ოთხშაბათი, სექტემბერი 3, 2025

კახა კალაძე – შესაძლოა, ვინმეს სურდეს წარმოჩენა, თითქოს ცალკეულმა არასამთავრობოებმა მხოლოდ პირბადეები და სათვალეები შეიძინეს, თუმცა ყველაფერი ხელის გულზე დევს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, საქართველოში არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ, მაგრამ ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მას არ სურს წინასწარ მტკიცებით ფორმაში საუბარი და საზოგადოება გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.

„თვითონ ფაქტს რაც შეეხება, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს უბრალოდ შეფუთულია ამ დასახელებით და ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. თანხები, რომლებიც შემოდიოდა ქვეყანაში, ზუსტად მათი გავლით ხმარდებოდა   ქართულ პოლიტიკას – იხარჯებოდა ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდებოდა საზოგადეობის დაპირისპირებას, გახლეჩვის მცდელობას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას. ეს, რა თქმა უნდა,  ძალიან მძიმეა და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ფაქტებს მოჰყვებოდა რეაგირება. დაველოდოთ გამოძიებას, მე არ მინდა წინასწარ მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, თუმცა მინიშნებები რაზეც კეთდება და რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა, ვინმეს სურდეს ამ ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს ამ არასამთავრობოებმა მხოლოდ პირბადეები და სათვალეები შეიძინეს აქციების მონაწილეებისთვის, თუმცა ყველაფერი ხელის გულზე დევს.

„შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეიფუთოს მხოლოდ პირბადეებისა და სათვალეების შესყიდვით, მაგრამ არ გამოვა, სხვა რეალობაა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა, ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების გახლეჩვის, დაპირისპირების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოდიოდა გარედან და ზუსტად ამ ორგანიზაციების გავლით. ეს ყველაფერი იფუთებოდა არასამთავრობოებით. ყველაფერი ხელის გულზე დევს. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ძალიან ბევრი ქილიკობდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი თავადვე გამოვიდა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. პირდაპირ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში  სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის მცდელობები“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა THE SCOTT JENNINGS RADIO SHOW-ში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.„მასთან ყოველთვის შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ათასობით ადამიანი კვდება. ამერიკელები არ კვდებიან, ისინი რუსები და უკრაინელები არიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ პრეზიდენტ პუტინით ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ყველაფერს გააკეთებს, რათა ადამიანებს დაეხმაროს, რომ იცოცხლონ“.„მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხალხს დავეხმარო, რომ იცოცხლონ. საქმე უკრაინაში არ არის, ეს იმისთვისაა, რომ ადამიანებმა იცოცხლონ. ყოველკვირეულად 7 000 ადამიანი იღუპება, უმეტესობა ჯარისკაცია. ვფიქრობ, ამის შეჩერება შემიძლია და ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“, – განაცხადა ტრამპმა. 

გია ვოლსკი – დანაშაულთა ჩამონათვალის გრძელი სიაა, სტრასბურგიც გვეუბნება, რომ საქართველოში არსებობდა ისტორიის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც სადისტური მართვის მექანიზმს სისტემური ხასიათი ჰქონდა

დანაშაულებების ჩამონათვალის გრძელი სიაა. ზოგს დამატებით შესწავლა და სამართლებრივი შეფასებები სჭირდება. სტრასბურგის სასამართლოც გვეუბნება, რომ საქართველოში ისტორიის გარკვეული მონაკვეთი არსებობდა, როდესაც სადისტური მართვის მექანიზმს სისტემური ხასიათი ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, „ის, რომ ომი საქართველომ დაიწყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ თქვა და საერთაშორისო დონეზე მიღებულ რეზოლუციას ხელი მოაწერა“.„ჩვენი მიდგომა სხვანაირია. სტრასბურგის სასამართლო მოვიგეთ და დავამტკიცეთ, რომ რუსეთი დღემდე ოკუპაციას ეწევა. კიდევ კარგი ჩვენი ხელისუფლება მოვიდა, თორემ ჩვენს სამხედროებსაც ემუქრებოდათ პასუხისმგებლობა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილმა მემკვიდრეობით დაგვიტოვა. ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა? – ამას სააკაშვილმა პასუხი უკვე გასცა და თქვა, რომ სააკაშვილმა კი არა, საქართველომ დაიწყო ომიო. ჩვენ საკითხს სხვანაირად ვუდგებით, წლები დაგვჭირდა, რომ ჰააგის სასამართლო მოგვეგო რუსეთთან, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ არ გააკეთა. არსებობს იმის პერსპექტივა, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს, მათ შორის, ამ დანაშაულზე. რეალურია, რომ ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილი ამბობდა, რუსეთი არაფერ შუაშიაო. რეალურია ისიც, რომ სააკაშვილმა თქვა, რუსეთის საქართველოში შემოჭრა ჩვენი სამხედროების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა განაპირობაო. რეალურია ისიც, რომ წლების განმავლობაში რუსეთის უპირატესობის განმტკიცებას ახდენდნენ სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეს სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა იმისთვის სჭირდებოდათ, რომ საკუთარი თავი დაეცვათ მათი შესაძლო აგრესიისგან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რეზო კიკნაძე – ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, ერთი თხოვნა მაქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებთ, გვითხარით ვინ, რა დავაშავეთ, ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ...

ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის საპატიმროდან ავრცელებს.კიკნაძე ვრცელ წერილში წერს, რომ სასამართლოსთან ერთი თხოვნა აქვს, სასჯელს რომ გამოაცხადებს, კონკრეტულად თქვას, ვინ რა დააშავა, „ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე“.კიკნაძე საქმის პროკურორებს „ეშმაკის პროკურორად“ მოიხსენიებს და მიმართავს: „ოდესღაც, როცა გამოვალთ ციხიდან — მზად ხართ ამისთვის, პროკურორებო?“„ანტონის რვა წელმა დამცა, ჩვენს ორ წელზე გრძნობაც არ მქონია. ორი წელი კი არა, ორი დღეც არ გვეკუთვნოდა, ამიტომ გამოდით ყველანი გარეთ. მე ოცი წელიც გავძლებ ქვეყანას თუ დასჭირდა, მაგრამ ამდენი თვითნებობის ნორმალურად აღქმა არ შეიძლება. ხვალ, პროტესტის ნიშნად, არ მივალ სასამართლოზე. რაც ხვალ უნდა მეთქვა, ბარემ აქ დავწერ.ერთი თხოვნა მაქვს: სასჯელს რომ გამოაცხადებთ, კონკრეტულად გვითხარით ვინ რა დავაშავეთ. ვითხოვ სახელს და გვარს, ვინ დავაზიანე. ზოგადად, ვიღაცამ შენობა დააზიანა, მაღაზია ჩალეწა თუ ვინმეს რაღაც გაარტყა თავში, ეგ მე არ მეხება და სხვის დანაშაულს ჩემთან ნუ ახსენებთ. თუმცა პროტესტის უფლება ყველას აქვს და დანაშაული მხოლოდ მათ კისერზეა, ვინც ამ პროტესტს ახშობს. შესაბამისად, ჩემთვის არც ეგ ჩალეწილი შუშა და დამწვარი ნაგვის ურნაა დანაშაული, მაგრამ მე ეგეც არ ჩამიდენია - ფაქტია.სანამ დამიჭერდნენ, რამდენიმე ხნით ადრე ვუყურებდი ფილმს „ეშმაკის ადვოკატი“. ადვოკატთან ერთად განვიხილავდი ზოგად საკაცობრიო საკითხებს. დილემა მდგომარეობდა შემდეგში: კარგი ადვოკატობა და პროფესიონალიზმი გაძლევს უფლებას ბოროტმოქმედი, მკვლელი და თუნდაც ეშმაკი დაიცვა? ერთი მხრივ, შენ საკუთარ პროფესიას ემსახურები და ვალდებული ხარ პირნათლად შეასრულო შენი მოვალეობები. და როცა ერთი საქმეც არ გაქვს წაგებული და საუკეთესო ხარ, წესით კარგის მეტი ამაში არაფერი უნდა იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ შენი უმაღლესი პროფესიონალიზმის წყალობით მკვლელს გამოუშვებენ და გაამართლებენ, განა შენს სინდისზე არ იქნება ეს მკვლელობები, რასაც იმის გამო ჩაიდენს, რომ შენ მკვლელი გაამართლე?და რა შუაშია ეს ყველაფერი ჩვენთან? ჩვენი ადვოკატები, პირიქით - ეშმაკისგან დევნილებს იცავენ. აქ ადვოკატის ნაცვლად პროკურორი უნდა ჩავსვათ. ჩვენ გვყავს ეშმაკის ადვოკატები. ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო კაცმა - თუნდაც შენი სამსახური გავალებდეს? მოღალატე, სამშობლოს გამყიდველთა ინტერესებსაც უნდა წარმოადგენდე? ფილმს რომ აწი იღებდნენ, ეშმაკის პროკურორის როლს შეასრულებდა კიანუ რივზი, ჩვენი პროკურორის მაგალითზე.ახლა, როცა შენი მთავრობის ბრძანებით უდანაშაულო ხალხის დასაჭერად ყველაფერს აკეთებ და შუაზე იხევი, მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო იმ მკვლელობებზე, რომელიც ამას მოჰყვება შენ გამო? იმ ოჯახის წევრებზე, ჩვენზე ნერვიულობას რომ გადაყვებიან? მომავალში კვლავ იმ უსამართლოდ დაჭერილ ხალხზე, რომელთაც იმიტომ დაიჭერენ, რომ ასე გაუვიდათ ჩვენი დაჭერა? სამართალი არ აღსრულდა და ვიღაცამ რომ თითი დაატკაცუნოს, სასამართლოც კი ამ თითის დატკაცუნებაზე ამუშავდა. პატიოსანი და ცხოვრებაში კანონდარღვევა რომ არ ჰქონია, ასეთი ადამიანების გაბოროტებას რა შედეგი მოჰყვება? ოდესღაც, როცა გამოვალთ ციხიდან — მზად ხართ ამისთვის, პროკურორებო?რის ფასად გიღირთ ეშმაკს ემსახუროთ? ერთი კარგად დაიმახსოვრეთ: ციხეს ორი კარი აქვს და იქიდან ისეთი აღარ გამოდის ადამიანი, როგორიც შევიდა, მაგრამ გამოდის.ვაჟა, რომ გიყურებ, დოსტოევსკის ერთ-ერთ ნაწარმოებს მაგონებ, შინაარსით არა, უფრო სათაურით. აწი რაც არ უნდა გააკეთოთ, თქვენ მთელი ცხოვრება დარჩებით ეშმაკის პროკურორებად. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, უბრალოდ იფიქრეთ ჩვენს მშობლებზე და ოჯახის წევრებზე. ბოლოს მინდოდა დამესრულებინა იმით, რომ აფხაზეთი საქართველოა და სამაჩაბლოც საქართველო.ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჯგუფურობა წერია ჩვენს ბრალში, თუნდაც გადაკვალიფიცირებულში. განაჩენი ჩვენ კი არა, საკუთარ თავებს გამოუტანეთ. როგორ შეხვდა ჯავახა თავის განაჩენს? საკანში რომ შემოვიდა, ოლე ოლა ვიმღერეთ”, - წერს რეზო კიკნაძე.

ზურიკო დავითაშვილი – მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგება და ვეცდებით, იმედები არ გავუცრუოთ

ზურიკო დავითაშვილმა თურქეთსა და ბულგარეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადებასა და მოლოდინებზე ისაუბრა.„ყოველთვის ველოდებით სანაკრებო პაუზას. ერთმანეთის ნახვა და საქართველოში თამაში ძალიან გვიხარია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და მაქსიმალურად მომზადებული ვართ. მაღალი დონის მეტოქეები გვყავს და ყველაფერი მოედანზე გადაწყდება. მაყურებელთან ერთად, თავს არ დავზოგავთ. მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგება და ვეცდებით, ქომაგებს იმედი არ გავუცრუოთ.თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები ჰყავთ და ძალიან რთული თამაში გველის. მოლოდინი გაზრდილია. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ვარჯიშებზე, მოედანზე უნდა გადავიტანოთ და სასურველ შედეგს მივიღებთ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 4 სექტემბერს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს კი ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ტყიბულქალაქობა და მეშახტის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ქალაქი სადღესასწაულოდ მოირთო, მოეწყო ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ყვავილებისა და ხილის კუთხეები, საბავშვო, გასართობი და სპორტული აქტივობები. ინტელექტუალური სპორტის მოყვარულთათვის გაიხსნა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ტყიბული-2025“. მოგვიანებით, ცენტრელური ხელისუფლების, მხარისა და ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლებმა ახალი ვიზუალური ხელოვნებისა და ინოვაციების სკოლის შენობა და მუნიციპალური ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის რეაბილიტაციის პროცესს.ტყიბულქალაქობის ღონისძიებები ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. რის შემდეგაც მაყურებლის წინაშე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტთა ანსამბლი ,,სულიკო“ წარდგა. გაიმართა ტყიბულის საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოების ცერემონია. საღამო კი, პოპულარული და ყველასათვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი „ურსას“ გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.

ბოლო სიახლეები