კვირა, დეკემბერი 22, 2024

კახა კახიშვილი: საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი საქმეა გახსნილი, ამ ფონზე, შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება გაუგებარი და აუხსნელია

საქმეში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი განსაკუთრებით მძიმე, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე იქნა გახსნილი და პრევენციულად თავიდან აცილებული. ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა (ამავდროულად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია) და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ცოტა არ იყოს გაუგებარი და აუხსნელია, – წერს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, კახა კახიშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, არსებობს კითხვა, ხომ არ შეუქმნის სანქციების დაწესება სამომავლოდ თავად ამ ტიპის თანამშრომლობასა და საერთაშორისო ტრანსატლანტიკურ დანაშაულთან ბრძოლას საფრთხეს, გარდა ამისა, ასეთი არამეგობრული ჟესტის გამოხატვის შემდეგ, როგორ აპირებენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის, შესაბამისი ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელებას.

“წლებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ისა და პროკურატურის ხელშეწყობით ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურებს, საქართველოში კონტრტერორისტული საქმიანობისა და სხვადასხვა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ბევრი წარმატებული ღონისძიება აქვთ განხორციელებული. საქმეში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი განსაკუთრებით მძიმე, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე იქნა გახსნილი და პრევენციულად თავიდან აცილებული. ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა (ამავდროულად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანია) და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ცოტა არ იყოს გაუგებარი და აუხსნელია. იბადება სამართლიანი კითხვა – ხომ არ შეუქმნის სანქციების დაწესება სამომავლოდ თავად ამ ტიპის თანამშრომლობასა და საერთაშორისო ტრანსატლანტიკურ დანაშაულთან ბრძოლას საფრთხეს ?!

ასეთი არამეგობრული ჟესტის გამოხატვის შემდეგ, საინტერესოა, როგორ აპირებენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელებას?!

იმედს ვიტოვებ, რომ ნერვებსა და ემოციებს აყოლილი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალიან განიცდიან ბაიდენის ადმინისტრაციის წაგებასა და ტრამპის მოსვლას, მსოფლიოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას პირად კეთილდღეობაზე წინ დააყენებენ.

ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროპის პოლიტიკა რომ ყოფილიყო თანმიმდევრული, მეტად გასაგები იქნებოდა მათი მხრიდან, თუნდაც ასეთი არასამართლიანი რეაგირება. მაშინ, როდესაც წლების მანძილზე ვერ იმჩნევდნენ აბსოლუტურად ვერც ერთ დანაშაულს, მათ შორის ახალგაზრდების ჩაცხრილვას, საპატიმროებში არსებულ მდგომარეობას, არაფერს ვამბობ აქციებზე ხალხის დარბევასა და მკვლელობაზე, დღეს ყველაფერზე ასეთი გაუგებარი, მწვავე რეაქციები იწვევს უსამართლობის განცდას და უფრო მეტად არწმუნებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ჩამოსაშლელად და ხელისუფლების შესაცვლელად, უბრალოდ პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ღიად ჩართულები.” – წერს კახა კახიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. “შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”- წერს შალვა პაპუაშვილი.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თარგმანი: პირველი არხი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფარავნისუღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ120 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გიორგი გახარია – დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს – რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. „24-ე დღე რომ შედგა, ეს არის დიდი გამარჯვება და რაც მთავარია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნის, საბოლოო შეფასების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა იმ ხალხის შეფასებები, რომლებიც აქ დგანან 24-ე დღე-ღამეა და იცავენ არჩევანის უფლებას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და იცავენ იმ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების უფლებებს, რომ ისინი გათავისუფლებული იყვნენ, რომლებიც 300-400 ადამიანი იქნება. ჩვენ, თუ ყველამ ერთად, ეს წნეხი აქციების საშუალებით ქუჩაში, მშვიდობიანად არ გავაგრძელეთ, ჩვენ თუ დასავლელი მეგობრები არ მოგვეხმარნენ ამ არჩევნების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით ეს ეუთო/ოდირის შეფასების შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება, დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ, დასანქცირებული უნდა იყვნენ კონკრეტული ინდივიდები, რომელთაც ბრალი მიუძღვით იმ უკანონობებში თუ ძალადობებში, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ამ სამი მიმართულებით წნეხის პირობებში ჩვენ მივაღწევთ პოლიტიკურ შედეგს. უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდა დაკავებული და ნაცემი, ასევე ახალი არჩევნების თარიღი უნდა დასახელდეს. რაც უფრო სწრაფად დაასახელებს არჩევნების თარიღს „ოცნება“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მათთვისაც. რაც უფრო გაწელავს ამ დროს, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის და იქნება ცუდი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

იაგო ხვიჩია: თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო?

თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ იუთუბ არხზე „დილის პოლიტიკურ live“-ში. „წარმოიდგინეთ რომელი გაგიყვანთ დემოკრატიულ მომავალში- გვარამია? ხაზარაძე? გახარია? ის რომ დაგავიწყდათ გახარია რომ ხალხს ძუყნიდა მიტინგზე და გომელაურის სანქციები რომ გიხარიათ. რა განსხვავება არის. იმ დროს უბრალოდ არ ასანქცირებდნენ საქართველოს მთავრობის წევრებს ხალხის ცემის გამო, თორემ გახარია არ იქნებოდა დასანქცირებული თავისი შინაარსით? თუ გომელაური დაასანქცირე ახლა რაც ხდება იმის გამო, მაშინ გახარია არ უნდა დაგესანქცირებინა იმის გამო, რაც გახარიამ მოაწყო? თუ მიშა? რომ იძახიან კოალიცია რაღაცას დაალაგებდაო, არ არის ეს კანონმდებლობა ისე მოწყობილი, რომ კოალიციები დალაგდეს“-განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები