კინოს იტალიელი ვარსკვლავი, კლაუდია კარდინალე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის არის ერთ-ერთი იმ მსახიობებიდან, რომლებსაც იტალიური კინოს “ოქროს ხანა” უკავშირდებათ. კლაუდია მონაწილეობდა ისეთი დიდი რეჟისორების ფილმებში, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი და ლუკინო ვისკონტი.
მსახიობმა სიცოცხლის ბოლო დღეები საფრანგეთში, შვილებთან ერთად გაატარა.
მისი მშობლები სიცილიელები იყვნენ. კლაუდია ტუნისში დაიბადა, სადაც 18 წლის ასაკში სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და “კონკურსის ყველაზე ლამაზ იტალიელ ქალად დასახელდა. პრიზი ვენეციის კინოფესტივალზე გამგზავრება იყო. აქ კი უკვე ახალგაზრდა კლაუდია კინორეჟისორების ყურადღების ობიექტი გახდა და აქედან იწყება მისი, როგორც მსახიობის კარიერის აღმასვლა.
ყველაზე დიდი წარმატება და პოპულარობა 1963 წელს მოიპოვა, როდესაც ითამაშა ფელინის ოსკაროსან ფილმში “8 1/2”