ორშაბათი, ივნისი 30, 2025

კახა კალაძე – მოსახლეობას დავპირდი, რომ უსახლკარო სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი საცხოვრისით დაკმაყოფილდებოდა და ეს დაპირება ოქტომბრამდე შესრულდება

ჩვენ არასდროს დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა ისე განვავითაროთ, რომ რაც  შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ქვეყანაში, ვისაც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ საზოგადოებას 2018-2025 წლებში თბილისის მერიის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„თბილისის მოსახლეობამ 2017 წლიდან დაგვიჭირა მხარი, გვენდო და დღესაც აგრძელებს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტებისა დარეფორმების განხორციელების დროს, რაც ჩვენი დედაქალაქის მომავლისთის მნიშვნელოვანია.  ყველა პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება, მიმართულია იმისკენ, რომ ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა თავი იგრძნონ კომფორტულად, თუმცა, ყველაზე მთავარი არის ადამიანი. ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია, არის სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. ადამიანებზე ზრუნვა კი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ჰქონდა ანგარიში, სადაც  ისაუბრა, თუ რა გავაკეთეთ 2012 წლიდან დღემდე, როგორია პროგრესი ეკონომიკური თვალსაზრისით თუ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. აბსოლუტურად ყველა დარგში გვაქვს წინსვლა. თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და ჩვენ ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ბატონმა ირაკლიმაც ისაუბრა, როგორია გუნდის ხედვა და რა გაკეთდება  მომავალში იმისთვის, რომ ყველა პრობლემა მოგვარდეს. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ არასდროს დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ. მთავარია, ქვეყნის ეკონომიკა ისე განვავითაროთ, რომ რაც  შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ქვეყანაში, ვისაც ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა დასჭირდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

პრეზენტაციაზე კახა კალაძემ ისაუბრა უსახლკაროთა რეგისტრაციის, საცხოვრებელი ფართების დაკანონებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულების პროგრამების შესახებ, რომელსაც მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს.

აქვე, კახა კალაძის ინფორმაციით, 2018 წლისთვის დედაქალაქში 400-მდე უსახლკარო ოჯახი იყო აღრიცხული. მიმდინარე წლის ოქტომბრამდე კიყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით.

„რაც შეეხება უშუალოდ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება, ჩვენ უამრავ ადამიანს შევუნარჩუნეთ სიცოცხლე. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, რომ არავის არასდროს დასჭირდეს იმ პროგრამებში ჩართვა, რაც მუნიციპალიტეტს აქვს. აქვე მადლობას ვუხდი ჩვენსყველა თანამშრომელს, ვინც ზრუნავს თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა დარგის სპეციალისტებსაც, რადგან მათი მხარდაჭერის გარეშე ამ პროგრამებს ვერ განვახორციელებთ.

2021 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ უსახლკარო ადამიანების პრობლემას მოვაგვარებდით. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე 400-მდე ადამიანი გვყავდა. უსახლკაროთა რეგისტრაციისა და მათი თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და ოქტომბრამდე ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა. ადამიანები ათეული წლები ცხოვრობდნენ სახლებში, რომლებსაც ვერ იკანონებდნენ. ჩვენ 2017 წელს ამ ოჯახებს მივეცით პირობა და ასეულობით მილიონობით ქონება, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, უკვე ამ ადამიანების საკუთრებაშია გადაცემული. კოოპერატიული ბინათმშენებლობებიც ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემა იყო, რომელიც ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა. ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვართ ის გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოგრამების გარდა, დამსწრე საზოგადოებას, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად მოწესრიგებულია და რაც ყველაზე მთავარია, ბაღები არის უფასო.

„რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღებს, ყველა ხედავთ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ, როგორი ინფრასტრუქტურა, როგორი კვება და სისუფთავეა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი შვილები პირვანდელ განათლებას ყველანაირად მოწესრიგებულ გარემოში უნდა იღებდნენ. შემიძლია დავიტრაბახო, რომ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებს არაფრით ჩამოვუვარდებით ამ მიმართულებით. აქაც გვაქვს გამოწვევები, ძველ შენობებს რეაბილიტაციას ვუტარებთ და ძირითადად ახალ ბაღებს ვაშენებთ. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ დღეს საბავშვო ბაღები არის უფასო. წლების განმავლობაში იყო ფასიანი, რაც ოჯახებისთვის ფინანსურად დიდ ზეწოლას წარმოადგენდა“,  – აღნიშნა კახა კალაძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტის,პარლამენტის, დედაქალაქის მთავრობის წევრები და დარგის სპეციალისტები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იოჰან ვადეპული – უკრაინის გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია

უკრაინის გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ შეუქცევადია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.„ნატო-ს სამიტზე, საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს, ხაზი გავუსვი, რომ უკრაინა ნატო-სკენ შეუქცევად გზაზეა და გერმანია ადასტურებს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვადეპულმა.მისივე თქმით, ეს ასევე ეხება უკრაინის მისწარაფებებს ევროკავშირთან დაკავშირებითაც.„იმედი გვაქვს, რომ დანიის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირველი მოლაპარაკებების კლასტერი გაიხსნება“, – განაცხადა ვადეპულმა.როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გერმანია ოპტიმისტურად არის განწყობილი.თავის მხრივ, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ვადეპულს სიგნალისთვის, „რომელიც დიდი ხანია და შესაძლოა არასდროსაც, არავის გაუგია გერმანიის მხრიდან“.„ნატო-ს სამიტის დროს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის მინისტრის დონეზე გამართული შეხვედრისას, გერმანულმა მხარემ განაცხადა, რომ მიაჩნია, უკრაინა ალიანსში უნდა იყოს და ეს მთელი ევროპის ინტერესებშია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ მხარდაჭერის შესაბამისი სიგნალებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

„ფაინენშალ თაიმსი“ – პუტინი ცდილობს უკრაინის ქალაქ ოდესის ხელში ჩაგდებას, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას

პუტინი ცდილობს უკრაინის ქალაქ ოდესის ხელში ჩაგდებას, რათა უკრაინას მთავარ პორტზე წვდომა ჩამოართვას, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს არ სჯერა, რომ რუსეთი მზადაა, დათანხმდეს უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტას. მაღალი რანგის ოფიციალურ პირის თქმით, პუტინი მიიჩნევს, რომ ოდესა „ისტორიულად რუსული ქალაქია“.ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინისთვის ამ ქალაქის ხელში ჩაგდება უკრაინის წინააღმდეგ ომის მთავარი მიზანია. გამოცემამ აღნიშნა, რომ ჰააგაში ნატო-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ მოკავშირეები შეთანხმდნენ თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, რაც ამცირებს დაძაბულობას ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის.გარდა ამისა, გამოცემამ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ კარგად ჩაიარა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დიპლომატიურად უკეთეს მდგომარეობაშია, გამოცემის აზრით, ომში მისი მდგომარეობა, როგორც ჩანს, უარესდება.როგორც გამოცემა წერს, ნატო-ს ზოგიერთი ლიდერი შიშობს, რომ ფრონტზე ვითარება შემოდგომაზე, შეიძლება, სერიოზულად გაუარესდეს. ამასთან, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალები რესურსების ამოწურვის ზღვარს უახლოვდებიან, თუმცა, რუსეთი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეძლებს ოპერაციების ამჟამინდელი დონის შენარჩუნებას, ხოლო უკრაინამ, შესაძლოა, ექვსი თვის განმავლობაში მიაღწიოს თავისი შესაძლებლობების ზღვარს, თუ მნიშვნელოვან სამხედრო მხარდაჭერას არ მიიღებს.გარდა ამისა, გამოცემაში აღნიშნულია, რომ უკრაინას პრობლემები აქვს ჯარისკაცების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.

ანა ბუჩუკური-ნაცების და ოცნების მპოსტავები ერთნაირად აჟიტირებულები ელოდებიან გახარიას ციხეში ხილვას, მე მათ ვეტყვი- ვერ ეღირსებით!

შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით განაცხადა.ბუჩუკურის თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ იღებს არჩევნებში მონაწილეობას და ვერანაირი შანტაჟი ამ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.„ელენე ხოშტარიას ვუსურვებ ჯანმრთელობას და გამძლეობას, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა ადამიანისთვის ფიზიკურად და მოვუწოდებ, შეწყვიტოს შიმშილობა. შიმშილობა ოპოზიციის წინააღმდეგ, რბილად რომ ვთქვა, არის გაუგებარი, მე უფრო უხეშ სიტყვას არ გამოვიყენებ, რადგან ადამიანი შიმშილობს. შიმშილობა, რათა ოპოზიცია აიძულოს რაღაც ქმედებისკენ ან ქმედებისგან თავის შეკავება აიძულოს, არათუ ასუსტებს რეჟიმს, არამედ რეჟიმს ეხმარება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის გაუგებარი აქტი, მით უფრო იმ პარტიების წინააღმდეგ შიმშილობა, რომელთა ლიდერების ნაწილი საპატიმროშია, ან, მაგალითად, გახარიას შემთხვევაში, 15-20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ჩვენი გუნდის პოზიცია პირველი დღიდან არის, რომ ჩვენი პარტია იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვერავის მხრიდან ვერანაირი შანტაჟი ჩვენს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს“, – აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება და უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „მთის მდგრადი განვითარების სწავლება - მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ფორუმს, რომელიც „საქართველო - I2Q - ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF)“ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით", ფარგლებში გაიმართა, ესწრებოდნენ: მილანის უნივერსიტეტის პროფესორები: ანა გიორგი, სტეფანო კორსი, მატეო ვიზზარი, სილვანა მატელიო. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთიანირეგიონების პრობლემების კვლევის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი, აკადემიკოსი კობა არაბული და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური.ფორუმი, რომლის თემატიკაა მდგრადი განვითარების მიზნები, განათლება და გლობალური მიზნების ოქროს სტანდარტი (GOLD STANDARD FOR THE GLOBAL GOALS), მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO) მხარდაჭერით ჩატარდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა.„მესამე ათასწლეულის გამოწვევების ფონზე, როცა გლობალური კლიმატის ცვლილებები და ბუნებრივი რესურსების ამოწურვა ჩვენგან ახალ ხედვებსა და ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს, გამორჩეულად მნიშვნელოვანია ისეთი სამეცნიერო პლატფორმების შექმნა და მხარდაჭერა, როგორიცაა დღევანდელი ფორუმი – „მთის მდგრადი განვითარების სწავლება – მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ინოვაციური მიდგომები აკადემიურ სივრცეში“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ ფორუმის ჩატარება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე მოვლენაა. იგი ხაზს უსვამს ჩვენს უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, მიმდინარე იმ ღრმა პროცესებს, რომლებიც მიზნად ისახავენ საგანმანათლებლო და კვლევითი კომპონენტების გლობალურ განვითარების დღის წესრიგთან ინტეგრაციას. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წვლილი ფორუმის ორგანიზებასა და კონცეფციის ჩამოყალიბებაში. სწორედ ეს ფაკულტეტი ქმნის სივრცეს, სადაც მეცნიერება, განათლება და პრაქტიკა პასუხობს ქვეყნისა და მთიანი რეგიონების განვითარების საჭიროებებს. ფორუმი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის რათა იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მდგრადი რესურსების მართვა, ეკოსისტემების დაცვა, კლიმატური ადაპტაცია და განათლების როლი ამ პროცესებში. მადლობას მოვახსენებ თითოეულ მონაწილეს, ორგანიზატორსა და მხარდამჭერს – თქვენი წვლილი გადამწყვეტია ჩვენი საერთო მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფორუმი რამდენიმე სექციად ჩატარდა და მასზე წარდგენილი იყო 40-ზე მეტი ნაშრომი.

ბოლო სიახლეები