სამშაბათი, დეკემბერი 31, 2024

კრემლი – ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა

რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ასევე დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარში აღინიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დროს ცდილობდა.

„აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში, ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეს თავდასხმები მოიგერიეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ელენე ეპიტაშვილი თბილ კადრებს გვიზიარებს

ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს და მის მეუღლეს, ელენე ეპიტაშვილს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ენი დაარქვეს. ელენემ, სოციალურ ქსელში პატარა ენის მორიგი უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ნებივრობს გოგონა, ცუგასთან ერთად.

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაგო ხვიჩია: სალომე ზურაბიშვილის ყველა ნაბიჯი ოპოზიციას სულ ასუსტებდა, დაწყებული ქარტიიდან, მათ წინ და უკან რომ დაატარებდა

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი ოპოზიციას სულ ასუსტებდა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა. „შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობაში სალომე ზურაბიშვილს არსად არ ვხედავ, მე მგონი ვხედავ პენსიაზე, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ, რამე რომ გამოუვიდეს, თუმცა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი გუშინ, ოპოზიციას სულ ასუსტებდა თავისი ქარტიიდან დაწყებული, ოპოზიციას წინ და უკან რომ დაატარებდა, რითაც აკაჩავებდა თითქოს ერთი გაგებით, მეორეს მხრივ საერთოდ გაუგებარი იყო ოპოზიციის ნაწილს, მაგალითად ნაცებს თუ იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილს შეიწყალებდა, ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ამაშიც გადააგდო",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ჯო უილსონი: ჯერ კიდევ არის დრო თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით, არც ფული, არც მოგზაურობა

როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით, არც ფული, არც მოგზაურობა, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. „თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. ჯერ კიდევ არის დრო საკუთარი თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით! არც ფული, არც მოგზაურობა!“, – წერს ჯო უილსონი.

ტიერი მარიანი: სალომე ზურაბიშვილმა 3/4-ით ცარიელ ევროპარლამენტში დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა

3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა, მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელში წერს. ევროპარლამენტარის თქმით, ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა. „დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში. 3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა“, – წერს ევროპარლამენტარი.

ბოლო სიახლეები