ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025

მსოფლიოში თევზჭერის არეალი სოფლის მეურნეობის ფართობს 4-ჯერ აღემატება

დედამიწის ოკეანეების 55%-ზე მეტი ინდუსტრიული ექსპლოატაციას ექვემდებარება. სამეცნიერო ჟურნალის, sciencemag-ის ინფორმაციით, თანამედროვე მსოფლიოში თევზჭერის არეალი სოფლის მეურნეობის ფართობს 4-ჯერ აღემატება.

თევზჭერის შესახებ კვლევა სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით, მსოფლიოდან მიღებული 22 მილიარდი საიდენტიფიკაციო შეტყობინების გაანალიზებით ჩაატარეს.

შედეგები მკვლევარებისთვის გასაოცარი აღმოჩნდა, რადგან მსოფლიოში ზღვის პროდუქტების წილი ადამიანის საკვებ რაციონში მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს.

თევზჭერის მრეწველობაში უპირობო ლიდერია ჩინეთი. რეტინგში მას მოსდევს ტაივანი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, იაპონია და რუსეთი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არასრულწლოვანს, სალონში შესულ კლიენტებთან, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას აიძულებდა – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ.ხ. არასრულწლოვანით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა.სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი: აშშ ჩინეთთან შეთანხმებას დადებს და ეს ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას დადებს და ეს „ორივესთვის კარგი შეთანხმება იქნება“.ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში ერთ-ერთ შეხვედრაზე გააკეთა. მისივე თქმით, ეს უკეთესია, ვიდრე ჩხუბი და „ყველანაირ პრობლემასთან შეჭიდება“.„სამყარო გვიყურებს და ვფიქრობ, გვექნება რაღაც, რაც ყველასთვის ამაღელვებელი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს ხუთშაბათს შეხვდება, სადაც ისინი სავაჭრო საკითხებზე იმსჯელებენ.

შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი გრძელდება – სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება ისევ ვერ შეძლო

შეერთებული შტატების ე.წ. შათდაუნი გრძელდება. სენატმა დაფინანსების კანონპროექტის მიღება ისევ ვერ შეძლო. რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილმა კანონპროექტმა საჭირო 60 ხმიდან 54 მიიღო, 45-მა სენატორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.დემოკრატები უარს ამბობენ რესპუბლიკელების წინადადების მხარდაჭერაზე, რადგან, მათი თქმით, ეს ზღუდავს სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის.რესპუბლიკელები კი ე.წ. შათდაუნში დემოკრატებს ადანაშაულებენ. მთავრობის მუშაობა შეერთებულ შტატებში უკვე 28 დღეა შეჩერებულია.

ქართველი ემიგრანტი ამერიკაში ტრაგიკულად დაიღუპა

ქართველი ემიგრანტი ავთო კაკაბაძე ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპულ ახალგაზრდას ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.„დღეს მწუხარედ შეგვატყობინეს, რომ ჩვენი მეგობარი ― ავთო (ალექსანდრე კაკაბაძე) ― ავარიის შედეგად ამერიკაში გარდაიცვალა. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ყველას, ვისაც ავთო უყვარდა. ნათელი იყოს მისი გზა და ღმერთმა აჩუქოს სიმშვიდე“. „ავთანდილ, ბიჭო, შენთან სიკვდილს რა უნდოდა, ჩვენო გულიანო, უსაყვარლესო ადამიანო. გული დამეთუთქა, 9 ოქტომბერს დაბადების დღე მოგილოცე, როგორ გაგიხარდა, მადლობა გადამიხადე, მადლობას მე გიხდი ყველაფრისთვის, რამხელა ბედნიერება მომანიჭე, როდესაც დამეხმარე და 10 წლის უნახავი შვილი საბერძნეთში ჩამომაყვანინე და გულში ჩამიხუტე, ჩემთან ერთად აეროპორტში იყავი, ძალას მაძლევდი, ავთო“.„საოცარი ადამიანი, აცხონოს უფალმა ავთოს სული“.  „როგორი მოულოდნელი იყო შენი ამბის გაგება ჩემო ავთო, ნათელში გამყოფოს უფალმა, მენანები ჩემო ტკბილო და კეთილო ბიძაშვილო".„ვაიმე, როგორ მეტკინა გული, ვერ ვიჯერებ რომ შენ აღარ ხარ ავთო, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება

დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ისტორიულ მშვიდობას მიაღწია, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არა ისრაელის მიერ ღაზაზე იერიშის ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულებას ნიშნავდეს.„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ მცირე შეტაკებები არ იქნება“, – აღნიშნა ვენსმა.ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს უბრძანა, „დაუყოვნებლივი და მძლავრი დარტყმები მიიტანონ ღაზის სექტორზე“, ისრაელმა ქალაქ ღაზაზე შეტევა განახორციელა. როგორც ისრაელის მედია წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰამასის“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის პირობების მორიგი დარღვევის გამო მიიღეს.

ბოლო სიახლეები