კვირა, მაისი 11, 2025

კლაუს ვერნერ იოჰანისი: ველით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორია

დილა მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას! ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო პრეზიდენტო, მივესალმები ევროკომისიის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, დავიწყებ იმის თქმით, რომ ყველას გულთბილად მივესალმები რუმინეთში, მადლობას გიხდით აქ ყოფნისთვის, პარტნიორობისთვის და ამ უზადოდ მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას მწვანე ენერგიის განვითარების და მიწოდების შესახებ, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის შეთანხმებას, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს ვერნერ იოჰანისმა პლენარულ სესიაზე – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

მისივე თქმით, საჭიროა უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა, საერთო გამოწვევების დასაძლევად, დღევანდელი შეთანხმება კი ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით.

რუმინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მოლოდინი, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც რუმინეთის ხანგრძლივი პარტნიორია.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობა. ეს საკითხები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო რუმინეთისთვის, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ჩვენი ეროვნული განვითარების სტრატეგიისთვის. ეს საკითხები მთავარი პრიორიტეტი იყო ევროკავშირისთვისაც, რადგან არსებული უსაფრთხოების სიტუაცია და სამხედრო აგრესია უკრაინაში მიმდინარეობს, ჩვენ გვჭირდება უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა, საერთო გამოწვევების დასაძლევად. დღევანდელი შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. პირველი მათ შორის არის, წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით. მეორე, განვითარება ახალი გადამცემი ხაზების და ინფრასტრუქტურისა, სახელდობრ შავი ზღვის ელექტრონერგიის წყალქვეშა კაბელი. მესამე არის ერთობლივი პროექტები, მწვანე ჰიდროენერგიის და მეოთხე არის ენერგოეფქტურობა. ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში და ასევე შეიტანს წვლილს მდგრად განვითარებასა და ზრდაში ამ რეგიონის ქვეყნებში. ასევე გვინდა წინ წავიწიოთ უფრო სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით, გამოწვევები, რომელიც გულისხმობს კლიმატის ცვლილებას ყველას გვეხება ძვირფასო კოლეგებო, უსაფრთხოება, კლიმატი და ეკონომიკური გამოწვევები, მოითხოვს უფრო მეტ ურთიერთჩართვას და თანამშრომლობას რეგიონულად და გლობალურად. ჩვენი ენერგოთანამშრომლობა არის სტრატეგიული გამოწვევების პასუხი, რომლითაც გაძლიერდება ჩვენი ენერგომედეგობა და უზრუნველყოფილი იქნება დივერსიფიკაცია როგორც წყაროების, ასევე მიწოდების არხების. ეს არის საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე შექმნილი ინიციატივა და მწვანე ენერგიის მიწოდება განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან მომდინარეობს. წინ წამოვა ხელშესახები, ფლაგმანური ინიციატივები, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში ხორციელდება. მე მივესალმები დღევანდელ ცერემონიაზე შემდეგი ლიდერების დასწრებას: ევროკომისიის პრეზიდენტ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს და მისი აქ ყოფნა ადასტურებს იმას, რომ ამ ინიციატივის, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიმართ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან. უფრო კონკრეტულად უნდა ვთქვა, რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ციფრული კაბელის ჩადება, წყალქვეშა ელექტროკაბელთან ერთად და ასევე ველით, რომ გაფართოვდება საზღვაო ტრანსპორტი საქართველოსთან და საქართველოს მიმართულებით, რომელიც არის ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორი, კონსტანცადან მოხდება ეს კავშირი, ასევე გაძლიერდება ვაჭრობა აზერბაიჯანთან და ცენტრალური აზიის რეგიონთან, ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს წინ და ეს გულისხმობს ჩვენი აუთვისებელი პოტენციალის ათვისებას და მედეგობის გაზრდას, მე მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი ეწერება დღეს და ამ მიზნით გვაერთიანებს ყველას, მადლობას გიხდით,“- აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები