პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს, რომელიც ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს.

კობა გვენეტაძემ ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის მანდატს და ძირითად ამოცანას – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას.

„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ხელი ისე შეუწყოს, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც გრძელვადიან პერიოდში მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის არის ოპტიმალური. ეს გახლავთ ცენტრალური ბანკების არსი, და ამავდროულად, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან განმასხვავებელი ნიშანი – გადაწყვეტილებების მიღებისას თუ პოლიტიკის გატარებისას იფიქროს მათ გრძელვადიან შედეგსა თუ ეფექტიანობაზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ როგორ მუშაობს ცენტრალური ბანკის ის ბერკეტები, რომლითაც ინფლაციის შებოჭვაა შესაძლებელი. რეალურად, ეროვნული ბანკის ხელში მხოლოდ მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორებია, რითაც მას ქვეყნის შიგნით ეკონომიკური სუბიექტების ხარჯვის შემცირება შეუძლია. მარტივი მოთხოვნა-მიწოდების ლოგიკით, თუ სუბიექტები ნაკლებს დახარჯავენ, კომპანიებიც ფასებს მეტად ვეღარ გაზრდიან. თუმცა, იმისათვის რომ ადამიანებმა ხარჯვას მოუკლონ, საპროცენტო განაკვეთები უნდა გაიზარდოს, რათა ნაკლები სესხები გაიცეს. მაგრამ საპროცენტო განაკვეთების ზრდაც ცალკე ხარჯია მოსახლეობისთვის, რაც ჩვენ სრულად გააზრებული გვაქვს. ზუსტად ეს არის ცენტრალური ბანკების დილემა შოკების დროს და ამიტომაცაა, რომ ცენტრალური ბანკების პოლიტიკა მაქსიმალურად სწორი ბალანსის დაცვაა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მძიმე ავარია სანაპიროზე – არის მსხვერპლი

თბილისში, სანაპიროზე მძიმე ავარია მსხვერპლით დასრულდა.ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ირაკლი კობახიძე – ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც რეალისტური იქნება ევროკავშირის წევრობა, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება

ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ.„ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი, სწორედ ჩვენმა მთავრობამ 2017 წელს ასახა კონსტიტუციაში სპეციალური ნორმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ასე რომ, საქართველო შესაძლოა, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლის კონსტიტუციაშიც შეგხვდებათ შესაბამისი ნორმა, რომლითაც გაცხადებულია, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციური მიზანია. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, მათი დამოკიდებულება განსხვავებულია, კონტრპროდუქტიულია. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2030 წლამდე, როდესაც ჩვენთვის რეალისტური იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, იმ დროისთვის მათი დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეიცვლება“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება.„საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვას ან ბოსნიას თუ შევადარებთ, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ყველა ამ კრიტერიუმს თუ გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს ადგილზეა. სხვათა შორის, 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, ანგარიში მინიჭებული ქულებით. ქულების მინიჭებამ აჩვენა, რომ საქართველო გაცილებით უკეთესია მოლდოვასთან, ბოსნიასთან შედარებით. თუმცა, ამ ორმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს განაცხადი უარყოფილია. არანაირი ახსნა-განმარტება, არაფერი. ასე დაიწყო ეს გამოწვევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი: დღეს ერეკლეობაა! იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში

დღეს ერეკლეობაა! იმ მეფის ხსენება, რომელმაც გაბედა, მცირე ქვეყნის გული დაეცვა იმპერიების დაუნდობელ ჭიდილში, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.„დიდება მეფე ერეკლეს, საქართველოს მახვილსა და ფარს!“, - დასძენს პაპუაშვილი.305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან - მმართველი გუნდი საქართველოს მოქალაქეებს ერეკლეობას ულოცავს.

305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან – მმართველი გუნდი საქართველოს მოქალაქეებს ერეკლეობას ულოცავს

305 წელი მეფე ერეკლეს დაბადებიდან - ქართლ-კახეთის გმირი მეფის სახელს დღეს განსაკუთრებით კახეთში გაიხსენებენ. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება.ერეკლეობას საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ლიდერები ულოცავენ.

ბოლო სიახლეები