სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

კახა კალაძე – რა რევოლუციაზე, რა აჯანყებაზეა საუბარი, ჯერ გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად, მეორეც, ამის საფუძველი არ არსებობს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში აჯანყების არავითარი საფუძველი არ არსებობს, რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა და ხალხის უმრავლესობას ე.წ. რადიკალებისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვს. ამის შესახებ თბილისის მერმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ამჟამად ოპოზიციაში ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია მიმდინარეობს.

„დაწყებული აქვთ ერთმანეთზე გადაბრალების კამპანია. ჯერ აზეიმეს თავიანთი ამომრჩეველი, ატყუებდნენ, რომ თითქოს არჩევნებში გაიმარჯვეს. ჯერ მთელი კამპანიის განმავლობაში საუბრობდნენ იმაზე, რომ გამარჯვებული იყვნენ. თავიანთი ფალსიფიცირებული კვლევებით, ეგზიტპოლებით შეცდომაში შეჰყავდათ თანამოაზრეები და დღესაც იგივე გრძელდება. ნახეთ, სოციალურ ქსელებში ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს ბრალს სდებენ. ზოგადად, რევოლუცია ქვეყანაში ხდება მაშინ, როდესაც სიტუაცია მომწიფებულია, როდესაც არის უამრავი განაწყენებული ადამიანი. მაგალითად ავიღოთ 2012 წლამდე არსებული მდგომარეობა. იყო უმძიმესი სიტუაცია ყველა მიმართულებით. შეზღუდული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება; გვახსოვს, როგორ შედიოდნენ ციხეში ადამიანებთან, ქონებას ართმევდნენ, სახელმწიფოზე ან თავიანთ კომპანიებზე აფორმებდნენ, ციხეებში უსწორდებოდნენ პატიმრებს. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია, თავისუფლება, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ბიზნესი თავისუფალია. რა რევოლუციაზე, რა აჯანყებაზეა საუბარი?! ჯერ გვარამიას აჯანყება არ გაიშვა არსად; მეორეც – ამის საფუძველი არ არსებობს, განწყობები არ არის. ის რამდენიმე ადამიანი, ვინც არის, არის ილუზიაში, რეალობას მოწყვეტილი, თავის სოციალურ ქსელში საკუთარი „ბაბლი“ ჰყავთ და ამით განსაზღვრავენ, ამით უნდათ დაიჯერონ და დააჯერონ სხვებსაც, რომ ქვეყანაში არის სხვა განწყობა. რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა. ხალხს უნდა მშვიდობა, სიმშვიდე, თავისუფლება, დემოკრატია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. ის, რასაც ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, ერთი და იგივე ადამიანები, ერთი და იგივე სახეებია. ეს რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას მეტის გაკეთება არ შეუძლია და მათ მაქსიმუმს უკვე არჩევნებში მიღებული შედეგის სახით მიაღწიეს.

„არ ვიცი, რა მაქსიმუმზეა ლაპარაკი. მაქსიმუმი მათ გააკეთეს არჩევნებში. მე უბრალოდ წარმოუდგენელი მგონია ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ამ რადიკალებს ჰქონდათ. ერთმანეთზე გადაბრალება მიდის, რა გეგმაზეა საუბარი. ხალხის გარკვეულმა რაოდენობამ მხარი დაგიჭირა? კეთილი ინებე, შებრძანდი პარლამენტში და გააკეთე შენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან. ესენი არიან დაჯგუფება, რომელიც ებრძვის სახელმწიფოებრიობას, იმართებიან გარედან და რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთონ, ისე უნდა იმოქმედონ. ისინი თავიანთ თავს არ ეკუთვნიან. ეს არის დღევანდელი რეალობა და მოცემულობა. დააკვირდით მათ განცხადებებს, ქმედებებს, არ არიან ჩამოყალიბებული. ყოველთვის ელოდებიან, უცხოეთიდან რას ეტყვიან, როგორ უნდა იმოქმედონ და ა.შ.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ანრი ოხანაშვილი: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს უწყებაში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანა იქნება, რომ მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად და დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანრი ოხანაშვილი: „ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, რომ ვიმუშავებ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, უყვართ სამშობლო და...

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა  პოზიციაზე წარდგენისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა დეპუტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. „მსურს, მადლიერება გამოვხატო ჩემი ამ პოზიციაზე წარდგენისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და რომ ვიმუშავებ ჩვენს სამთავრობო გუნდთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, რომლებსაც უყვართ ჩვენი სამშობლო და რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.  ამ მხრივ განსაკუთრებული როლი გაქვთ პარლამენტის წევრებს და შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იქნება თქვენთან მუშაობა. ის გამორჩეული გამოცდილება, რომელიც თქვენთან ერთად შევიძინე, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველი იქნება“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი 25 ნოემბერს წარადგინა.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბოსნია დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში ასპარეზობა მოგებით დაიწყო. ლავრენტი დავითაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ნინო ბუხრიკიძემ, შეტევა კი გოლით კესო მეტონიძემ დააგვირგვინა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 19-წლამდე გოგონებმა პირველი მატჩი მოიგეს. ჩვენი ჯგუფის მეტოქეებიდან უელსმა ლიეტუვა 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩში 29 ნოემბერს უელსს დაუპირისპირდება, ხოლო 2 დეკემბერს – ლიეტუვას. ორივე მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. პირველი რაუნდის შემდეგ A ლიგაში B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.

რატი იონათამიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატზე და მის თვისებებზე საუბრობს.მისი თქმით, კანდიდატი უნდა იყოს პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი."მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობაზე, თუმცა შემიძლია ვთქვა კრიტერიუმები, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი და პროფესიონალი და პატრიოტი. ამ თვისებებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც ადამიანი პროფესიონალია, პატრიოტია და თან პატიოსანი, მან კარგად იცის ეროვნული და ტრადიციული ღირებულებები, ასეთი ადამიანი სახელმწიფოებრივად აზროვნებს. რაც ჩამოვთვალე, ამის საპირისპიროა ჩვენი ბოლო პრაქტიკა და გამოცდილება, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე თავზე იხევს კონსტიტუციას. ის ცდილობს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას და შემდეგ ისევ სახელმწიფოს სახელით გველაპარაკება,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ბოლო სიახლეები