პარასკევი, იანვარი 23, 2026

კახა კალაძე – ყველა იმ ძირეული რეფორმის უკან, რაც წარმატებით დავგეგმეთ და განვახორციელეთ, დგას სწორედ თბილისელების აქტიური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო კონფერენციას „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ დაესწრო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოში არსებული სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკა განიხილეს. ასევე იმსჯელეს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ჩართულობის წარმატებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე.

თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქში ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების ჩართულობის მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა იმ ძირეული რეფორმის უკან, რაც წარმატებით დავგეგმეთ და განვახორციელეთ დედაქალაქში, სწორედ თბილისელების აქტიური მხარდაჭერა და მათი ჩართულობა დგას. საბედნიეროდ, კომუნიკაცია, რომელიც ჩემს გუნდს, უშუალოდ მე მაქვს, იქნება ეს სხვადასხვა სოციალური პლატფორმა თუ პირისპირ შეხვედრები, გვაძლევს შესაძლებლობას, გავიზიაროთ მოსახლეობის რჩევები, მათი შენიშვნები, მოვუსმინოთ მათ, რადგან ყველაზე უკეთ მათ იციან საკუთარი ქალაქის თუ უბნის პრობლემები და საჭიროებები. ამ მიმართულებით, თბილისის მერიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: შეიქმნა ელექტრონული პორტალი – „შენი იდეა ქალაქის მერს“, სადაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტს სხვადასხვა ხედვა და პროექტი წარუდგინონ; ქალაქ თბილისის გამგეობებში ჩამოყალიბდა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან მუნიციპალიტეტის მოსახლეობისგან. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა; 2020 წელს თბილისის მერიის აქტიური მონაწილეობით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მომზადდა თბილისში პარკების ფორმირების პროცესში მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ კონცეფცია და გზამკვლევი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დღევანდელ კონფერენციაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“.

„პროექტი ხორციელდება საქართველოს ევროსაბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. მინდა, მადლობა ვუთხრა ევროსაბჭოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობისთვის. თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქისთვის უაღრესად საინტერესო, სასარგებლო და მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს გამოცდილების გაზიარებით, უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, რათა ისინი იყვნენ საზოგადოებრივად აქტიური, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩავრთოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, წავახალისოთ ახალგაზრდები, სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელები და უფრო აქტიური მონაწილენი გავხადოთ ისინი საზოგადოებრივ დებატებში“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

საერთაშორისო კონფერენცია ევროპის საბჭოს პროექტის – „მონაწილეობითი დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებშია ორგანიზებული, რომლის იმპლემენტაციას ევროპის საბჭოს დემოკრატიის გენერალური დირექტორატი და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი ახორციელებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჩართულობის სფეროს წარმომადგენლები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს – „როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, რეალური საფრთხეა გაერო და ნატო“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში გააზიარა პოსტი, რომელშიც კრიტიკული პოზიციაა გამოხატული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ნატო-სა და გაერო-ს მიმართ.„როდის მივხვდებით, რომ მტერი შიგნით არის? ჩინეთი და რუსეთი შესაშინებლად გამოიყენება, როდესაც რეალური საფრთხე გაერო, ნატო და ეს „რელიგიაა“. „რელიგიას“ ბრჭყალებში ვწერ, რადგან ეს რელიგია არ არის, ეს კულტია“, – აღნიშნულია პოსტში, რომელსაც დონალდ ტრამპი აზიარებს.

The Wall Street Journal: ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება

მილიარდერი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ამერიკულ პოლიტიკაში ბრუნდება და მზადაა 2026 წლის შუალედურ არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ კამპანია დააფინანსოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან სენატორობის კანდიდატს უკვე გამოუყო 10 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მისი დაძაბული ურთიერთობები გამოსწორდა.The Wall Street Journal-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ კვირებში მასკის პოლიტიკურმა გუნდმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა პოტენციურ ქვეკონტრაქტორებთან, რომლებიც ციფრული პროექტების განვითარებისა და შეტყობინებების გაგზავნის პროგრამებზე იმუშავებენ.როგორც გამოცემა იუწყება, 2024 წელს მასკმა თითქმის 300 მილიონი დოლარი დახარჯა ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ მხარდასაჭერად, რის გამოც ის აშშ-ის უმსხვილეს პოლიტიკურ დონორად იქცა. ახლანდელი დაახლოება, როგორც გამოცემა წერს, განიხილება, როგორც პრაგმატული ალიანსი, რომელიც მასკს შესაძლებლობას მისცემს შეინარჩუნოს გავლენის არხი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ხოლო თეთრ სახლს - ჰქონდეს წვდომა მის რესურსებსა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე.აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრიდან მაისამდე მასკი აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ტრამპის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ტრამპისა და მასკის ურთიერთობები გაფუჭდა.

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია

საფრანგეთის მთავრობამ უნდობლობის ორი ვოტუმი დაძლია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების მიზეზი მთავრობის მიერ 2026 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის პარლამენტის თანხმობის გარეშე გატარება იყო.პირველ ვოტუმს 269 დეპუტატმა დაუჭირა მხარი , თუმცა საჭირო 288 ხმა იყო. მეორე ვოტუმს, რომელიც ულტრამემარჯვენეებმა წარადგინეს, კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა.როგორც მედია წერს, რამდენიმე თვის განმავლობაში ბიუჯეტთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. პარლამენტში არცერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობა, ამიტომ ქვეყანა ჯერ კიდევ გასული წლის ბიუჯეტით მუშაობს.მედიის ცნობით, საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ თებერვლის პირველ ნახევარში ბიუჯეტი საბოლოოდ იქნება დამტკიცებული.

კახა კალაძე – მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა

შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.„ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა. აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი-ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ტელეკომპანია „პირველის“ კითხვაზე, რატომ არ მონაწილეობს მათ სატელევიზიო დებატებში, განაცხადა, რომ აქამდე აღნიშნული ტელევიზია მხოლოდ სიცრუის გავრცელებით შემოიფარგლებოდა.„ტელეკომპანია „პირველი“ დაკავშირებულია სიცრუესთან, სიყალბესთან. როდესაც დებატებზე ვსაუბრობთ, საუბარია ჯანსაღ საზოგადოებაზე. თქვენი ტელევიზია შემოიფარგლებოდა სიცრუით. ეს ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია ვთქვა. თქვენ სასამართლოც გაქვთ წაგებული სიცრუის გამო. მოგიწევთ, დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღურობაზე, რა გადაცემებსაც აკეთებთ. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.კახი კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – ვინ რა შემთხვევაში დაჯარიმდება

2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ის ნორმა ამოქმედდა, რომლის მიხედვით, ღამის საათებში, კერძოდ, 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის მაქსიმალური დასაშვები დონე არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბელს.აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობას შსს-ს უფლებამოსილი პირი დაკალიბრებული/ სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შეამოწმებს.

ბოლო სიახლეები