ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

კახა კუჭავა: „ევროპარლამენტის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში

„ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შეფასება არის პოზიტიური იმ რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით, რაც განხორციელდა. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით. ანგარიშში ჩამოთვლი არის მთელი რიგი მიღწევები, რომელიც საქართველო აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ანგარიშში ასევე არის ასახული ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს. თუმცა, მისივე თქმით, ევროპარლამენტს რეკომენდაციები აქვს არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც. „ყველა ქვეყანას აქვს თავისი გამოწვევები და ის საკითხები რომელზეც აუცილებელია გაგრძელდეს მუშაობა, რათა კიდევ უფრო მეტი და წარმატებული შედეგები იქნას მიღებული“, – განაცხადა კახა კუჭავამ. მისი განმარტებით, ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო არა თუ მიყვება იმ გეგმას, რომელიც პარტნიორებთან ერთად აქვს შემუშავებული არამედ, აჩვენებს პროგრესს, თუმცა, არის კონკრეტული საკითხები, რომელზეც პირდაპირ არის მითითება, რომ აუცილებელია მუშაობ ის გაგრძელება. „ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ სასამართლო რეფორმის კუთხით. ის რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა პრობლემა სასამართლოს რეფორმირების და პოლიტიზირების კუთხით და ის, რომ ბოლომდე იქნას მსგავსი საკითხი აღმოფხვრილი და რაც ყველაზე მთავარია, მიღწეული იქნას ნდობა ხალხის მხრიდან სასამართლო რეფორმის მიმართულებით სწორედ ამიტომ ხორციელდება ის ნაბიჯები. ჩვენი პარტნიორები აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას მიღწეული აქვს სასამართლოს რეფორმირებასთან დაკავშირებით, მაგრამ თვლიან რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ მივიღეთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რაც პირველ რიგში, ჩვენი მხრიდანაც ხაზს უსვამს იმას, რომ სასამართლოს რეფორმირება არა თუ დასრულებული არ არის არამედ, კიდევ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი წინ იმისთვის, რომ სრულად აღმოიფხვრას ყველა ის პრობლემა რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა. მისი განმარტებით, საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ასევე ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემულ ანგარიშში. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცემულ ანგარიშში მხოლოდ პოზიტივში არის წამოჭრილი ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს. ოპოზიცია საერთოდ არ ახდენს კომენტირებას, რადგან მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივში არის წამოჭრილი ის მიღწევები, რომელიც საქართველოს აქვს და ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს დავა მიდის, სპეკულაციას საბოლოოდ დაუსვა წერტილი, რადგან პირდაპირ არის მითითებული მათ შორის, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებები, რომელიც სამართლიანად და კანონზომიერად იქნა შეფასებული მათი მხრიდან სამართალდამცავების ქმედებების კუთხით და ბევრი სხვა საკითხი მათ შორის, ამერიკელ ინვესტორებთან დაკავშირებული დავები“, – განაცხადა კახა კუჭავამ. მისი განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში, არის ჩანაწერები გარკვეულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამა თუ იმ მიმართულებით. „ანგარიში პოზიტიურადაა შეფასებული ის გზა, რომელიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში. პარტნიორები მხოლოდ და მხოლოდ მოგვიწოდებენ, რომ გავაძლიეროთ კონკრეტული მიმართულებით მუშაობა, ამავდროულად, ისინი ჩვენ მიგვიჩნევენ ძლიერ პარტნიორად ევროპისთვის, ამერიკისთვის და ასევე აღნიშნავენ, რომ ასეთ მაღალ დონეზე არ ყოფილა ჩვენს შორის ურთიერთობები და ამის უგულებელყოფა – უბრალოდ ტყუილის თქმა არის. ჩვენ მოვისმინეთ ის შეფასებები, გამოხმაურებები, რომელიც ჩვენ ევროპარლამენტარებისგან გვქონდა და არა მხოლოდ ჩვენს მიმართ არამედ, ზუსტადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, სადაც გულისწყრომაა გამოთქმული, რომ მათ არ დაიცვეს ის მთავარი პირობა, რომელიც მათი მოთხოვნა იყო და რაც ყველაზე მთავარი არის – ის რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ევალება ეს. ეს იყოს მკაფიო გზავნილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება” – მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინაზე

"რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება. "აშშ-ის პრეზიდენტი ნათლად აცხადებს, რომ სურს ამ ომის დასრულება. ის ღიაა ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც სამართლიან, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს. მომდევნო დღეებში ვნახავთ რა მოხდება, თუმცა პროგრესის მიღწევა გვსურს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი მექანიზმისა თუ პროცესის მიმართ, რომელიც კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება. რაც უფრო მალე მიიღწევა შეთანხმება, მით ნაკლები იქნება მსხვერპლი და ნგრევა", - განაცხადა მარკო რუბიომ.

პეტრე ცისკარიშვილი – „მეგობარი აქტი“ მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს

„მეგობარი აქტი“ მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტ ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ღია წერილები და ასე შემდეგ, ყველაფერი არის ფუჭი.„თვითმარქვია რეჟიმს ჰგონია, რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს გამორჩა ან ყურადღება არ მიაქცია და შეუძლიათ, პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელონ შეერთებულ შტატებთან, რაც თავისთავად არის აბსურდი და წარმოუდგენელი რეალობა. ევროპა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არიან ერთიანი ფასეულობათა სივრცის ნაწილი, შესაბამისად, შენ როდესაც შეწყვიტე ურთიერთობა ევროპასთან და აღარ გსურს ევროინტეგრაცია, შენ შეწყვიტე ურთიერთობა აშშ-თანაც.აქედან გამომდინარე, ის ღია წერილები, თუ რაც იქნება, რა რესურსსაც ხარჯავს „ოცნება“, ყველაფერი არის ფუჭი. „მეგობარი აქტი“ მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც განვითარებაში და დემოკრატიის გაძლიერებას უშლიან ხელს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გურამ თირქია: გიგი უგულავა სამეგრელოს გუბერნატორობისას ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ელექტროდენით იჭერდა თევზს, ხალხი მეუბნებოდა, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი, გუბერნატორი რომ იჭერს თევზს აპარატით,...

"სამეგრელოში გიგი უგულავა იყო გუბერნატორი, ეს არის დაახლოებით 2004-2005 წლებში. მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი და ვიცნობდი გიგი უგულავას, ხანდახან სათევზაოდ დადიოდა და ორჯერ ვარ შეხვედრილი, როცა ელექტროდენით იჭერდა თევზს", - ამის შესახებ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებულმა გურამ თირქიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიაში ხალხი ეკითხებოდა, რამდენად დასაშვები იყო გუბერნატორის ბრაკონიერობა იმ ფონზე, როცა თირქიამ მოსახლეობას დენის აპარატით თევზაობა აუკრძალა."მაშინ გარემოს დაცვა არ იყო, ჩვენი ხალხი იცავდა, მყავდა "ეგერები" და ანაკლიაში ხალხი მეუბნება: ბატონო გურამ, ჩვენ დაგვაგდებინეთ ეს აპარატი და დენი, გუბერნატორი რომ ზის და იჭერს თევზს აპარატით, ეს დასაშვები არისო? რომ გამაფრთხილეს, ჩემი თვალით ვნახე ერთი-ორჯერ, ვუთხარი, თუ იცით, რას შვებით-მეთქი? ამის შედეგ, 2005 წელს, სამსახურში მიბარებს, ეს ბრაკონიერობა დაავიწყდა და მეუბნება: ვიცი, შენი დისშვილი ვინ არის, შორიდან ვიცნობო. უთხარი, ახალი მოსულები ვართ მთავრობაში და დაგვეხმაროს 5 მილიონი აშშ დოლარითო. ამ თანხით, თქვენ, თქვენს საკუთარ მიწაზე ერთ სასტუმროსაც აგიშენებო", - განაცხადა გურამ თირქიამ.

ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – მათ შორის 22 ბავშვია

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაზე მეტი - 50 პირი ჯაბალიას დევნილთა ბანაკში დაიღუპა, მათ შორის, 22 ბავშვია. არიან დაჭრილები."ცაჰალმა" დარტყმების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა თუმცა, მედიის ცნობით, იერიშების განხორციელებამდე კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული "ჰამასის" ინფრასტრუქტურის გამო, ევაკუაციის ბრძანება გაიცა.ჰამასის" მტკიცებით, ღაზის დაბომბვა "ნეთანიაჰუს ვერანაირ გამარჯვებას არ მოუტანს".ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის გავრცელებული განცხადებით, "ცაჰალი" ამ დღეებში ძალისხმევას "ჰამასის" ბოლომდე გასანადგურებლად კიდევ უფრო გააქტიურებს

მაშველებმა მტკვარში, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს- ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.აღნიშნულ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.ასევე, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

ბოლო სიახლეები