ბათუმში, ტაძრის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. დაშავებული კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა 8 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.
ტაძრის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოჯახების ნაწილი ამ კორპუსში უკვე ცხოვრობს. ხარაჩოზე მყოფი მუშა კორპუსის ფასადს ღებავდა.