პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

კახა კალაძე: ჩემთვის ეს ემოციური დღეა, რადგან La Gazzetta Dello Sport-თან წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში ცნობილი იტალიური გამოცემის ქართული ვერსიის, La Gazzetta Dello Sport Georgia-ს დაარსებაზე, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ La Gazzetta Dello Sport საქართველოში ოფიციალურად არის წარმოდგენილი, რაც ძალიან მახარებს. მინდა, მივულოცო სპორტის გულშემატკივრებს, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო SMH Sports-ის დამფუძნელეს, ლაშა მაჭავარიანს, რომელიც მართლაც ბევრ კარგ საქმეს აკეთებს ქართული სპორტისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. მგონია, რომ ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული სპორტის და ფეხბურთის პოპულარიზაციას.

მახსოვს, წლების წინ, როდესაც იტალიაში ვთამაშობდი, რამდენად რთული იყო სერია A-ს მატჩების ნახვა. ხალხი ღამეებს ათენებდა, რომ თამაშებისთვის უცხოურ არხებზე ეყურებინა.

დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს – ფეხბურთის გამო ისევ ღამეებს ვათენებთ, რომ ვუყუროთ კვარას და ჩვენს სხვა ბიჭებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში თამაშობენ და გვახარებენ. უკეთესი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი სპორტსმენების და ფეხბურთელების შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღოთ. იტალიური გამოცემის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო.

რა მახსენდება ამ გამოცემაში ჩემზე დაწერილი სტატიებიდან? ყველაზე მეტად „ინტერთან“ „მილანმა“ 1:0 რომ გავიმარჯვეთ და ეს მატჩი ჩემი გატანილი გოლით მოვიგეთ. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებები – რა ვიცი, ბევრი რამ. მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება. ჩემთვის ეს ემოციური დღეა, რადგან ამ გამოცემასთან წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი და დღესაც, სხვათა შორის, კარგი ურთიერთობა მაქვს. მიხარია, რომ საქართველოში იქნებიან წარმოდგენილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა ხდება ხვალ სამების საკათედრო ტაძარში?!

დღეს, 18 ოქტომბერს დღის 3 საათზე დიდ სამებაში გადაიხდება საჯანმრთელო პარაკლისი" - ინფორმაციას რელიგიური ტიპის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. ინფორმაციას გვიდასტურებს სამების მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მჭედლიშვილი, პარაკლისს მამა ილია ატარებსო. "მისულ მრევლს საჩუქრად დაურიგდებათ ათონის მთიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატები. გააგებინეთ ყველას," - წერს გვერდი "ტკბილ ხარ შენ უფალო".

„წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერია – სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ

ზღვისუბნის პარკში 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ. რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ბესო ხარძიანი: ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ...

ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა, დასჯა კარგად გამოსდიოდათ, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში. ბესო ხარძიანმა მამის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შესახებ ისაუბრა. „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ომამდე, 2007 წელს ადეიშვილმა დაიბარა საკუთარ კაბინეტში მამაჩემი. როგორც კრიმინალი, ისე დაიბარეს. მამაჩემი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე იყო. მოსთხოვეს 5 მილიონი დოლარი, რითაც მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე - ერთი ხელით ბიზნესი უნდა გადაერჩინა, მეორე ხელით - ოჯახი და მოუწია კუს ტბის ჩადება. ასე დაიწყო ეს ისტორია. 5 მილიონი დოლარი გადაახდევინეს. აქედან 3 მილიონ 500 ათასი დოლარი ბიუჯეტში გადაარიცხვინეს, მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონზე, სადაც მხოლოდ ის იყო, აყიდვინეს რაღაც გაურკვეველი ავტოფარეხი წნორში. ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა. მათი მიდგომა ხომ ის იყო, რომ თუ ჩვენიანი არ ხარ, მაშინ უნდა დაისაჯო. დასაჯეს კიდეც. დასჯა კარგად გამოსდიოდათ. არ მახსენდება ვინმე, იმედია არავის ეწყინება, რომელსაც ასეთი მძიმე გზა გაევლოს, როგორც მამაჩემს - ციხეშიც მოხვდა, ნარკოტიკებიც ჩაუყარეს, ციხეში აწამეს. 2 წლის შემდეგ დატოვა ციხე, როდესაც პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა და ბოლოს მოკლეს. თუ რაიმე შეიძლებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბოროტი რეჟიმის ყველა საფეხური გაიარა“, - აღნიშნა ხარძიანმა.

სოზარ სუბარი: გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა როდესაც ამბობს, რომ ზელენსკი კორუფციაშია...

გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს , ის სიმართლეა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „როდესაც ხდება კორუფცია და ჯარისკაცებს ჰპარავენ იარაღს და ჰყიდიან უცხოეთში, ჰპარავენ საჭმელს, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. თავის დროზე, ქართული ოპოზიციის და ქართველი „ენჯეოების“ მიერ გაღმერთებული უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამხელენ სწორედ ზელენსკის ამაში. მაგალითად გონჩარენკო, რომელიც ყველაზე მეტი ანტიქართული განცხადებით გამოირჩევა, გამოვიდა ამას წინათ და თქვა, რომ მთელი ამ კორუფციის სათავეში დგას ვლადიმერ ზელენსკი. ეს არის კორუფციის და ჭაობის სათავე. გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს, ის სიმართლეა“, - აღნიშნა სუბარმა.

ბოლო სიახლეები