ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

კახა კალაძე – პირობა დავდე, რომ 4 წლის განმავლობაში სასიკეთო საქმეებს გავაკეთებთ და მარგინალური „ნაცმოძრაობა“ მასზე ისაუბრებს, ამ დაპირებას ვასრულებ

მოსახლეობასთან დავდე პირობა, რომ 4 წლის განმავლობაში გავაკეთებთ ბევრ სასიკეთო საქმეს და მარგინალური პოლიტიკური პარტია „ნაცმოძრაობა“ ილაპარაკებს ამ საქმეებზე. მე ამ დაპირებას ვასრულებ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად სწორად შეირჩა ის ორი კომპანია, რომელიც გუდიაშვილის მოედანზე სამშენებლო პროცესს განახორციელებს.
კახა კალაძის თქმით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ კომპანიების შერჩევის პროცესს არა საკრებულოს ოპოზიცია, არამედ მარგინალური „ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებდა.
„დააკვირდით უბრალოდ, რაც მე და ჩემ გუნდს მოგვეცა უფლებამოსილება და დავიწყეთ რეფორმების განხორციელება, ყველა რეფორმაზე, რომელსაც საზოგადოებაში აქვს ძალიან მაღალი შეფასება, მარგინალური პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ყოველთვის რაღაც სისულეებს საუბრობს ამ საქმიანობასთან დაკავშირებით. როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდი, მაშინ მოსახლეობასთან დავდე პირობა, რომ ჩვენ მთელი ოთხი წლის განმავლობაში გავაკეთებდით ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს ქალაქისათვის და ეს მარგინალური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ილაპარაკებს ამ საქმეებზე და მე ამ დაპირებას ვასრულებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქისა მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, რომელიც ჩართული იყო გუდიაშვილის მოედანის შენარჩუნებისა და დაცვის პროცესში. კალაძის თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტში „იკომოსი“, „ტფილისის ამქარი“, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები იყვნენ ჩართული.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, რაზეც წლების განმავლობაში მიდიოდა საუბარი. უკვე იწყება ამ სამუშაოების განხორციელება. პროექტის დაწყების ოფიციალური ცერემონია რამდენიმე დღეში გაიმართება, თუმცა სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. პროექტში ხელოვნებათმცოდნეებისა და არქიტექტორების შენიშვნები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული. სწორედ ამის გამო სამუშაოების დაწყება დროში გაიწელა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას.მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირანის ელჩი: რწმენისა და ერთობის სიმბოლო წავიდა- საქართველო დიდ სულიერ წინამძღოლს ემშვიდობება

,,რამდენიმე წუთის წინ ღრმა მწუხარებით შევიტყვე საქართველოს სულიერი წინამძღოლის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი; პიროვნება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გარდამავალი პერიოდის რთულ წლებში, სიბრძნითა და მოთმინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირების შენარჩუნებაში. ირანელი ხალხისთვისაც მისი სახელი უკავშირდება რელიგიათაშორის და ცივილიზაციათაშორის მეგობრობასა და დიალოგს. მისმა ისტორიულმა ვიზიტმა ირანში და შეხვედრამ ირანის ისლამური რესპუბლიკის აწ მოწამეობრივად აღსრულებულ სულიერ ლიდერთან, აიათოლა სეიედ ალი ხამენეისთან, აგრეთვე გულთბილმა შეხვედრებმა ირანში მცხოვრებ ქართველებთან, ორი ერის კულტურულ და სულიერ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალა; ფურცელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, რწმენასა და საერთო ადამიანურ მემკვიდრეობაზე. ილია მეორე დარჩება საქართველოს ისტორიულ მეხსიერებაში როგორც რწმენის, იდენტობისა და ურთიერთთანადგომის ხმა. ამ მძიმე დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და მის ყველა გულშემატკივარს. ვევედრები უზენაესს, რომ დიდი სულიერი წინამძღოლის სულს საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდროს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია მეორის ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებით. მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი, წარუშლელ კვალს ტოვებს“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩეხეთის ელჩი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მარადიული იყოს მისი ხსოვნა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხსა და ყველა ჩემს ქართველ მეგობარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო. მარადიული იყოს მისი ხსოვნა! ბოლოს მასთან შეხვედრის პატივი 2023 წლის 6 დეკემბერს მქონდა“, – წერს საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

თურქეთის საელჩო – ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საქართველოში თურქეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები