ჩემპიონთა ლიგაზე გოლისა და საგოლე პასის შემდეგ, “პსჟ”-ის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა:
“ტიტულის დასაცავად დიდი გზა უნდა გავიაროთ. ეს მარტივი არაა, მაგრამ ვიცით, კარგად თამაში შეგვიძლია და მიზნის მისაღწევად ბევრი შრომა გვმართებს.
შეხვედრა კარგად დავიწყეთ, სწრაფი გოლი გავიტანეთ და მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. მოედანზე მოსაგებად გავდივართ, საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებული.
ლამაზი გოლი გამომივიდა, თუმცა მეგონა, ბურთი კარს ავაცილე, რადგან ჯერ ერთ ძელს მოხვდა, შემდეგ მეორეს და ცოტა შემეშინდა. მადლობა ღმერთს, გავიტანე“.
შეგახსენებთ, პარიზელებმა “ლევერკუზენი” 7:2 დაამარცხეს და სამიდან სამი გამარჯვება აქვთ.