 ნოემბერს ვეტერან ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ვეტერანთა ნაკრები ტურნირზე 70 მამაკაცითა და 2 ქალი სპორტსმენით იასპარეზებს.

შემადგენლობა:

F2

-70კგ მაია ტარუაშვილი

-78კგ ირინე ლეონიძე

M1

-60კგ გივი ნადარეიშვილი, ლაშა ქალდანი

-66კგ პაატა მერებაშვილი

-73კგ მინდია ლილუაშვილი, ვანიკო თოთლაძე

-81კგ იაკობ გაზდელიანი, რზა აბასოვ

-90კგ გიორგი პაპუნაშვილი, ზაზა დავაძე, ზურაბ ხეჩიაშვილი

-100კგ ზვიად კაპანაძე

+100კგ სლავიკ რეზესიძე, ლაშა ტაველური, ონისე ბუღაძე, ავთანდილ ბოგვერაძე, გიორგი კვირტიშვილი

M2

-60კგ დიმიტრი მულაძე

-66კგ გიორგი პაპოშვილი, ნიკოლოზ ხაბელაშვილი

-73კგ ლევან ჩუბინიძე

-81კგ ზვიად ბაზანდარაშვილი, ილია ძიგურაშვილი, სანდრო იაკობაშვილი, კახა მამულაშვილი

-90კგ გიორგი ჯელაძე, თემურ ჩანქსელიანი, ვალერიან ჟორჟოლიანი, დავით ჩოჩიშვილი

-100კგ პაატა ღვინიაშვილი, დავით ლორიაშვილი, ლომერი ჟორჟოლიანი, გეგი თამლიანი

+100კგ იასონ ნემსაძე, ანზორ შეღვიაშვილი

M3

-66კგ ბადრი ბასოშვილი, ვასილ ბერუაშვილი

-73კგ ვალერიან გიგიბერია

-81კგ დავიდ უძილაური

-90კგ ლაშა მიქაბერიძე, დათო მეშველიანი, იოსებ ბაღოშვილი, გურამ გოგიძე

-100კგ გიორგი მოდებაძე, დევიკო გობეჯიშვილი, გიორგი დარძული, იოსებ მარგველაშვილი

+100კგ ზაზა გოგიაშვილი

M4

-73კგ ნესტორ ხერგიანი

-100კგ ლევან ციგრიაშვილი, ბუხუტი ნიკურაძე, ბესიკ ფურცხვანიძე

M5

-60კგ ბადრი ბედიანაშვილი

-66კგ იოსებ ჩკრუნიშვილი, გოგიტა მენთეშაშვილი

-73კგ იოსებ ნადირაშვილი

-81კგ პაატა ურიადმყოფელი, რამაზ დარსაველიძე

-90კგ ემზარ ქალდანი

-100კგ ვანო გიგილაშვილი, ჯამბულ მჭედლიშვილი

+100კგ ალექსი დავითაშვილი, შალვა ბექაური

M6

-73კგ გიგლა ალიბეგაშვილი

-90კგ გურამ მოდებაძე, ზაზა მახათაძე

-100კგ ელგუჯა გვასალია

M7

-60კგ იოსებ ბერიაშვილი

M8

-73კგ გიგლა წიფიანი

+100კგ გიორგი შინჯიკაშვილი

M9

-66კგ ვაჟა მუმლაძე

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ჩხიკვაძე მსოფლიო ჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს გიორგი ჩხიკვაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში სომეხი ხაჩატრიანი 3:1 დაამარცხა. ტურნირზე ჩემპიონობისთვის იბრძოლა დიეგო ჩხიკვაძემაც (67კგ), მაგრამ ყირგიზ ბეიშკეევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ). აბულაძემ ინდოელი მოჭიდავე 9:1 დაამარცხა, ჩხაიძემ კი აზერბაიჯანელ ალიევს ანალოგიური ანგარიშით მოუგო. ხვალ, 23 ოქტომბერს მსოფლიო პირველობაზე თემურ ორჯონიკიძე (77კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130კგ) კი შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებენ.

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ის გახსნის შემდეგ, საერთო ჯამში, რვა კილომეტრით მცირდება გადაადგილების მანძილი და სულ მცირე, ნახევრდება მგზავრობის დრო

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. კერძოდ კი, რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობდა. ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად იქნება გახსნილი სამი მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა- შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ. რიკოთის ყველა ახალი მონაკვეთი აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უმაღლესი სტანდარტის მისაღწევად უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. ქარსელაძის განცხადებით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ჩუმეთელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის პროექტის ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთია, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ისე მშენებლობის ორგანიზების თვალსაზრისით, რადგან სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ არსებული გზის მიმდებარედ ხორციელდება. „დასკვნით ეტაპზეა ფერდების სტაბილიზაციის სამუშაოები, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე გამომწვევ ფერდზე, სადაც უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ახლაც გრძელდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ყველა ტექნოლოგიური პარამეტრისა და მოთხოვნის აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია.

როგორ გავიგოთ ონლაინ შოპინგით შეძენილი ნივთის ხარისხი

ონლაინ სივრცეში შოპინგმა ბევრი ახალი კარი გახსნა მომხმარებლისთვის. დროის დაზოგვის თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერა და ნივთი თქვენს კართანაა, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს გარკვეული მინუსები. როგორ მიხვდეთ ასეთ დროს რამდენად ღირს ნივთის შეძენა, მისი ხარისხიდან გამომდინარე? გთავაზობთ 5 რჩევას, პროცესის მეტად გასამარტივებლად: მოძებნეთ და შეამოწმეთ მიმოხილვები მაშინ, როდესაც ნივთის ხარისხში ეჭვი გეპარებათ, მნიშვნელოვანია მოძებნოთ მიმოხილვები. სხვადასხვა ადამიანის მიერ დაწერილი რევიუები, რომლებმაც იგივე ნივთი იყიდეს. მაშინაც კი თუ გვერდს არ აქვს ეს ჩანართი, თქვენ შეგიძლიათ ისინი Google-ით მოიძიოთ. სწორედ აქედან შეძლებთ გაიგოთ, რას ამბობენ მომხმარებლები ნივთზე, მის ხარისხსა და მიწოდებაზე. ამართლებს თუ არა ხარისხი მათ მოლოდინებს. მიაქციეთ ყურადღება ნივთის აღწერლობას პროდუქტის აღწერილობა შეიძლება იყოს თქვენი საუკეთესო მეგობარი ონლაინ შოპინგის დროს. სელერი ვალდებულია შემადგენლობა დაიტანოს ეტიკეტზე. ამის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რისგანაა დამზადებული ტანსაცმელი და ეს იყოს ნივთის ხარისხის კარგი გარანტი.   შეამოწმეთ ფასები მაშინ როდესაც თქვენ შეამოწმეთ მატერია, ფასი კი მასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, ჯობს თავი აარიდოთ მსგავს პროდუქციას, რადგან თავიდან აიცილოთ არასანდო სელერები. იყავით სკეპტიკურები, იხელმძღვანელეთ ფრაზით - ,,ზედმეტად კარგია დაბალი ფასისთვის“. გამოიყენეთ მხოლოდ ისეთი საიტები, რომელსაც ენდობითმაშინ როდესაც საქმე ონლაინ შოპინგს ეხება, უმჯობესია ისეთი საიტების გამოყენება რომელსაც ენდობით და აქამდეც გისარგებლიათ. აღარ დაკარგოთ დრო მიმოხილვების ძიებაში, ენდეთ იმ საიტებს რომლებიც უკვე იცით, რომ კარგია, ან წარსული გამოცდილებით ხარისხიანია.

სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს

საქართველოში გაცემული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. შეთანხმების თანახმად, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს. მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ირლანდიასთან და საბერძნეთის რესპუბლიკასთან.საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა უკვე შესაძლებელია.

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგის სასამართლო უკვე მერამდენედ აღმოჩნდა ის ინსტიტუცია, რომელმაც დეზინფორმაცია ამხილა, ამჯერად მხილება ეხებათ ტერმინ „რუსული კანონის“ მომგონებლებს

უკვე მერამდენედ ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღმოჩნდა ის ინსტიტუცია, რომელმაც ოპოზიციის, „ენჯეოების“, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა. ამჯერად ეს მხილება ტერმინის, „რუსული კანონი“ მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რა იყო რუსეთში მოქმედ კანონში ის შეზღუდვები, რომლის გამოც მან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა: „1. ყველა გამოცემის ბრენდირება, როგორც „უცხოელი აგენტის“ წარმოებულის; 2. ყველა საარჩევნო პროცესისგან გამორიცხვა; 3. პროფესიული სასწავლო პროგრამების განხორციელების აკრძალვა; 4. ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა; 5. კერძო კომპანიებისგან სარეკლამო შემოსავლის მიღების აკრძალვა; 6. არაპროპორციული სანქციები (დისკრეციული ჯარიმები, ორგანიზაციის გაუქმება)“. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ არცერთი ეს საკითხი, არცერთი ეს შეზღუდვა ქართულ გამჭვირვალობის კანონში არ არის. „ყველაფერ ამაზე ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დროს ისაუბრეს პარლამენტის წარმომადგენლებმა. რაც შეეხება მოსარჩელე პოლიტიკოსებს და „ენჯეოებს“, მათ მთელი პროცესის დროს ვერ დაასახელეს ვერცერთი არგუმენტი, რა ჰქონდა ქართულ კანონს საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან. ამიტომაც იყო საუკუნის აფერა, როდესაც ქართულ კანონს, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთში მოქმედ კანონთან, „რუსული კანონი“ უწოდეს. რა თქმა უნდა, როგორც მანამდე – „რუსთავი 2“-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის და ა.შ. საქმეებზე – ალბათ არც ახლა მოიხდის ვინმე ბოდიშს საქართველოს წინააღმდეგ ცრუ ნარატივების გავრცელებისთვის, მაგრამ ქართველი ხალხი თავის დასკვნებს ხომ გამოიტანს და ეს დასკვნები ყველაზე ცხადად და ხმამაღლა 26 ოქტომბერს გაჟღერდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები