ორშაბათი, სექტემბერი 29, 2025

კომუნალური გადასახადების გადახდა – სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ Pay.ge-ს მეშვეობით

დღევანდელ ყოველდღიურ ცხოვრებაში კომუნალური გადასახადების გადახდა ყველასთვის აუცილებელი პროცესია, თუმცა ბევრი ჩვენგანი ამ დავალებას სტრესთან და დროის დაკარგვასთან აკავშირებს. რიგები, სალაროსთან ლოდინი, სამუშაო გრაფიკთან შეუსაბამობა – ეს ყველაფერი ხშირად დისკომფორტს ქმნის. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კომუნალური გადასახადები გადავიხადოთ სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში.

რატომ არის კომუნალური გადასახადების გადახდა ონლაინ საუკეთესო არჩევანი?

ონლაინ გადახდა საშუალებას გაძლევთ თავიდან აიცილოთ დროის ზედმეტი დაკარგვა და ლოდინი. მხოლოდ მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი და ინტერნეტი გჭირდებათ, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შეასრულოთ გადახდა.

გარდა ამისა, თანამედროვე ონლაინ პლატფორმები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ უსაფრთხოებას, რათა თქვენი პირადი და საბანკო მონაცემები დაცული იყოს.

Pay.ge – თქვენი კომფორტისა და სისწრაფის გარანტი

Pay.ge არის საიმედო და მარტივად გამოსაყენებელი პლატფორმა, რომელსაც საქართველოში კომუნალური გადასახადების გადახდა ახალ დონეზე აჰყავს. მისი ძირითადი უპირატესობები მოიცავს:

  • სიმარტივე – ინტერფეისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე ნაბიჯში განახორციელოთ გადახდა.
  • სისწრაფე – გადასახადის დაფიქსირება ხდება წამებში, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია გადახდის ბოლო დღეებში.
  • უსაფრთხოება – მონაცემების დაცვის თანამედროვე სტანდარტები უზრუნველყოფს თქვენი ტრანზაქციების სრულ დაცულობას.

როგორ მუშაობს Pay.ge და როგორ შევასრულოთ ბარათით გადახდა?

Pay.ge-ზე კომუნალური გადასახადების გადახდა ძალიან მარტივია:

  1. შედით ვებ-გვერდზე და აირჩიეთ სასურველი პროვაიდერი.
  2. მიუთითეთ საჭირო მონაცემები – მაგალითად, მომხმარებლის ნომერი ან ანგარიშის კოდი.
  3. შეიყვანეთ ბარათის ინფორმაცია და დაადასტურეთ ტრანზაქცია.

ბარათით გადახდა უსაფრთხო და სწრაფია, ხოლო სისტემის მეშვეობით გადახდის ისტორიის ნახვაც შეგიძლიათ, რაც გამორიცხავს გაუგებრობებს.

რომელი პროვაიდერების გადასახადების გადახდაა შესაძლებელი?

Pay.ge გაძლევთ შესაძლებლობას გადაიხადოთ სხვადასხვა მომსახურების პროვაიდერების გადასახადები – ელექტროენერგია, გაზი, წყალი, ინტერნეტი, ტელევიზია და სხვა. სერვისების სრული ჩამონათვალს გაეცანით აქ: https://pay.ge/categories/1/providers

დასკვნა – აირჩიეთ Pay.ge და დაზოგეთ დრო

თუ გსურთ, რომ კომუნალური გადასახადები გადაიხადოთ სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ, Pay.ge არის საუკეთესო არჩევანი. დაივიწყეთ რიგები და სალაროსთან ლოდინი – დღესვე სცადეთ Pay.ge და შეიგრძენით თანამედროვე გადახდის კომფორტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე – დესტაბილიზაციას ვინც ცდილობს, უფასო რჩევას ვაძლევ, იფიქრეთ მოქალაქეებსა და ქვეყნის მომავალზე, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ წესრიგის შესანარჩუნებლად

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა, იგორ გროსუმ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.გროსუს თქმით, 28 სექტემბრის არჩევნები მოლდოვისთვის დიდი მნიშვნელობისაა და განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს არამხოლოდ მომდევნო ოთხი წლის, არამედ მრავალი წლის განმავლობაში.„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური დაჯგუფებების მიერ საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობები სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით. ველოდებით დამატებით ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან“, – აღნიშნა პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ ლიდერმა.ამასთან, იგორ გროსუმ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით მოქმედებენ და სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ.„მათ, ვინც სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს, უფასო რჩევას ვაძლევ: იფიქრეთ მოქალაქეებსა და ქვეყნის მომავალზე და არა საკუთარ ეგოისტურ, პარტიულ ინტერესებზე. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ წესრიგის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა იგორ გროსუმ.

ხმათა 62.62 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია 43.45 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზეა იგორ დოდონის ბლოკი 28.89 პროცენტით​

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.დათვლილია ხმების 62.62 პროცენტი.მოლდოვის ცესკო-ს ინფორმაციით, წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 43.45 პროცენტით პირველ ადგილზეა.მეორე ადგილს ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ იკავებს 28.89 პროცენტით.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზაში ომის დასრულების შეთანხმებასთან მხარეები ახლოს არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ომის დასრულების შეთანხმებასთან მხარეები ახლოს არიან.დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს „ნამდვილი შანსი ახლო აღმოსავლეთში დიდების მისაღწევად“.„ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი. ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის – პირველად ისტორიაში. ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – წერს ტრამპი.შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე განცხადებაში არაფერი აღუნიშნავს.ცნობისთვის, 29 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს.

კახა კალაძე – ჩვენს ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა, ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნაძალადევის შემდეგ, გლდანის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.კახა კალაძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ დაწყებული პროექტები გაგრძელდება, რაშიც გრძელვადიან მშვიდობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.„ყველანი ვთანხმდებით, რომ მშვიდობის გარეშე შეუძლებელია ჩვენი დედაქალაქის განვითარება. ის შემოტევები, ცილისწამება, მუქარები, რაც ყოველდღიურად გვესმის გარედან, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და არავის სიამოვნებს, თუმცა ჩვენ, ჩვენი ყოველდღიურობით, გადადგმული ნაბიჯებითა და პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. დამოუკიდებლობის, თავისუფლების მოპოვება არ ყოფილა მარტივი. ჩვენმა წინა თაობებმა ამ ყველაფერს ბრძოლით, სისხლით მიაღწიეს, დღეს კი ჩვენი ყოველდღიური მოქმედებებით გვიწევს მათი შენარჩუნება. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართველ ხალხს, საქართველოს თითის დაქნევით ელაპარაკოს. ჩვენ მეგობრებიც გვჭირდება, პარტნიორებიც, ურთიერთობებიც აუცილებელია, მაგრამ არა ისე, რომ რომელიღაცა დიდმა ქვეყანამ ჩვენ, პატარა ქვეყანას, რომელსაც უდიდესი კულტურა, წარსული, ტრადიციები გააჩნია, ზემოდან გვიყუროს და გველაპარაკოს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, საბავშვო ბაღების მშენებლობა, ჯანდაცვის პროექტები და ა.შ.„ვიღაცები გამოდიან და საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ, იმის ნაცვლად, რომ ყოველდღიური შეხვედრები ჰქონდეთ ქართველ ამომრჩეველთან. აქ პრობლემა ისაა, რომ ჰგონიათ, ჩვენი ქვეყანა გარედან უნდა იმართებოდეს. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხი და არავინ სხვა. ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ თითის დაქნევით გველაპარაკონ, რადგან დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ. უდიდესი კულტურა, ტრადიციები, წარსული გვაქვს, რითაც ვამაყობთ. ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. დღეს ემოციები გვერდით უნდა გადავდოთ და გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი, ქართული საქმე. მშვიდობით მოვახერხებთ ქალაქების, სოფლების განვითარებას, იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის მნიშვნელოვანია. ვერავინ მოუვლის ამ ქალაქს ისე, როგორც ჩვენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.მოსახლეობასთან შეხვედრას „ქართული ოცნების“ თბილისის საარჩევნო შტაბის უფროსი ლევან მაჭავარიანი და გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანა წითლიძე – ადამიანები მეკითხებიან, 4 ოქტომბერს რევოლუცია ხომ იქნება? ხშირად მეუბნებიან, 4-ში თუ არ გამოვიდა, 5 ოქტომბერს რას აკეთებ? 5 ოქტომბერს ვაგრძელებ ბრძოლას

ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის მთავარი პრობლემაა, რომ ამ ბრძოლაში საკუთარი თავი უფრო უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა, მათთვის საკუთარი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რეჟიმის დამარცხება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.წითლიძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის ფოკუსი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და არა ივანიშვილი.„ვიდრე ლევან ხაბეიშვილს დაიჭერდნენ, როდესაც 4 ოქტომბრის პროცესი დაიწყო, მეც ბევრი კითხვა მქონდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილი პირადად შეხვდა ოპოზიციური სპექტრიდან ყველა ადამიანს, უმრავლესობას მაინც, მათ შორის პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. არ ყოფილა პრობლემა, კითხვებზე პასუხი დახურულ ფორმატში ყოფილიყო. ვერ შედგა ეს კომუნიკაცია, რადგან ყველას თავისი ამბიცია აქვს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.ანა წითლიძის განმარტებით, მოხდა გარდატეხა და მოქალაქეებს რომ ჰკითხონ, რა ელოდებათ 4 ოქტომბერს, რევოლუციაზე ისაუბრებენ.„ხშირად მეუბნებიან, 4 ოქტომბერს თუ არ გამოვიდა, 5 ოქტომბერს რას აკეთებ? 5 ოქტომბერს ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. 4 ოქტომბერს რომ გამოვიდეს, შესაძლებლობა გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით. დღეს, რომ ქუჩაში დადიხარ და ადამიანები გაჩერებენ, მეკითხებიან, 4 ოქტომბერს რევოლუცია ხომ იქნება, ჩვენ რევოლუციისთვის გამოვდივართ. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ისე ჰყავდათ დაკომპლექსებული სიტყვა „რევოლუციით“ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, ოპოზიციური პოლიტიკოსები ვერ იმეორებდნენ ამ სიტყვას. გარდატეხა მოხდა, რუსთაველის გამზირზე ყველა რევოლუციას რომ იძახის, მოქალაქეები რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რა ელოდებათ 4 ოქტომბერს, რევოლუციაზე დაგელაპარაკებიან. ეს გარდატეხაც მოხდა. არ არის სწორი აქცენტი, 13 წელის განმავლობაში რომ ვერაფერი გავაკეთეთ, ამიტომ ეს დღე შესაძლოა, არ გამოვიდეს“, – აღნიშნა წითლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.

ბოლო სიახლეები