პარასკევი, მარტი 21, 2025

კახა კალაძე – საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს – უპირველესად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს „დიფ სთეითის“ დამარცხება, ამას ჩვენს ქვეყანაზე მაშინვე დავინახავთ

საქართველოს ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დარეგულირდეს – უპირველესად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს “დიფ სთეითის” დამარცხება, ამას ჩვენს ქვეყანაზე მაშინვე დავინახავთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებასთან დაკავშირებით საკუთარ დანაპირებს ბოლომდე შეასრულებს.

„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა “დიფ სთეითს” და მისი მთავარი ამოცანა არის “დიფ სთეითის” დამარცხება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით “გლობალურ ომის პარტიაზე”, მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მათ აქვთ ინტერესები. შესაბამისად, პირველი, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს “დიფ სთეითის” დამარცხება. ჩვენ ამას მაშინვე დავინახავთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ ის დაპირება, რაც გასცა “დიფ სთეითის” დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს“, – განაცხადა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბესარიონ ხარძიანი – ბესო ხარძიანის დაჭერის, შემდეგ ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლის დავალება მოდიოდა გია უდესიანისგან, მისი დავალებით მოქმედებდა გლდანის ციხის დირექტორიც, მეტსახელად „ქილერა“

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს.დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს. სხდომას ესწრება ხარძიანის შვილი ბესარიონ ხარძიანი.ბიზნესმენის შვილმა ისაუბრა 2011 წელს მამამისის დაპატიმრების და გლდანის ციხეში მისი წამების, არაადამიანური მოპყრობის, ასევე კუს ტბის წილების დათმობის ფაქტებზე.„ყველა სასამართლო და ინსტანცია მოგებული გვაქვს და დიდი ხნის დამტკიცებული გვაქვს ჩვენი სიმართლე. უნდა ითქვას, რომ დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან. ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა. გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე. ზედმეტსახელად „ქილერა“. არ ვიცი,  ეს სახელი როგორ შეარქვეს, მაგრამ უკვე ნათელია, ეს ზედმეტსახელი რომ გქვია, რისი გამკეთებელი ხარ. ის იყო ადამიანი, რომელიც ტყვიების გარეშე კლავდა ადამიანებს ციხეში, აწამებდა და ამის ბევრი ფაქტი გვაქვს. მათ შორის ჩვენს საქმეშიც დევს.გიორგი უდესიანის დავალებით ალექსანდრე მუხაძე მოქმედებდა, დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილს, რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოეყვანა თითო პატიმარი. ეს პატიმრები არ იყვნენ რა თქმა უნდა, შემთხვევით არჩეული. ციხეზე მუშაობდნენ ეს პატიმრები. დაავალეს ამ პატიმრებს ბესო ხარძიანის წვალება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გატეხვა და ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. პირადად ალექსანდრე მუხაძე, თუ ბესო ხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები. გიორგი უდესიანის მიზანი იყო, რომ დაახლოებით 15 აპრილამდე რაღაცები მოეგვარებინა. კუს ტბის წილები იძულების წესით მიეღო და ციხის მანქანა ჩართო. ის ადამიანები საკმაოდ კარგად ასრულებდნენ ამ ყველაფერს. წავიდა უკვე ზეწოლა ბესო ხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები, როცა ეძინა, თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვითომ საქმის გარჩევები. ასეთი ფაქტები იყო. შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ ამ ადამიანებს, რომ მიეღოთ კუს ტბაში შემავალი კომპანიის წილები, „კუს ტბა კალასა და კუს ტბა პალასში“.კარანტინის ნაწილში ორი კვირის განმავლობაში აწამებდნენ. ჯერ მარტო კარანტინში რომ ორი კვირა ხარ, უკვე წამებაა, თან იმდროიუნდელ გლდანის ციხეში, შემდეგ რომ გიმატებენ წიხლებს. გაგრძელდა სადღაც ივნისამდე. ეს წილები აპრილში გადაფორმდა. 16 თებერვალს მოხდა დაკავება. 15 აპრილამდე უნდა მომხდარიყო გადაფორმება, რაღაც დაგეგმილი ჰქონდათ ალბათ. მოკლედ ბესო ხარძიანზე მიდიოდა ზეწოლა“, – განაცხადა ბესარიონ ხარძიანმა.2015 წლის 28 მარტს ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია მოპედით დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. 9-წლიანი ძებნის შემდეგ ის საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს. სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში.

ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა

პაციენტების სასწაულ გარდასახვას ახდენს ეს კაცი. ალთან ვაროლი დაიბადა 12/11/1977 წელს ბულგარეთში, პლოვდივში ინფორმაციას სოციალურ ქსელში, „ემიგრანტები იტალიაში“ ჯგუფის ერთ-ერთი ადმინისტრატორი, ირმა ენდელაძე ავრცელებს.„2001 წელს დაამთავრა მარმარის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. დოქტორ ალთან ვაროლი იმავე წელს ჩაირიცხა ფაკულტეტის პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე.2007 წელს დაასრულა დისერტაცია სინოვიალური მიკროვასკულარიზაციის შეფასების შესახებ "Power Doppler"-ით და ულტრაბგერითი დეგენერაციული სახსრის მქონე პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ სახსრის დროებითი ართროსკოპია.ალთან ვაროლი მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად 2011-2016 წლებში.2021 წლიდან მსახურობს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის, პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებების და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.2010 წლიდან ჰიგიენურ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი ტექნოლოგიით, ათაშეჰირში, აწარმოებენ მომსახურებას ყბის დეფორმაციების კორექციას (ორთოგნატიური ქირურგია - ყურადღების მიქცევა), ყბის და სახის მოტეხილობების, დროებითი სახსრის დარღვევები და მკურნალობა, ძილის აპნოე, ტემპერამენტული და ტუმბოზური ერთობლივი ქირურგია.პირის ღრუს და ყბა-სახის დაავადებათა და ქირურგიის განყოფილებაში კარიერის განმავლობაში მან გააკეთა 8 პოსტერი, 21 ზეპირი პრეზენტაცია და 45 პუბლიკაცია.პროფ. დოქტორი ალთან ვაროლი არის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2014), ქალა-ყბა ქირურგიის ევროპული ასოციაციის (2011), სტამბულის სტომატოლოგთა პალატის (2010), ბალკანეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაციის (2010), ამერიკის ასოციაციის წევრი (2010). "cial Section Association" (2009-2016), ორალური და ყბა-სახის ქირურგიის საერთაშორისო ასოციაცია (2003) და თურქეთის პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგიის ასოციაცია (2001).მან მოიგო მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2003 წელს, მარმარის უნივერსიტეტის გამოცემის წამახალისებელი ჯილდო 2004 წელს და მარმარის უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციის გამოქვეყნებისთვის ჯილდო 2008 წელს“, - წერს ირმა ენდელაძე.

“ის, რაც გვესმის ტრამპის ადმინისტრაციისგან, სრულ თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლების ღირებულებებთან” – პაატა სალია

საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადასატვირთად მზადაა. საპარლამენტო უმრავლესობაში პოზიტიური მოლოდინები აქვთ და აცხადებენ, რომ ქართულ ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის ინტერესების თანხვედრაა."ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად მოხდება გადატვირთვა, ამას გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება, თუმცა ის თანხვედრა, რომელიც გვესმის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციიდან, პრეზიდენტს დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციისგან, სრულ თანხვედრაშია იმ ღირებულებებთან, იმ გზავნილებთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აგზავნის საკუთარი ამომრჩევლების მიმართ.ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ახლო პერიოდში შეიძლება ვნახოთ ამ კუთხით გარკვეული, პოზიტიური ცვლილებები," - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სალიამ.

გია ვოლსკი ოპოზიციაზე: ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება

ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშა, მათ არ იციან, მომავალში როგორ იმოქმედონ და ჯერჯერობით თავიანთი პატრონებისგან ინსტრუქციაც არ აქვთ.„ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეიყვანეს ამ ინსტრუქტორებმა, მასწავლებლებმა და სცენარის ავტორებმა ოპოზიციის საკმაოდ სერიოზულად დიდი ჯგუფი, რომელსაც უკვე ოპოზიციაც აღარ ეწოდება. ეს არის მავნებლების ჯგუფი, რომელიც ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება. პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშნენ, ფაქტობრივად, აუტსაიდერები გახდნენ და არ იციან, მომავალში როგორ იმოქმედონ, როგორ შეინარჩუნონ საკუთარი რენომე, ამიტომ უკანაც არ იხევენ იმ ბოროტი სცენარიდან, რომელიც ჰქონდათ თავიდან ჩამოყალიბებული. მათ ახალი ინსტრუქციაც არ გააჩნიათ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიმბოლურად, 21 ძირი ნერგი დარგეს. დარგვის აქციას ქუთაისის დღის ცენტრის - "ჯადოსნური სამყაროს" დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც შეუერთდნენ.

ბოლო სიახლეები