პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, თავიანთი პოლიტიკური ხედვა და პროგრამა საზოგადოებას წარუდგინოს.
„წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური ხედვები, საარჩევნო პროგრამები, რა თქმა უნდა, თუ აქვთ, წარუდგინონ საზოგადოებას, გამართონ შეხვედრები და ა.შ. მე ყოველდღიურად ვხვდები მოსახლეობას, როგორც პირდაპირ, ასევე ვირტუალურ, ფეისბუქ სივრცეში“, – განაცხადა კახა კალაძემ.