კვირა, იანვარი 18, 2026

კახა კალაძე:არავის მივცემთ შესაძლებლობას, რამე მოაკლონ ბაღებსა და ბავშვებს

არავის მივცემთ შესაძლებლობას, რამე მოაკლონ ბაღებსა და ბავშვებს,- განაცხადა თბილისის მერმა სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საპასუხოდ.

“საბავშვო ბაღების კვებით მომარაგების ტენდერში გაიმარჯვა კომპანიაია ნილმა, რადგან მას ჰქონდა ყველაზე დაბალი ფასი. თუმცა სატენდერო კომისიამ მას დაუდგინა ტექნიკური ხარვეზები, მისცა დისვალიფიკაცია, ანუ ტენდერი არ შედგა. იმისთვის, რომ ბაღებში კვება შესულიყო და ბავშვებს მომსახურებოდნენ, გაფორმდა ერთთვიანი ხელშეკრულება კომპანია ნილთან. ტენდერი გამოცხადებულია, თუ არ ვცდები რამდენიმე დღეში გვეცოდინება, ვინ იქნება გამარჯვებული კომპანია. მესმის, რომ ბოლო დღეებში მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია ბაღებთან დაკავშირებით. თუმცა, თუ რაიმე დარღვევა ვლინდებოდა და ვლინდება კვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ძალიან აქტიურები და არავის მივცემთ შესაძლებლობას, რამე მოაკლონ ბაღებსა და ბავშვებს. ყველაფერს მოყვება მკაცრი რეაგირება” – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიამ კომპანია “ნილს“ საბავშვო ბაგა-ბაღების კვებით მომსახურებისთვის ერთთვიანი ხელშეკრულება იანვრის დასაწყისში გაუფორმა, ხელშეკრულების თანახმად, “ნილი“ ერთი თვის განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით 171 ბაღს უნდა მოემსახუროს.

“ახალი საქართველო” მოუწოდებს პროკურატურას, საბავშვო ბაღებში კვების ტენდერების საკითხი გამოიძიოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

„ის არის არაჩვეულებრივი შვილი, ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება“ – თიკა ფაცაციას დედის მიმართვა სცენაზე მყოფ შვილს

მუსიკალური ტელეპროექტი „ასე მღერიან საქართველოში“ თიკა ფაცაციას დედის, მანანა ფაცაციას ვიდეოს გვიზიარებს.მანანა ფაცაცია სიამაყით საუბრობს შვილზე, თიკა ფაცაციაზე, დედის საუბარს კი ტელეწამყვანი სცენიდან ისმენს.„მრცხვენია, რომ ვთქვა, ბევრს შურს ჩემი რომ მყავს ასეთი შვილი და ნამდვილად ასეთია, ფაქტია და ვერ გავექცევი, ის არის არაჩვეულებრივი შვილი. ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, მყავს არაჩვეულებრივი შვილები და 6 შვილიშვილი,“ – ამბობს თიკას დედა.

„მთელი ბოლნისი გლოვობს“ – ავარიაში დაღუპული გოგონა კარატისტი ნინი მამარდაშვილია

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბოლ­ნის­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც გუ­შინ მოხ­და, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. 17 წლის ნინი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და და­ი­ღუ­პა. ნინი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რა­ტის­ტი იყო."მთე­ლი ბოლ­ნი­სი გლო­ვობს, უკარ­გე­სი ნინი დავ­კარ­გეთ. დე­და­მისს რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში არ ვიცი" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა