ირაკლი კობახიძემ ლიტვას ისტორიული თარიღი მიულოცა და განაცხადა, რომ ქართველი ერს ლიტველი ხალხის მიმართ განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ერს საერთო ღირებულებები და საერთო ისტორია აკავშირებს, რაც მათ მეგობრობას კიდევ უფრო აძლიერებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ლიტვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გუშინ თბილისის ანძა ამ ქვეყნის დროშის ფერებში განათდა.