პარასკევი, ივნისი 19, 2026

კემეროვოში გარდაცვლილთა რაოდენობას მალავენ

,350-დან 400-მდე დაღუპული და მათ შორის უემეტესობა ბავშვები არიან,,- ასეთია დამოუკიდებელი რუსი ბლოგერების მონაცემები კემეროვოში მოხდარი ხანძრის შედეგებზე, რომელსაც მათი აზრით რუსეთის ხელისუფლება საგანგებოდ მალავს.
,,მოგვდის შეტყობინებები, რომ კემეროვის მორგში მშობლებს საკუთარი შვილების ამოსაცნობად არ უშვებენ, თუ ისინი ინფორმაციის გაუთქმელობაზე არ მოაწერენ ხელს. მთელი ქალაქი გარშემორტყმულია ძალოვანებით და ნაბრძანებია ,,ენას კბილები დააჭირონ,, მორგები იმ დონემდეა გადავსებული, რომ გვამები სხვა ქალაქში გადააქვთ… გარდაცვლილთა შორის უფროსები ცოტანი არიან. ძირითადად ბავშვებია. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, გარდაცვლილთა რაოდენობა 350-დან 400-მდეა,, აცხადებს ერთ-ერთი რუსი ბლოგერი ,,ტვიტერში,,

სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც უცნობი პირი კემეროვოს საავადმყოფოში მომუშავე ახლობლის მიერ მიცემულ ინფორმაციას ჰყვება სატელეფონო აუდიო შეტყობინებების მეშვეობით. ამ აუდიოინფორმაციაშიც საუბარია 350 გარდაცვლილზე რომელთა შირის აბსოლიტური უმეტესობა ბავშვია… ,,გუშინ, ბავშვებით სავსე 4 ავტობუსი მოიყვანეს სავაჭრო ცენტრთან, რომ ისინი, იქ არსებულ კინოთეატრში მულტფილმის პრემიერას დასწრებოდნენ. გაუგებარია რატომ ჩაკეტეს კარის დარაჯებმა ეს ბავშვები დარბაზში. ალბათ იფიქრეს გარეთ რომ არ გაქცეულიყვნენ. ჩაკეტეს ისინი და თვითონ წავიდნენ.,, აცხადებს ინფორმაციის ავტორი, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ოლქის გუბერნატორის, მილარდერ ამან ტულეევის განკარგულებით, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია იბლოკება და ის მას მერე გახდება ცნობილი, რაც ტულეევი გუბერნატორობიდან გადადგება.

დამოუკიდებელი რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში არსებულ კინოთეატრში და ატრაქციონებზე, მოზარდები საპრეზიდენტო არჩევნების დროს პუტინის მხარდამჭერების მიერ დარიგებული უფასო კუპონებით იყვნენ მისული.
ცოტა ხნის უკან, რადიოსადგურ ,,ეხო მასკვი,,-მ კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თვითმხილველი ახალგაზრდა კაცი ჰყვება საბაჭრო ცენტრში მომხდარის შესახებ… ამ ვიდეოშიც, თვითმხილველი აცხადებს, რომ კინოთეატრში 100-მდე ბავშვი იყო, რომლებიც ცოცხლად დაიწვნენ. მისივე განმარტებით, ძალიან ბევრი ბავშვი იყო ატრაქციონებზე და სათამაშო ოთახებში, რომლებიც ასევე დაიღუპნენ. ,,ძალიან ბევრი ბავშვი იყო ასევე სართულებზე… 2-3 წუთში ბოლმა სრულად მოიცვა სართულები,, აცხადებს თვითმხილველი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი

სააკაშვილმა იცის, რომ მთლიანად ოპოზიციაა განულებული, მხარს არავინ უჭერს, ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ საქართველოში ყველაფერს მოაგვარებს, არის მაგალითი იმის, როგორ მოქმედებს აგენტი.„ეს არის აგენტურის ყველაზე საუკეთესო მაგალითი. სააკაშვილმა იცის, რომ ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს. მთლიანად ოპოზიციაა განულებული. ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება. რა გავაფუჭეთ ამერიკასთან მიმართებით? ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე, არაფერი დასამალი არ გვაქვს. ჩვენ პირდაპირ ვთქვით, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა ქართულ სახელმწიფოსთან,  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, გამოასწოროს თავისი ქმედებებით. ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. სააკაშვილის განცხადება კი არის ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს აგენტი.ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არ მაინტერესებს. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან. ხედავთ, საზოგადოებაში მხარდაჭერა, თანადგომა არ აქვთ. როდესაც შენ და შენი პოლიტიკური გუნდი უცხო ქვეყანას ემსახურები და აგენტურას წარმოადგენ, საკუთარ ქვეყანაში რა წარმატება გექნება? ასეთ პოლიტიკოსებს და პარტიებს ამ ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებას ეხება, თბილისის მერის თქმით, ოპოზიციის ერთობა შეუძლებელია.„რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მაშინვე გავაკეთეთ განცხადებები, რომ ეს გაერთიანება დროებითი იყო. მსგავსი რამ წინა წლებშიც გვინახავს – შალვა ნათელაშვილის „ფანჩატურიდან“ დაწყებული, ამ გაერთიანებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი „ნაცმოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენეტები და აგენტები არიან, გარედან ფიანანსდებიან, მათი ერთობა მაინც ვერ შედგება, შეუძლებელია. ყველა მათგანი ცდილობს, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციონერი გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია...

ყველას მინდა მოგმართოთ თხოვნით, ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი. მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.ხოშტარიას თქმით, ის იქნება თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ.„პირველ რიგში, სრული მხარდაჭერა და თანადგომა 4 ოქტომბრის სრულიად უნამუსო და უკანონო საქმეზე მისჯილებს. გოგი ჩახუნაშვილს, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებულ სიყვარულს ვუგზავნი. უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ.დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს პოლიტიკოსსა და მოქალაქეს მხარდაჭერისთვის.ყველას მინდა მოგმართოთ თხოვნით, ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს აძლევს ბერკეტს ბიძინა ივანიშვილს, ჩვენზე მოახდინოს გავლენა და შანტაჟი. მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია. მე ვიქნები თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. არცერთ ვითარებაში ბიძინაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად. აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, ამაზე არ იდარდოთ. ვკონცენტრირდეთ მთავარზე - რეჟიმის ჩამოშლაზე.ხვალ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - 20 ივნისი, როდესაც რუსებმა ნათლად დაინახეს ქართველი ხალხის მრისხანება, ჩვენი შეურაცხყოფის შედეგად. დაზარალდნენ ადამიანები და მათ შორის, მათთვისაც გრძელდება ბრძოლა. კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა რეჟიმის ყველა ტყვეს და მადლობა სოლიდარობისთვის,“ - წერს ელენე ხოშტარია რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

დონალდ ტრამპი – ჯორჯია მელონი მეხვეწებოდა, მასთან ფოტო გადამეღო, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა.„ის მეხვეწებოდა, რომ მასთან ფოტო გადამეღო! ძალიან უნდოდა ჩემთან ფოტოს გადაღება. მე ამას არც კი გავაკეთებდი, მაგრამ შემეცოდა! ალბათ, ბედნიერია, რომ ვესაუბრე! არ ვიყავი ვალდებული, მასთან მესაუბრა!“ – განაცხადა ტრამპმა.ამ კომენტარს მალევე გამოეხმაურა ჯორჯია მელონი და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.„ზოგიერთ საკითხზე დაუყოვნებელი რეაგირება აუცილებელია. დონალდ ტრამპის განცხადებები სრულად შეთხზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, აღშფოთებული ვარ. არ მესმის, რატომ იქცევა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასე საკუთარი მოკავშირეების მიმართ. მით უმეტეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამწუხაროა, იმავე სიმტკიცესა და შეუპოვრობას ის არ ავლენს დასავლეთის მტრების, შეერთებული შტატების მტრებისა და იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც გაცილებით დამთმობი და შემწყნარებელია, თუმცა ერთი რამ უნდა ახსოვდეს: არც იტალია და არც მე არასოდეს ვეხვეწებით ვინმეს“, – აღნიშნა მელონმა.

მიხეილ სააკაშვილი – ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ნაციონალური მოძრაობა“, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება, ვერავინ დამაყვედრებს, რომ ენმ-ს გადარჩენა არ ვცადე

ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი. ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონალური ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის ჩემი შეცდომების) ვიღაცას ზედმეტად ვენდე, ვიღაცა შეიძლება, გავანაწყენე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ბრძოლას გააგრძელებს და დიქტატურა აუცილებლად დამარცხდება.„მეგობრებო, მინდა, განგიმარტოთ ჩემი გადაწყვეტილება ნანუკასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად. ამაზე უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა ენმ, უბრალოდ ვერ აღმოჩნდება. პარტიაში არის უმძიმესი კრიზისი. ენმ-მ დაკარგა თავისი რეგიონალური ბირთვის 70%, ნაწილობრივ ღალატის, რეჟიმის ჩარევის და ასევე შეცდომების გამო (მათ შორის ჩემი შეცდომების) ვიღაცას ზედმეტად ვენდე, ვიღაცა შეიძლება გავანაწყენე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მიუხედავად ჩემი რეიტინგის მკვეთრი ზრდისა, ენმ-ს რეიტინგი ადგილს ტკეპნის, პრაქტიკულად გაწყდა ბმა ჩემს და ენმ-ს საზოგადოებრივ აღქმას შორის.უკვე მრავალი თვეა, არ გამართულა ენმ-ს პოლიტსაბჭო. პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს და ლიდერშიფის ბირთვის 90%-ს შორის საერთოდ არ იყო კომუნიკაცია. პარტია საერთოდ აღარ ასხივებდა, რომ შეუძლია ხელისუფლების შეცვლა, აღარ ქმნიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს და მხოლოდ ჩრდილი დარჩა ძველი სიძლიერის.ნანუკას თემაზე რამდენიმე თვე ვფიქრობდი. მას აქვს ენერგია, გამოცდილება, ხალხთან კომუნიკაციის ნიჭი, ხალხის უკან მობრუნების უნარი, რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება. თინას ძლიერი მხარე არის საჯარო გამოსვლები და საერთაშორისო ურთიერთობები, ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ თანათავმჯდომარეობა გამოსულიყო, მაგრამ მან ზედმეტად მტკივნეულად მიიღო ნანუკას მოსვლა. თან იმ პირობებში, რომ ივლისში ისედაც უმთავრდებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში მე მას ძალიან ვაფასებ და ვარ მისი მადლობელი და ის რჩება ჩემს გუნდში. დარწმუნებული ვარ, მომავალ მთავრობაშიც, ღირსეულ ადგილს დაიკავებს.მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე. ისევე როგორც სრულიად სამართლიანია, რომ თანალიდერობის პრეტენზია ჰქონდეს ლევან ხაბეიშვილს, მაგრამ ორივენი ტყვეობაში ვიმყოფებით, მანამდე დევნილობაში ვიყავი და სათანადოდ იქიდანაც ვერ ვმონაწილეობდი პროცესებში. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინმე ძალიან აქტიური იყოს ადგილზე და მე ჩავთვალე, რომ ასეთი აქტიური იქნებოდა ნანუკა. ჩვენ გვჭირდება კვლავ სახალხო პარტიად ქცევა და ვინაა უფრო სახალხო უფრო მეტად ხალხის დამხმარე თუ არა ნანუკა.ამავე დროს, მინდა, მოგმართოთ ყველას, თქვენც შეგიძლიათ, დააყენოთ სხვა ან საკუთარი კანდიდატურები. დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩაივლის გამჭვირვალედ და პატიოსნად.დაე, ჩვენმა პარტიის ბირთვმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მე მხოლოდ ერთი ხმა მაქვს. თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოს! ჩვენი პარტია გეკუთვნით თქვენ, ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს. ყოველ შემთხვევაში ვეღარავინ დამაყვედრებს, რომ არ ვცადე ენმ-ს გადარჩენა და მისი ფორმაში მოყვანა. მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყდება, მე ბრძოლას მხოლოდ გავაგრძელებ და აუცილებლად დავამარცხებთ დიქტატურას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“გადავარჩინოთ ხათუნა” – პოლიტიკოსს ხათუნა სამნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

"გადავარჩინოთ ხათუნა!" - ამ ლოზუნგით დღეს, "TV პირველის" ეთერში. 23:00 საათზე პოლიტიკოსის, ხათუნა სამნიძის დასახმარებლად 1 საათიანი მარათონი გაიმართება. ის ონკოპაციენტია და საზოგადოების დახმარება სჭირდება."რა უნდა ვქთვა, ჯერ გულისცემა უნდა დავამშვიდო, და მერე მოგიყვეთ ისევ ჩემი ამბავი," -წერს ხათუნა სამნიძე.

ბოლო სიახლეები