ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

კირ სტარმერი – „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება, მათი მოხსნის დრო არ არის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოდის.

ამის შესახებ კირ სტარმერმა პარიზში ე.წ. მსურველთა კოალიციის წევრების შეხვედრაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„ახლა არ არის სანქციების მოხსნის დრო. პირიქით, ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ სანქციები, რათა მხარი დავუჭიროთ აშშ-ს ინიციატივას რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან მოსაყვანად ამ ქვეყნების ჯგუფის მხრიდან შემდგომი ზეწოლის გზით“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„რადიო თავისუფლების“ ხელმძღვანელი – იძულებული ვართ, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ პერსონალის დიდი ნაწილი უხელფასო შვებულებაში გავუშვათ

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) პრაღის სათავო ოფისის თანამშრომლების ნაწილი დროებით უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“ „რადიო თავისუფლების“ ხელმძღვანელი სტივენ კაპუსი წერს.მისი ცნობით, დაპირების მიუხედავად, მედიასაშუალებას ამ დრომდე არ მიუღია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოსგან კონგრესის მიერ ავტორიზებული დაფინანსება.„ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ საამაყო ისტორიაში. ჩვენ იძულებულები ვართ, უხელფასო შვებულებაში გავუშვათ პერსონალის დიდი ნაწილი. დაპირების მიუხედავად, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო განაგრძობს კონგრესის მიერ დამტკიცებული საოპერაციო დაფინანსების დაკავებას. ჩვენ ცოცხლები ვართ, ვემსახურებით აუდიტორიას შემცირებული პერსონალითა და დაფინანსებით“, – წერს „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტი.„რადიო თავისუფლებას“, „ამერიკის ხმას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო ზედამხედველობს.მანამდე, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა „რადიო თავისუფლების“ დახურვა. კერძოდ, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.

იციან, ფულს იღებენ, რათა საქართველოში დესტაბილიზაცია მოახდინონ და ამის დამალვა არაფერს არგებს, ამიტომ ღია განცხადებებზე გადავიდნენ – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მედიასთან აცხადებს, რომ „ენჯეობმა“ იციან ფულს იმისთვის იღებენ, რათა საქართველოში დესტაბილიზაცია მოახდინონ.„ენჯეოები“ დგანან ძალიან დიდი დილემის წინაშე. ადამიანებმა იციან, რომ ფულს იღებენ, რათა დესტაბილიზაცია მოახდინონ საქართველოში და ამის დამალვა და დემოკრატიის ფარდის უკან ამოფარება აღარაფერს არ არგებს. უკვე გადავიდნენ ღია განცხადებებზე, რომ საჭიროა ძალადობა, რომელზეც თავის მოკავშირეები, საზღვარგარეთიდან ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრები და დამფინანსებლები მოუწოდებენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.„ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ, ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანეტებით, მე არც კი ვიცი ვის შეუძლია ამის გაკეთება“, ეს ბაია პატარაიას სიტყვებია. პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს დონორებს, გაემიჯნონ ექსტრემიზმს. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ დუმილი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს. მესამე სექტორი კითხვებს გაურბის.

წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებმა დავაფიქსირეთ, რომ არცერთი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას საგამოძებო კომისიაში – სალომე ზურაბიშვილი

წინააღმდეგობის პლატფორმის მეორე შეხვედრა ჩატარდა, ეს არის პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველა პროევროპული პარტიისთვის ან იმისთვის, რომელიც შეიქმნება ახლო მომავალში. ასევე, მათთვის ვინც, იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, პარტიები, რომლებიც არიან წინააღმდეგობის პლატფორმის შემადგენლობაში, თანხმდებიან იმ მოცემულობებს, რომლებიც პლატფორმას გააჩნია.„ეს მოცემულობები ქმნის და უხსნის გზას პარტიებს, რომ შემოვიდნენ ამ პლატფორმაში. კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია, არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში, რადგან ეს კომისია, ერთი მხრივ, არის სრულიად არალეგიტიმური და მეორე მხრივ იმიტომ, რომ ეს კომისია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინტერესებს. ასე რომ, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ასევე, ეს კომისია ემსახურება, რომ დაითესოს შიში, ახლა უფრო პირდაპირ მიზანში არიან ამოღებული პოლიტიკური ლიდერები, რათა ხალხთან გავრცელდეს აზრი, ყველას მოგწვდებით და ყველა ხართ სამიზნეშიო. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე უნდა ამას დაექვემდებაროს და შიში გაავრცელოს. დღის წესრიგში კიდევ გვქონდა ორი სხვა თემა, ერთი შიდა მექანიზმები, რომელიც ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს, შევქმნით ერთიან საერთაშორისო კალენდარს, რომ ჩვენი პოზიციები დროულად იყოს მიწოდებული სხვადასხვა ლიდერთან თუ პარლამენტართან. ეს არ იქნება ჩვეულებრივიი ნიუსლეთერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება ყველა ჩვენს პარტნიორთან დრიულად. პირველი ასეთი შემთხვევა არის 7 აპრილის სესია ევროპული საბჭოს ასამბლეის. ასევე, შევქმნით ერთიან საკომუნიკაციო ჯვუფს, რომელიც შექმნის თავის „ფეისბუქს“, „ტვიტერს“ და ამითი ჩვენ უფრო მარტივად გავავრცელებთ გადაწყვეტილებებეს. ახლა კოორდინაციის წევრები ხვდებიან გერმანიის ჟურნალისტებს და გავაცნობთ კოორდინაციასაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

არ არის კარგი, მით უმეტეს, თუ ამას ქართველები აკეთებენ თავის ქვეყნის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ადამიანებს აღარ აქვთ სამშობლოს განცდა – ვოლსკი Byline Times-ის სტატიაზე

არ არის კარგი, მითუმეტეს, თუ ამას ქართველები აკეთებენ თავის ქვეყნის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ადამიანებს აღარ აქვთ სამშობლოს განცდა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი Byline Times-ის სტატიას.„რასაკვირველია, ქვეყნისთვის არ არის კარგი, რომ შეკვეთილმა სტატიამ გამოავლინოს ის, რომ საქართველოში თურმე შეიძლება ვიღაცამ ფული გადაუხადოს კონკრეტულ ადამიანს და ამ კონკრეტულმა ადამიანმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სტატიები წეროს. არ არის კარგი, მითუმეტეს, თუ ამას ქართველები აკეთებენ თავის ქვეყნის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ადამიანებს აღარ აქვთ სამშობლოს განცდა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.„მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა"- ამ სახელწოდების სტატია ბრიტანულმა გამოცემა Byline Times-მა გამოაქვეყნა. სტატიამ ოპოზიციური მედიის ყურადღება მაშინვე მიიპყრო და „ნაცმოძრაობის“ ნარატივის მატარებელი ახალი ამბებიც მალევე გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. ირკვევა, რომ სტატია, სადაც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე მიანიშნებს, შეკვეთილი და დაფინანსებულია სოროსის ფონდის საქართველოს ოფისის მიერ და სერგი კაპანაძისა და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული.

მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისმოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა.აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.მამუკა ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბოლო სიახლეები