სამშაბათი, მარტი 3, 2026

კახა კალაძე – შემოაგდეს თემა, თითქოს მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, 2017 წლიდან ვარ მერი, არ მახსოვს შემთხვევა, საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე

გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ, „ტვ პირველმა“, მაყურებელს მორიგი სიცრუე, ფეიკნიუსი შესთავაზა, მთელი დღის მანძილზე, ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა, დაანგრია და გაანადგურა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ „შემოაგდო თემა“, მერიის მიერ გაკეთებული განცხადება კი არ გააშუქა.

კალაძის განმარტებით, საპატრიარქოსა და თბილისის მერიას შორის ყოველთვის არის კომუნიკაცია, როდესაც ეკლესიის მშენებლობა იგეგმება.

„შემოაგდეს თემა, თითქოს ჩვენ მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, თითქოს 14 წელი მიმდინარეობდა აღნიშნულის სამშენებლო სამუშაოები. თბილისის მერიამ გააკეთა განცხადება ამ თემაზე, სადაც თანდართული იყო ე.წ. ეკლესიის ფოტომასალა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო სიცრუე, არანაირი ეკლესიის მშენებლობა არ მიმდინარეობდა. მე გულწრფელად ვიტყვი, როდესაც ხდება ეკლესიის მშენებლობა – 2017 წლიდან ვარ ქალაქის მერი – მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში ან არ ყოფილიყო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. რაც შეეხება განცხადებას და ამ განცხადების გაშუქებას, ცხადია, „ტვ პირველმა“ არ ჩათავალა მიზანშეწონილად, რადგან მერე მათი სიცრუე ჩაიკარგებოდა და რაში აწყობდათ სიმართლე? მინდა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე წარმოადგინა იმ ნაგებობის ფოტომასალა, რომელიც, კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. კალაძემ ასევე გამოხატა მზაობა, რომ კონკრეტული დასახლებისთვის თუ აუცილებელია ტაძარი, მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს მის აშენებას.

„როგორ შეიძლება, ზოგადად შევეწინააღმდეგოთ ეკლესიის მშენებლობას? არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტაძრის მშენებლობა იგეგმება თბილისში, მერიასთან კომუნიკაციის გარეშე მომხდარიყოს. საპატრიარქო ყოველთვის გვაყენებს საქმის კურსში, რომ ხდება სამშენებლო სამუშაოების წარმოება, იწყება ტაძრის მშენებლობა და ა.შ. იმ კონკრეტული დასახლებისთვის თუ აუცილებელია ტაძარი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, განხორციელებას და ა.შ. თუმცა ამ ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ამ ტერიტორიაზე, არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასა  და ეკლესიის მშენებლობასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მესმის, ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის… არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ირანის მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმის გამო, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე ღამით საჰაერო განგაშის იყო გამოცხადებული.გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონების მიმართულებით ცეცხლი "ჰეზბოლამაც" გახსნა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა. მოსახლეობას ამ დრომდე მოუწოდებენ, დარჩნენ თავშესაფრების სიახლოვეს და იმოქმედონ სამხედროების მიერ გაცემული ინსტრუქციებს შესაბამისად.განცხადებას ავრცელებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ირანი აშენებდა ბირთვული იარაღის ახალ ობიექტებს, რომლებზეც იერიშის მიტანა რამდენიმე თვეში შეუძლებელი გახდებოდა. მისი თქმით, სწორედ ამან შექმნა ქვეყანაზე დარტყმების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა."მესმის, ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის. არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის მცდელობა, მივაღწიოთ იმ მშვიდობას, რომლისკენაც ყველანი მივილტვით. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლა თავად ირანელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ - აშშ და ისრაელი ერTად ვქმნით პირობებს, რომ მათ ეს შეძლონ"- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აბას არაღჩი – მარკო რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო

ბატონმა რუბიომ აღიარა ის, რაც ყველამ ვიცოდით, აშშ არჩევანის ომში ისრაელის ინტერესებისთვის ჩაერთო, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.„არასდროს ყოფილა ე.წ. ირანული საფრთხე. ამრიგად, როგორც ამერიკული, ასევე ირანული სისხლის ღვრა „ისრაელი უპირველეს ყოვლისა“ მომხრეების კისერზეა. ამერიკელი ხალხი უკეთესს იმსახურებს და უნდა დაიბრუნოს თავისი ქვეყანა“, – წერს არაღჩი. 

ილია წულაია შუა აღმოსავლეთში მყოფ ქართველებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

ბიზნესმენი, კოპმანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამო გამომგზავრებას ვერ ახერხებენ, კერძო რეისით უფასო გამოფრენას სთავაზობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.„შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: დღეს, 3 მარტს 16:00 საათზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120-კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მუსკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23.30 საათზე). ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში. დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად, ვინც იმყოფებით მუსკატში და შეძლებთ დღეს 14:00-მდე აეროპორტში მოსვლას, გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს, ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე ‪+995 577 38 50 65‬) და უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში. მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მუსკატში, ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით.ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ. როგორც აღვნიშნე, რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით.ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, 23:00 საათზე მუსკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში. ყველას მშვიდობას გისურვებთ“, – აღნიშნავს წულაია.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს, არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა

აშშ არ აპირებს, ჩაერთოს კონფლიქტში, რომელიც წლების განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.„ის, რაც პრეზიდენტს აქვს განსაზღვრული არის ის, რომ მას არ სურს ქვეყანა ირანის ბირთვული იარაღისგან მხოლოდ მისი მეორე ვადის სამი-ოთხი წელი დაიცვას, მას სურს დარწმუნდეს, რომ ირანს ვერასდროს ექნება ბირთვული იარაღი და და ეს მოითხოვს ირანის რეჟიმის აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებას“, – განაცხადა ვენსმა.ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, როგორც რეჟიმი აცხადებს, არამედ ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად.„დონალდ ტრამპი არანაირად არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში აღმოჩნდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა“, – აღნიშნა ვენსმა.

მეუფე შიო – ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას

ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას. ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)მართლმადიდებლობის ზეიმზე მისალოც სიტყვაში განაცხადა.მეუფე შიომ ქადაგებისას 1990 წელს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარებაზე გაამახვილა ყურადღება.„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ძვირფასო მამებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს.დღეს ჩვენ ვზეიმობთ, რამეთუ ვართ საქართველოს ეკლესიის შვილები, საქართველოს შვილები, რომელიც მოაქცია მოციქულთა ქადაგებამ და ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ერი ინარჩუნებს ამ საოცარ, უმთავრეს და უდიდეს საუნჯეს, რაც ღვთისგან გვებოძა – მართლმადიდებელ სარწმუნოებას და დღესაც, თქვენი წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით, ჩვენი ერი ერთგულია მართლმადიდებელი ეკლესიისა.ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ საოცარ მოვლენას: 1990 წელს ღვთის წყალობით და თქვენი დიდი ღვაწლით, თქვენი დაუღალავი შრომით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია. ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, თქვენ ბრძანდებოდით კონსტანტინოპოლში და ყოვლადუწმინდესის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის მიერ გადმოგეცათ და თქვენი სახით ყველას, ჩვენ, მთელ საქართველოს ეკლესიას, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი.ეს იყო დიდი სიხარული, გამარჯვება მთელი ჩვენი ეკლესიისა; ეს იყო შედეგი, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი დიდი ღვაწლისა და დიდი ავტორიტეტისა.ამ დიდ მოვლენას, რომელიც ნამდვილად არის ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელი ჩვენი ერის და ეკლესიის ისტორიაში, წინ უძღოდა დიდი სამეცნიერო მუშაობა თქვენი და თქვენი თანამოსაგრე ადამიანებისა, მეცნიერებისა, სასულიერო პირებისა და ასევე, დიდი მუშაობა ეკლესიათაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით.სწორედ თქვენი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება კიდევ ის არის, რომ ამ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩვენი ავტოკეფალია არის უძველესი დროიდან.გილოცავთ კიდევ ერთხელ, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ამ დიდ მოვლენას. მინდა, შვილებრივი სიყვარულით მადლობა გადაგიხადოთ ამ დიდი ღვაწლისთვის. ჩვენ გვეამაყებით თქვენ; გვეამაყებით, როგორც ჩვენი სულიერი მამა; გვეამაყებით, როგორც წინამძღოლი, პატრიარქი და ერის მამა, ეთნარქი ნამდვილი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.ვევედრებით უფალს თქვენი ჯანმრთელობისთვის, თქვენი დღეგრძელობისთვის, თქვენი სულიერი სიმხნევისთვის და ჩვენი, ყველას – ჩვენი ეკლესიისა და ერის – გადარჩენისა და გაძლიერებისთვის“, - განაცხადა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები