კვირა, აპრილი 13, 2025

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. ამის შესახებ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი წერს.

„10 წელი გავიდა ჩვენი თეატრის მსახიობის კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან…“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს დაიღუპა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად – დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები

ბოლო ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიაენი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება რუსეთის სარაკეტო თავდასხმას უკრაინის ქალაქ სუმზე.ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.„დღეს დილით, რუსეთის სისასტიკე კვლავ განმეორდა ქალაქ სუმში - მოკლული კაცები, ქალები და ბავშვები.ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო ამაზრზენი გახადა იმან, რომ მოხდა მაშინ, როდესაც ხალხი მშვიდობიანად ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად შეიკრიბა.ეს უკანასკნელი ესკალაცია დაუნდობელი შეხსენებაა:რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით.დაუყოვნებლივ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან კავშირს და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას იქამდე, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ იქნება მიღწეული, უკრაინის პირობებისა და ვადების შესაბამისად.დღევანდელი თავდასხმის მსხვერპლები, მათი ოჯახები და ყველა უკრაინელი არის ჩვენს გულებში - დღეს და ყოველ დღე.ევროპა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის გვერდით დგას“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ირაკლი ბათიაშვილი 9 აპრილის მემორიალზე: არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის – ეს არის ღია ადგილი მთელი საქართველოსთვის

„ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, მიუხედავად იმ დიდი ტრაგედიისა, რაც იქ მოხდა, როცა ჩვენი თანამემამულეების წმინდა სისხლი დაიღვარა. მე პირდაპირ ჩამქოლეს, ჩამჩეხეს, ჯერ ცხედრებში ვიყავი, მერე მორგში აღმოვჩნდი და ბოლოს რეანიმაციაში. თუმცა, ეს იყო ჩვენი ხალხის დიდი მორალურ-პოლიტიკური გამარჯვება, ვინაიდან ამან შეუქცევადი გახადა საქართველოს დამოუკიდებლობა“, - განმარტა ბათიაშვილმა.ირაკლი ბათიაშვილმა 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის.„არავის არ აქვს უფლება იმ ადგილის მონოპოლიზების და ოკუპაციის. ჩვენ, ვინც ვართ „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“, მის წარმომადგენლებსაც კი არ გვაქვს ამის უფლება, რომ განვსაზღვროთ ვინ უნდა მოვიდეს და ვინ არა. ეს არის ღია ადგილი მთელი საქართველოსთვის, რომ მივიდეს ნებისმიერი ადამიანი და პატივი მიაგოს 9 აპრილს გარდაცვლილებს. ამის გაკეთება არის ყოვლად უზნეო აქტი“, - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.

ამ კომისიის მიზანი არის პროპაგანდისტული გზავნილების გაჟღერება პოლიტიკური პარტიების მიმართ – ლევან სანიკიძე დროებით საგამოძიებო კომისიაზე

საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალიდან განაახლებს. გაფართოებული მანდატის ფარგლებში სხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია. კანონმდებლებს ექსპრემიერთან შეკითხვები აქვთ, შსს-ისა და პრემიერობის პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მათ შორისაა 20 ივნისის მოვლენებიც.საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება - ეს ის მთავარი საკითხია, რომელზეც კითხვები კანონმდებლებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მოქმედებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ინტერესის თემა მხოლოდ აქციის დაშლის ოპერაციის, დაგეგმვის ტაქტიკა და მისი განხორციელებაა. უპასუხებს თუ არა გახარია, საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს, ჯერჯერობით უცნობია.კომისიას უნდობლობას უცხადებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში."ამ კომისიის მიზანი თავიდან ბოლომდე არის პროპაგანდისტული გზავნილების გაჟღერება, პოლიტიკური პარტიების მიმართ და პოლიტიკური ლიდერების მიმართ შესაბამისი გეგმის განხორციელება. არც ერთი პოლიტიკოსი იქ არ უნდა იყოს წარმოდგენილი და არც ერთი პარტიის წევრი. რას გააკეთებს გიორგი გახარია ეს მათი საქმეა, თუმცა მათი პარტიის განცხადებებიდან გამომდინარე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის არ მივა კომისიაზე, ამიტომ დაველოდოთ", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას" წევრი ლევან სანიკიძე.

ემანუელ მაკრონი – ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი, მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური წინადადებებისა

ემანუელ მაკრონის თქმით, ტრამპის წინადადების მიუხედავად, რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინის ქალაქ სუმზე, რის გამოც, ბოლო ცნობებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა.„დღეს დილით ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრში, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა მოქალაქეებს შორის. მათ შორის ისევ არიან ბავშვები“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ „იქსში“.მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთს სურდა.„დღეს ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი. მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური წინადადებებისა“, – აცხადებს ემანუელ მაკრონი.საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, რათა რუსეთი აიძულო, შეწყვიტოს ცეცხლი და რომ საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს პარტნიორებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად.

კიტ კელოგი – ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება

ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.„როგორც ყოფილ სამხედრო ლიდერს, მესმის, ობიექტების მიზანში ამოღება და ეს არასწორია. სწორედ ამიტომ მუშაობს პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასასრულებლად“, - აცხადებს კელოგი.შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 99 კი - დაშავდა.

ბოლო სიახლეები