ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025

კახა კალაძე: პირობა დავდე, რომ არცერთი სამშენებლო სამუშაო არ განხორციელდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე

პირობა დავდე, რომ არცერთი სამშენებლო სამუშაო არ განხორციელდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისი თქმით, არ იყო სასიამოვნო, როდესაც წლების განმავლობაში ვხედავდით სკვერებისა და პარკების ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს.

„ურბანული პოლიტიკა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, როდესაც წლების განმავლობაში სკვერებისა და პარკების ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს ვხედავდით და ძირითადად ეს იყო საცხოვრებელი კორპუსები. ასევე ხდებოდა სტადიონების ადგილზე. ეს მიდგომა და დამოკიდებულება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და თბილისელებისთვის ჩემი საარჩევნო დაპირება 2017 წელს, როდესაც კამპანიაში ვიყავი ჩართული, ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება. პირობა დავდე, რომ არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ განხორციელდებოდა სკვერების, რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ, პირველი რაც მოვაწესრიგეთ, ეს ქაოტური განაშენიანება იყო, რაც ქალაქში ხდებოდა და რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, შევაჩერეთ. მივიღეთ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება ქალაქის განვითარება. მინდა, მადლობა გადავუხადო გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სანამ დედაქალაქის მერი ვარ, ამ ქალაქში ვერავინ გაბედავს რეკრეაციული სივრცეებისა და სტადიონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენებას. ჩვენ რა თქმა უნდა, მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, ყველანაირად შევუწყობთ ხელს და დავეხმარებით, იმიტომ, რომ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს სამშენებლო სექტორს, მაგრამ ქალაქის განაშენიანება უნდა მოხდეს გენერალური გეგმის ფარგლებში და ურბანულად სწორად დაგეგმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვილი სანიოლი-საქართველოს ნაკრებში საფეხბურთო ქიმია გამქრალია — დროა ისტორიის ღირსეული დასრულების

მატჩის შემდეგ, ცხელი ემოციების დროს რთულია ყველაფრის სწორად აღქმა და გადმოცემა, თუმცა ამ დროსაც კი გვაქვს კითხვები, რომლებზეც პასუხი აუცილებლად მისაღებია.ახალ ციკლში ნათლად ჩანდა, რომ ჩვენი ნაკრების თამაში ბევრ კითხვას აჩენდა, თუმცა ბოლო მატჩის შემდეგ, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარაა, კითხვები კონკრეტულად ბოლო მატჩიდან.1. ბოლო წლების ყველაზე შემტევი პოტენციალის საქართველოს ნაკრები გააზრებულ შეტევას ვერ აკეთებს2. 173 სმ სიმაღლის ოთარ კიტეიშვილს სტანდარტულებზე 190 სმ მერიჰ დემირალის აყვანა დაავალეს. 3 მცდელობიდან თურქმა სამივეჯერ კარში დაარტყა, ორჯერ გაიტანა3. როგორც გუშინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვიკითხე, ბოლო მატჩებში ვილიმ მარცხენა მცველის პოზიციაზე პოზიციით მარცხენა მცველის გარდა რამდენიმე სხვა პოზიციის მოთამაშე გამოიყენა. განაცხადში ერთადერთი მარცხენა მცველი, ირაკლი აზაროვი იყო, რომელსაც 1 წუთიც არ მიეცა.არ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფეხბურთელებზე, ვისაც რა პოზიციაზე დააყენებენ, ისინი მაქსიმალურის გაღებას ცდილობენ, თუმცა მარცხენა მცველის არყოფნაში ხვიჩა კვარაცხელიას შემტევ პოტენციალს ვანახევრებთ.4. ახალ ციკლში საფეხბურთო ქიმია გუნდსა და მწვრთნელს შორის გამქრალია. ცეცხლოვანი მუხტი ჩვენს თამაშსა და შეტევებში გაქრა.მადლობელი ვართ იმ ისტორიისთვის, რომელიც ამ სამწვრთნელო შტაბმა ჩვენი ქვეყნისთვის დაწერა, თუმცა ამ დაკარგული საფეხბურთო ენის ფონზე, ვფიქრობთ, ორივე მხარისთვის აჯობებს ისტორიის დასრულება. ისტორიის, რომელიც ოდესღაც ყველგან სრულდება.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მხარს უჭერს პენტაგონის ახალ წესებს, რომლებიც მედიის მუშაობის შეზღუდვას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს პენტაგონის ახალ წესებს, რომლებიც ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს.„მედია ძალიან არაკეთილსინდისიერია“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა პიტ ჰეგსეტს და აღნიშნა, რომ მას ასევე შეუძლია, მედიის წარმომადგენლების თეთრი სახლიდან გაყვანა, თუ ამას მოისურვებს.აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ წესები საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად და ჟურნალისტების პენტაგონში „ხეტიალის” თავიდან ასაცილებლად მიიღეს. საუბარია ომის დეპარტამენტის ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც ჟურნალისტებს სექტემბრის ბოლოს გაუგზავნეს. ახალი წესები ჟურნალისტებს უკრძალავს თანმხლები პირისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე პენგატონის შენობის დიდ ნაწილში გადაადგილებას. ამასთან, თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უფლება ეძლევა, ჩამოართვას ჟურნალისტებს აკრედიტაცია, თუ ისინი საიდუმლო ინფორმაციას მოითხოვენ, რომლის გამოქვეყნებაც არ არის ნებადართული.

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

რწმენით განკურნება რომ შესაძლებელია, ეს მორწმუნემ იცის. მრავალი წელი იტანჯებოდა ქალი სისხლდენით, მაგრამ მაცხოვარს, კალთაზე, რწმენით შეეხეო თუ არა, მაშინვე განიკურნა. შენმა რწმენამ განგკურნაო, ეუბნება მას იესო. ამდენად რწმენით მიღებული ნაკურთხი წყალი, წასმული ზეთი და წმინდა ნაწილებთან მიახლება - გვკურნავს.ამონარიდი სქიმარქიმანდრიტი ვიტალის (სიდორენკო) წერილიდან, სადაც იგი განკურნების ასეთ მეთოდს იძლევა:„დილით ადგომის დროს ერთხელ თქვას – „მამაო ჩვენო“ და ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ,“ ერთი მეტანია, ჩაის კოვზით ნაკურთხი წყალი მიიღოს. საღამოს ძილის წინ: ერთხელ – „მამაო ჩვენო“, ერთხელ – „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ“, ერთი მეტანია, ნაკურთხი ზეთი იცხოს მტკივნეულ მკერდზე, თან თქვას: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.“ ასე გააკეთოს 40 დღის განმავლობაში და კარგად იქნება.ეს ყველა ავადმყოფობის წამალია, – ამბობდა იოანე კიეველი, როდესაც ადამიანებს ასწავლიდა, როგორ უნდა შეენარჩუნებინათ ჯანმრთელობა.“

„ახალი სისტემა სრულად 2026 წლის 10 აპრილს ამოქმედდება…“ – სიახლე ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის

ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების შესვლისა და გასვლის ახალი სისტემის (EES) ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. ახალი რეგულაცია ელექტრონულ რეგისტრაციას ითვალისწინებს, რაც მიზნად უსაფრთხოების გაუმჯობესებას და დანაშაულთან ბრძოლის გააქტიურებას ისახავს.სისტემა პასპორტში შტამპების ჩარტყმის ჩანაცვლებას ბიომეტრიული მონაცემების გულისხმობს, მაგალითად, თითის ანაბეჭდის, სახის გამოსახულებისა და სხვა სამოგზაურო ინფორმაციის ციფრულ ფორმატში შენახვით.ახალი სისტემა სრულად 2026 წლის 10 აპრილს ამოქმედდება.

ელინა ვალტონენი – თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, ფინეთის დროშასაც, რაც მთავარია, საქართველოს დროშას

მე ვარ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. აქ მშვიდობიანი დემონსტრაცია იმართება, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს.ელინა ვალტონენის თქმით, აქციაზე იქ მყოფი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა.„ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშასაც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს ელინა ვალტონენი.ეუთო-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოსთან აქციაზე მივიდა და შეკრებილებს გაესაუბრა.საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, სადაც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება. 

ბოლო სიახლეები