პარასკევი, ივნისი 6, 2025

კახა კალაძე – მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს

მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი, ვინ გაიმარჯვებს, – ასე პასუხობს ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

დედაქალაქის მერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.

„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულა წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფით დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის საინტერესო არ არის და დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.

„„ნაციონალური მოძრაობა“ არის რადიკალური დაჯგუფება. მათი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, დაწყებული გაქვს მზადება საარჩევნოდ. დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი გამოწვევა, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ზოგადად, ოპოზიცია არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, თუმცა ისინი იყვნენ წლების წინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ პარტიასთან. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა, რომ გავაანალიზოთ ინდივიდუალურად, ვინ ვინ არის და რა წარსულის მქონეა, მივდივართ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – იმ ბინძურ და კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანის სათავეში. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა – სტიქიის შედეგები იკვლევა

ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა ხუთშაბათს, დილის 4:31 საათზე, პეკინის დროით მოხდა, იტყობინება ჩინეთის სეისმური ქსელების ცენტრი.ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბიძგები ერიუანის ოლქში, დალის ქალაქში და ჰეცინის ოლქში იგრძნობოდა. ერიუანის ოლქის ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირების რეჟიმი დაუყოვნებლივ აამოქმედა. სტიქიური უბედურების შედეგების გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს – სალომე სამადაშვილი

ახალი ელჩის კანდიდატურის დამტკიცება სავარაუდოდ დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, რაც შესაძლებლობაა, ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, სალომე სადამაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდაა დატოვებული და დღემდე არ ჰყავს ელჩი.„მინდა, რომ წარმატება ვუსურვო ამერიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში. ვფიქრობ, მას ჩვენს ქვეყანაში რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა. გული მწყდება, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ დროს დაემთხვა სტრატეგიული ურთიერთობების შეჩერება შეერთებულ შტატებთან. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცება დაემთხვევა „მეგობარი აქტის“ მიღების პროცესებს, თუ ელჩის დანიშვნა სწრაფად წარიმართა. ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ვაშინგტონში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო ვაშინგტონში უპატრონოდ არის დატოვებული, მაგალითად, ჩვენ დღემდე არ გვყავს ელჩი ვაშინგტონში დანიშნული“, – განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. როგორც დანიგანი განმარტავს, „მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე, ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.

რა გახდა პატარა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი?-შემზარავი ტრაგედია ხაშურში,ბავშვი გარდაიცვალა, დედა სიცოცხლეს ებრძვის

 ხაშურში დღეს შემზარავი ტრაგედია მოხდა – სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა მამამ 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში იპოვა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზაში მუშაობს და ღამის მორიგე ცვლაში იმყოფებოდა. ოჯახის ახლობლების თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და მკურნალობას გადიოდა, თუმცა სკოლაში დადიოდა.ამ დროისთვის, ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, საკვების მოწამვლას განიხილავენ.„ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ ჰქონდა ნაჭამი, მაგრამ ნაჭამია სახლში დამზადებული აჯაფსანდალი და, მგონი, ძეხვიც. აღებულია ნიმუშები და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ბავშვის დედა კომაშია, გულიც აქვს დაზიანებული. შესაძლოა, ბავშვი უგონო მდგომარეობაში ნახა და ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა მისი მდგომარეობა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ფრიდრიხ მერცი – 6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე...

6 ივნისს ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში, ვიცით რამდენად ვართ ვალში თქვენთან, ამიტომ ვამბობ, რომ ამერიკას შეუძლია, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე გავლენა იქონიოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრისას განაცხადა.როგორც მერცმა აღნიშნა, ყველა ეძებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს.„მე აქ ვარ ბატონო პრეზიდენტო, რომ მოგვიანებით გესაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ მიზნის მიღწევაში. ჩვენ ყველანი ვეძებთ ზომებს და ინსტრუმენტებს, რათა დავასრულოთ ეს საშინელი ომი. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ხვალ, 6 ივნისს აღინიშნება დღე, როცა ამერიკელებმა ერთხელ უკვე დაასრულეს ომი ევროპაში. მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენს ხელშია, და, რა თქმა უნდა, ჩვენსაში“, – აღნიშნა მერცმა.მერცის რეპლიკას, რომ ამერიკელებმა 6 ივნისს ევროპაში ომი უკვე ერთხელ დაასრულეს, ტრამპა უპასუხა, რომ ეს დღე ალბათ არასასიამოვნო იქნებოდა. ფრიდრიხ მერცმა კი აღნიშნა, რომ არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ამან გერმანია ნაცისტური დიქტატურისგან გაათავისუფლა.„ნამდვილად არასასიამოვნო დღე იყო, თუმცა ეს იყო ჩემი ქვეყნის გათავისუფლება ნაცისტური დიქტატურისგან. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად ვართ ვალში თქვენთან. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ამერიკა დღესაც ძლიერ პოზიციაშია, რათა გავლენა იქონიოს ომის დასრულებაზე. მოდით, ვისაუბროთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ერთად. ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. თქვენ კარგად იცით, რომ უკრაინას აქტიური მხარდაჭერა გავუწიეთ და ახლა კიდევ უფრო ძლიერ ზეწოლას ვახდენთ რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა მერცმა.

ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა – ილონ მასკი

ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატებს კი წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი წერს, რომელმაც აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის ხელმძღვანელის პოსტი გასულ კვირას დატოვა.ყოფილ მოკავშირეებს, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის უთანხმოების მიზეზი ხარჯების შესახებ კანონპროექტი გახდა, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ წინა თვეში დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი მხარს უჭერს.კანონპროექტი ზოგიერთ სფეროში, მათ შორის თავდაცვისთვის და მიგრაციული პოლიტიკის გასატარებლად ხარჯების გაზრდას, სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.„ჩემ გარეშე ტრამპი წააგებდა არჩევნებს, დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი ექნებოდათ, რესპუბლიკელები კი სენატში წარმოდგენილი იქნებოდნენ 51/49 თანაფარდობით. როგორი უმადურობაა“, – წერს მასკი.მანამდე დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში გერმანიის კანცლერთან ერთად მედიასთან საუბრისას თქვა, რომ იმედგაცრუებულია ილონ მასკით.ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.ილონ მასკმა, ასევე, სოციალურ ქსელში გააზიარა დონალდ ტრამპის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული განცხადებები, რომლებშიც ტრამპი სახელმწიფო ვალის და საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას აკრიტიკებდა.„ბრძნული სიტყვები“, – წერს მასკი.

ბოლო სიახლეები