სამშაბათი, მაისი 12, 2026

კულტურის სამინისტრო ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შესარჩევ კონკურსს აცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თეა წულუკიანმა კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა.

ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილს გაიხსნება და 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. 59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა: „რძე სიზმრებისა“.

„საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით, კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეულია საგამოფენო სივრცე ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე (132 კვ.მ., მისამართი: Fondamenta S. Biagio, 800/o, 30133 Venezia VE, Italy), რომელიც 2022 წლის 13 აპრილიდან 1-ელ დეკემბრამდე იქნება საქართველოს განკარგულებაში.

წელს პირველად, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის. რეზიდენციაში მონაწილეობას მიიღებენ 30 წლამდე ხელოვანები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოდან. რეზიდენციის ხანგრძლივობა იქნება ერთი თვე და მისი მონაწილეები შეირჩევიან კონკურის გზით, რომელიც გამოცხადდება 2022 წლის იანვარში.

ინფორმაციისთვის, ვენეციაში საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით მოლაპარაკება მიმდინარეობდა ორ სივრცესთან დაკავშირებით. საბოლოოდ, არჩევანი ზემოხსენებულ სივრცეზე შეჩერდა, რადგან მისი ქირაობით მიღებული ეკონომია სამინისტროს აძლევს საშუალებას, ვენეციის ბიენალეს ფარგლებში ახალგაზრდებისათვის სახელოვნებო რეზიდენციის პროექტის განხორციელების ტრადიციას ჩაუყაროს საფუძველი.

შეგახსენებთ, 22 სექტემბერს მინისტრმა თეა წულუკიანმა საზოგადოებას ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი, მაგდა გურული წარუდგინა, რომელიც 2022 წლის ვენეციის 59-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის სათანადოდ წარმოჩენის პროცესზე პასუხისმგებელი პირი იქნება.

კონკურსის პირობები და ვადები:
კონკურსში საგამოფენო პროექტით მონაწილეობა შეუძლია თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში მომუშავე კურატორს, კურატორთა ჯგუფს ან ხელოვანს, მიუხედავად მოქალაქეობრივი კუთვნილების და საცხოვრებელი ადგილისა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კურატორს, კურატორთა ჯგუფს, ხელოვანს ჰქონდეს საერთაშორისო პროექტების განხორციელების/მათში მონაწილეობის გამოცდილება.
პროექტი უნდა ეფუძნებოდეს კონცეფციას/იდეას, რომელიც, შესაბამის შემთხვევაში, გააერთიანებს მონაწილე ხელოვანების ნამუშევრების პროექტებს. პროექტს უნდა ჰქონდეს კავშირი თანამედროვე საერთაშორისო მხატვრულ პროცესებთან და იყოს აქტუალური თანამედროვე ქართული შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული ტენდენციების თვალსაზრისით.

პროექტის იდეა უნდა ეხმიანებოდეს თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენის მთავარ თემას. წარმოსადგენი ნამუშევრები არ არის შეზღუდული მედიუმის (მხატვრული თვითგამოხატვის საშუალება) თვალსაზრისით. წარმოდგენილი პროექტი სასურველია ითვალისწინებდეს ახალი ნამუშევრის შექმნას. ერთ იურიდიულ პირს/კურატორს/კურატორთა ჯგუფს, შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი პროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არცერთი პროექტი განხილვას არ დაექვემდებარება.

გამარჯვებული პროექტისათვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა შეადგენს 180 000 ლარს გადასახადების გათვალისწინებით და ანაზღაურდება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა.
საკონკურსოდ მიღებულ პროექტებს შეაფასებს სპეციალური კომისია, რომლის წევრებსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეარჩევს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რაგბის კლუბი ყაზბეგი სამწუხარო ინფორმაციას ვარცელებს

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!მშვიდად განისვენე წიკო“, - წერს კლუბი სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება

უკრაინა ივნისის თვეში ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ 90 მილიარდი ევროს სესხის პირველ ტრანშს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„ივნისში ველოდებით ევროკავშირის მხარდამჭერი პაკეტის პირველ ტრანშებს უკრაინისთვის, 90 მილიარდ ევროს. სწორედ ივნისში უნდა ამუშავდეს ეს სახსრები უკრაინის  სასარგებლოდ“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.მისი თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები აქტიურად მუშაობენ ევროკომისიასთან, რათა არ მოხდეს პროცესის გაჭიანურება.

ირანის პარლამენტის სპიკერი – მზად ვართ, ნებისმიერ აგრესიას ვუპასუხოთ – ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ, ისინი გაოცებულები დარჩებიან

ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, ნებისმიერ აგრესიას დამსახურებული პასუხი გასცენ, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ-ბაგერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ირანი ყველა ვარიანტისთვის მზადაა. „არასწორი სტრატეგია და არასწორი გადაწყვეტილებები ყოველთვის არასწორ შედეგებამდე მიგვიყვანს - ეს უკვე მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა. ჩვენ ყველა ვარიანტისთვის მზად ვართ; ისინი გაოცებულები დარჩებიან“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ აშშ-სთვის გაგზავნილი ომის დასრულებასთან დაკავშირებული შეთავაზება მიუღებელი და სისულელე იყო და რომ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების ძალიან მცირე შანსი არსებობდა.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„ხვალ, 2026 წლის 12 მაისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენებას.ასევე, ხვალ მცხეთის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში (სვეტიცხოველში) აღვლენილ საზეიმო წირვაზე შედგება ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება.ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის უზრუნველყოფით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, დილის 08:00 საათიდან მცხეთაში წავლენ უფასო ავტობუსები“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტუ-ის რექტორი – ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდს და მართლმადიდებელ მრევლს ახალი მწყემსთმთავრის - ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი შიო III-ის არჩევას ულოცავს.რექტორის მილოცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი საჭეთმპყრობელი ღირსეულად აგრძელებს იმ დიდ სულიერ მისიას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღასრულებდა.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, უწმინდესო და უნეტარესო შიო მესამე, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად გამორჩევას, რაც არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ისტორიული და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რამეთუ საქართველოს ეკლესია საუკუნეთა განმავლობაში ჩვენი სულიერიერების, კულტურული მეხსიერების, ეროვნული იდენტობისა და მთლიანობის საყრდენია.თქვენი უწმინდესობის მწყემსთმთავრობა აღიქმება როგორც უდიდესი პასუხისმგებლობით აღსავსე მისია, რომელიც მოითხოვს ღრმა სულიერ სიბრძნეს, სიმშვიდეს, თანადგომას, სიმტკიცესა და ქრისტიანულ სიყვარულს. თანამედროვე ეპოქაში, როცა მსოფლიო მრავალი გამოწვევის დაძლევას ცდილობს, როცა ვდგავართ სულიერი გაუცხოებისა და ადამიანური ღირებულებების დაკნინების საფრთხის წინაშე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკლესიის მშვიდობისმყოფელი და განმანათლებლური როლი. გვწამს, რომ თქვენი უწმინდესობის მსახურება დაფუძნებული იქნება სწორედ იმ მარადიულ ქრისტიანულ ფასეულობებზე, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში აძლიერებდა ქართველ ერს: ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა, სამართლიანობა, თანალმობა.გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, ღვთის მადლსა და წყალობას თქვენს ურთულეს გზაზე.ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია და სრულიად საქართველო“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მილოცვაში.

ბოლო სიახლეები