შაბათი, მარტი 29, 2025

კახა კალაძე – ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მოვიდა და პრემიერ-მინისტრის კაბინეტში პირდაპირ მიდიოდა საუბარი, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო

რაც შეეხება ევროპიდან გაკეთებულ განცხადებებს, ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე. პირდაპირ, თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია და ეს ახლა არ დაწყებულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

კალაძის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მივიდა და პირდაპირ თქვა, რომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში უნდა ჩართულიყო, რაზეც შესაბამისი პასუხი მიიღო.

„რაც შეეხება ევროპიდან გაკეთებულ განცხადებებს, ყველა მათი განცხადება დაფუძნებულია ტყუილზე. პირდაპირ, თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია და ეს ახლა არ დაწყებულა. ჩვენ თუ ცოტა უკან წავალთ და გადავხედავთ ისტორიას, რა და როგორ დაიწყო, გავიხსენოთ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება თებერვალში. რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ამ შეხვედრას ესწრება მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრის კაბინეტში პირდაპირ მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს აღნიშნულ ომში. რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი და გასაკვირი იყო ჩვენთვის. ჩვენი პასუხი იცით ამაზე. ამის შემდეგ, იგივე ჩარტერული რეისების გაგზავნას გვთხოვდნენ პირდაპირ. ეს ხომ პირდაპირ ომში ჩართვას მიუთითებდა. თითქოს მთავრობას უნდა დაეორგანიზებინა ჩარტერები და მოხალისეები გაეგზავნა აღნიშნულ ომში. ამის შემდეგ იყო უამრავი მუქარა, შემდეგ იყო უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები მეორე ფრონტთან და შეხიდებასთან დაკავშირებით. ეს ადგილობრივი აგენტურა აამოქმედეს, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და გახსოვთ, რა განცხადებები კეთდებოდა – გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს, ვიდრე ამ ტიპის განცხადებების აკეთებდეს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიაო. ეს იყო სანქციების არმიერთებასთან და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკაშვირებით ჩვენი განცხადებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ელენე ხოშტარია დიღმის წინანაწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა.ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.დიღმის იზოლატორიდან „დროას“ ლიდერმა დღეს წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.

ჯო უილსონი – ელენე ხოშტარია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ

ელენე ხოშტარია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა.„საკვანძო ქართველი ოპოზიციონერი ლიდერი ელენე ხოშტარია უსამართლოდ დააკავა ივანიშვილის ლაჩრულმა ანტიამერიკულმა რეჟიმმა. ის და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის წინსვლის ერთადერთი გზა, – წერს ჯო უილსონი.პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ დიღმის იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ საზოგადოებას აფრთხილებს

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია” საზოგადოებას აფრთხილებს:"გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა” – ნათქვამია “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ინფორმაციაში.

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარიას ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ყოველთვის თან ბევრი წამალი აქვს

წინასწარი დაკავების იზოლატორში ელენე ხოშტარია როდესაც მოიყვანეს, მას წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და თან ბევრი წამალი აქვს ხოლმე.„ამბავი, რომელიც წამალთან დაკავშირებით მოიგონეს, არის იმისთვის, რომ გაამართლონ ელენეს გაშიშვლება და რაღაცის ძებნა, ვითომ ნარკოტიკი გვეგონაო, ნარკოტიკს ვეძებდით და ასე შემდეგ. ბოლო წლების განმავლობაში ელენეს ჯანმრთელობა, საზოგადოებამაც იცის ალბათ, არ არის სრულყოფილი, მას ყოველთვის თან ბევრი წამალი აქვს. ეს წამლებიც არ მისცეს, ახლაც ჰქონდა წნევის კრიზი რამდენჯერმე. როცა მოიყვანეს, მაშინაც ჰქონდა წნევის კრიზი და ამ დროს ღებინების რეფლექსი ირთვება, უთხრეს, საპირფარეშოში არა, პარკს მოგიტანთ და აქ არწყიეო, ზუსტად ამ სიტყვებით, რაც ნაცნობი პრაქტიკაა ამ ქაჯეთის ციხის. ამის მერე მან ითხოვა, ჩემი წამლებიდან დამარეგულირებელი დამალევინეთო, არ მიუციათ, დღემდე არ დაულევია, ახლაც აქვს მაღალი წნევა. ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის. ღებინების მერე, ადამიანს, რომელსაც წნევის კრიზი აქვს, აშიშვლებენ და მეტალოდეტექტორი გამოიყენეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.შსს-ს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.

სანდრო ბაზაძემ რეიტინგის პირველი ნომერი დაამარცხა და მსოფლიო თასის ნახევარფინალშია

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს –  ქართველმა მეოთხედფინალში რეიტინგის პირველი ნომერი, კორეელი სან გუკი 15:12 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად გერმანელ მატიას სზაბოს შეხვდება.შეჯიბრის კიდევ ერთი მონაწილე, ბექა ბაზაძე ტურნირს მეთექვსმეტედფინალში გამოეთიშა.30 მარტს მსოფლიო თასზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება, სადაც სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე და ლაშა კუჭუხიძე გამოვლენ.

ბოლო სიახლეები