საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, თანასოფლელმა ქორწილში მიმავალ სამ ძმას ცეცხლი გაუხსნა. ორი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი გადარჩა. არაოფიციალური ინფორმაციით ბრალდებული დაკავებულია. დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება.

