ორშაბათი, ივნისი 2, 2025

კახა კალაძე – ნუ გექნებათ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაც თუ ევროპელია და რაღაცას იტყვის, ეს 100-პროცენტიანი ჭეშმარიტებაა, ეს ასე არ არის

საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიმე დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს და არა იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს.

„ურთიერთობების დალაგება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს დაემონო. ბევრჯერ მითქვამს და კარგი იქნება თუ ამას გაიაზრებთ – საქართველო არ არის ვიღაცის ან რომელიმე დიდი ქვეყნის უკანა ეზო. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩემმა, თქვენმა, ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს; სისხლი დაღვარეს იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა და არ ვყოფილიყავით დამოკიდებული იმაზე, რომ რომელიღაცა დიდი ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა, რაღაცას გვიბრძანებს და ის უნდა გავაკეთოთ თავდახრილმა. ნუ გექნებათ ის დამოკიდებულება, რომ ვიღაც თუ ევროპელია და რაღაცას იტყვის, ეს 100%-იანი ჭეშმარიტებაა. არ არის ეს ასე. პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზად არის.

„კიდევ ერთხელ ვამბობთ, საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება მზადაა, რომ მოხდეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა; ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან და ეს იყოს ნამდვილი, პარტნიორული, მეგობრული. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, აშშ-სთვისაც, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ურთიერთობების ნორმალიზების საწყისი ეტაპი, თბილისის მერი პასუხობს, რომ პირველ რიგში, მაღალი თანამდებობის პირებმა საქართველოსთან მიმართებაში სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებების კეთება უნდა შეწყვიტონ.

„მარტივია – დამოკიდებულების შეცვლა საქართველოს მიმართ. არ არის სწორი, როდესაც ავრცელებ ცრუ ინფორმაციას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, რაც მოვისმინეთ თუნდაც რამდენიმე დღის წინ ევროპის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. ამის შეცვლა გვინდა და ისეთი დამოკიდებულება, რომ ყველამ გაიგოს – საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფერს – ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ვინც არ უნდა იყოს ის“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო

რუსეთმა უკრაინისგან სამშვიდობო მემორანდუმის კიევის ვარიანტი მიიღო. ამის შესახებ მედიას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ მედინსკიმ განუცხადა. მედინსკი უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.როგორც რუსული მედია წერს, მემორანდუმი რუსეთს უკრაინულ და ინგლისურ ენებზე გადაეცა .„რუსეთის დელეგაციამ ადრე მიიღო უკრაინისგან მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მემორანდუმის მისი ვარიანტი. ჩვენ გავუმკლავდით. ჩვენს დელეგაციაში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან განსხვავებული ენები. სხვათა შორის, ორი მათგანი თავისუფლად ფლობს იაპონურს“,- აღნიშნა მედისნკიმ.ცნობისთვის, რუსეთის დელეგაცია მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ სტამბოლში უკვე ჩავიდა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსული მედიის ცნობით, საუბრისას განიხილეს უკრაინაში არსებული სიტუაცია.როგორც მედია წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, „მხარეებმა განიხილეს უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული სიტუაცია“.რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით, რუბიომ თანაგრძნობა გამოხატა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო. ამასთან, სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერ აღნიშნული დიალოგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.ცნობისთვის, რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, ბრიანსკის ხიდი მაშინ ჩაინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. შემთხვევის შედეგად 69 ადამიანია დაშავებული.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ეროვნულ საარჩევნო კომისიზე დაყრდნობიით ავრცელებს.ბიულეტინების 100 %-ის დათვლის შემდეგ, არჩევნების საბოლოო შედეგები ასეთია – ნავროცკიმ, რომელსაც მხარს ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს, ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტშასკოვსკიმ 49.1 პროცენტი.როგორც პოლონური მედია წერს, ტშასკოვსკის გამარჯვებისთვის 369,452 ხმა სჭირდებოდა.მანამდე, Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, არჩევნებში ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი ლიდერობდა, ხმათა 50,3 პროცენტით.პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოპერაცია, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერაციას, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, „ბრწყინვალე შედეგად“ აფასებს. მისივე თქმით, ეს ოპერაცია ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა.ზელენსკის განცხადებით, მან  მოისმინა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილ მალიუკის ანგარიში აღნიშნულ ოპერაციაზე.„აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგი. უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე დაგეგმვიდან ეფექტური განხორციელებამდე. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ მოვყვებით ახლა, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც ზუსტად ისტორიის სახელმძღვანელოებში იქნება“, – აღნიშნავს ზელენსკი.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა დეტალებზეც და აღნიშნა, რომ ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა გამოყენებული, ხოლო ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოლქში, „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა.„ყველაზე საინტერესო და ახლა უკვე შეიძლება, ღიად ითქვას – ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე, უშუალოდ რუსეთის „ფეესბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა, მათ ერთ-ერთ ოლქში. ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩართული. შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები მუშაობდნენ.  დაზიანდა სტრატეგიული კრეისერული რაკეტების მატარებელთა 34 პროცენტი, ბაზირების აეროდრომებზე. ჩვენი ხალხი მოქმედებდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში – სამ საათობრივ ზონაში. ჩვენი ადამიანები ოპერაციამდე რუსეთის ტერიტორიიდან გამოვიყვანეთ. ისინი, ვინც დაგვეხმარნენ, ახლა უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ავარია გორში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია მოხდა გორში - სტალინისა და თამარ მეფის გამზირების გადაკვეთაზე. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.მათივე ცნობით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი და დამტვრეულია სამი მანქანა.

ბოლო სიახლეები