ორშაბათი, ოქტომბერი 27, 2025

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ

თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ, – ასე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დუშეთის მოსახლეობას, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე.

კახა კალაძის თქმით, დუშეთი და დუშეთში მცხოვრები ადამიანები ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კარგი პროექტი განახორციელა,

„მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ულამაზეს და გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები. დუშეთში ძალიან მაგარი, ერთგული, მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება და სახელმწიფო საკუთარი მოქალაქის სამსახურში ჩავაყენეთ.

დუშეთის მუნიციპალიტეტში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ერთი გამორჩეული ადგილია, ჩარგალი, სადაც ყველა ქართველისთვის საყვარელი და საამაყო, მსოფლიო დონის მოაზროვნე, გენიოსი დაიბადა. ვაჟამ ქართული მთა, მთიელი ადამიანის ყოფა და ანტიკური ეპოსი ერთმანეთს დაუკავშირა და მსოფლიო დონის შედევრები შექმნა. ვაჟა-ფშაველა არის ქართული კულტურის, ტრადიციების, ქრისტიანობის, ჰუმანიზმის, კაცობრიობის ზნეობრივი ღირებულებებისა და ადამიანობის სიმბოლო, რომლისგანაც დღესაც ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.

დუშეთი სწორედ ასეთი, განათლებული, მებრძოლი და პატრიოტი ადამიანების ადგილია. დუშეთი და დუშეთში მცხოვრები ადამიანები ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევის წინაშე იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კარგი პროექტი განახორციელა, ბევრი საქმე გააკეთა. თუმცა მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.

დუშეთი გამორჩეულია ულამაზესი ხედებითა და უნიკალური სამზარეულოთი, რაც ტურიზმის განვითარებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის და ამ მიმართულებით სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერას, რათა თქვენ გქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ პროგრამით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ სხვადასხვა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, „აწარმოე საქართველოში“, ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რაც მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში, ჩვენ ხელს შევუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, შესაბამისად სამუშაო ადგილების შექმნას. ამიტომ, ეს პროგრამები მომდევნო წლების განმავლობაშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, ყოველდღიური საქმიანობით, განხორციელებული ქმედებებით შევქმნათ წარმატებების ისტორიები. დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გლეხი, ძლიერი სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლები და რაიონები, ძლიერი ქალაქებისა და ძლიერი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ლახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – განათლებული საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს, სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ

განათლებული  საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ღირსეული მსახურება.„მინდა, მოგილოცოთ მასწავლებლის ეროვნული დღე. სიმბოლურია, რომ ამ დღეს ჩვენი უდიდესი განმანათლებლის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღვნიშნავთ. განათლებული  საზოგადოების გარეშე ძლიერი სახელმწიფო ვერ იარსებებს. სწორედ ამ დიდ მიზანს ემსახურებიან ჩვენი ძვირფასი პედაგოგები, რომლებსაც მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის. მასწავლებლობა არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მოწოდება და სამშობლოსადმი ყველაზე ღირსეული მსახურება. საზოგადოება თქვენ განდობთ  ყველაზე მთავარ საგანძურს ჩვენს მომავალ თაობას. თქვენ მათ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებთ, უმთავრეს ეროვნულ ღირებულებებს უნერგავთ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პატრიოტ მოქალაქეებად ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.პრემიერის განცხადებით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი„ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამავდროულად ვალდებულებაა, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენს მიერ ახლახან დაანონსებულ განათლების სისტემის მასშტაბურ რეფორმასა და ამ მიმართულებით გადადგმულ კიდევ სხვა არაერთ ნაბიჯთან ერთად, სწორედ ამ მიზანს ემსახურება მასწავლებლის ეროვნული პრემიაც, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან თქვენი უდიდესი ამაგის მოკრძალებული აღიარებაა. განსაკუთრებით მიხარია, რომ წელს, სამინისტროს ინიციატივით, ეს აღიარება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ეროვნული პრემიის ათი ლაურეატის გარდა, ჩვენ გამოვავლინეთ და ადგილზე დავაჯილდოვეთ ღვაწლმოსილი მასწავლებლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა პედაგოგმა, დედაქალაქში თუ რეგიონში, იგრძნოს სახელმწიფოს თანადგომა და  მხარდაჭერა. დღეს ეროვნული პრემიის ლაურეატებს ასევე გადაეცემათ სამკერდე ნიშანი, რომელზეც გელათის აკადემიის სიმბოლოა გამოსახული. ეს სიმბოლო ძალიან ზუსტად ასახავს თქვენს მისიას – თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი საგანმანათლებლო ტრადიციების გამგრძელებლები და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის გარანტი. კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. ჯანმრთელობას, პროფესიულ წინსვლას და ახალ წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ, საგნებთან ერთად, ჩვენს შვილებს ასწავლით ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს

პირველ რიგში, ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს და მადლობას გიხდით ჩვენი შვილების აღზრდისა და სამშობლოს წინაშე გაწეული საქმიანობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პედაგოგები აზიარებენ ბავშვებს იმ ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს.„მასწავლებლობა, როგორც უდიდესი პატივი, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა. სიმბოლურია, რომ 27 ოქტომბერი, ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქართველის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა, რომლის „დედა ენაზეც“ ქართველების არაერთი თაობა აღიზარდა. სწორედ თქვენ ხართ იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებლები, რადგან სწორედ თქვენ აზიარებთ ჩვენს შვილებს ბავშვობიდან ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველი მასწავლებელი განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.„მასწავლებლის როლი ნებისმიერ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რადგან აქვს უდიდესი ძალა და რესურსი, ბავშვობიდანვე მოახდინოს გავლენა ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ქართველი მასწავლებელი კიდევ უფრო განსაკუთრებულ სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებს. თქვენ, ჩვენი სახელმწიფოსთვის გამორჩეულად რთულ დროში, არა თუ მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, ანაზღაურების საერთოდ ვერ მიღების პირობებში, არაერთი თაობის გაზრდა და უამრავი ახალგაზრდის გადარჩენა მოახერხეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მასწავლებლების ღვაწლი ფასდაუდებელია. მისივე თქმით, სკოლაში ახალგაზრდები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ სწორედ აქ ხდება მათი პიროვნებად ჩამოყალიბება.„თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელია. თქვენ ხართ ადამიანები, ვისაც მოსწავლეების უსაზღვრო შესაძლებლობების სწამს და ამით თავად ახალგაზრდებს აჩვენებთ გზას, რომელზეც საკუთარი თავის რწმენით, დისციპლინით, თავდაუზოგავი შრომით ყველა მიზნის მიღწევა და ოცნების ასრულება შეუძლიათ. სკოლა, ფაქტობრივად, მეორე ოჯახია, სადაც ჩვენი შვილები არა მხოლოდ ცოდნას ეუფლებიან, არამედ, გარკვეულწილად, სწორედ აქ ყალიბდება მათი პიროვნება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების ღირსეულ ადამიანებად, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად და პატრიოტებად ჩამოყალიბების პროცესში თქვენ, პედაგოგები ფუნდამენტურ როლს ასრულებთ, კონკრეტული საგნების სწავლებასთან ერთად, ჩვენს შვილებს ადამიანობას, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულს ასწავლით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

სალომე ბაკურაძის მეუღლე ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა

რესტორან „ქვევრის“ მფლობელი  და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, ამიკო ჯანელიძე ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

შემოსავლების სამსახურის განცხადება – ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის – 2 299 299 მუშაობის პროცესი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ  სატელეფონო ქსელის სისტემური დაზიანების გამო, დროებით შეჩერებულია საინფორმაციო საკომუნიკაციო ცენტრის -  2 299 299 მუშაობის პროცესი. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რათა დროულად მოხდეს მომსახურების სრული აღდგენა.აქვე გაცნობებთ, რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია RS-ჩათის მეშვეობით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge არსებული ელექტრონული სერვისებით.შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის-განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ალექსი ახვლედიანი – როგორც ვიცი, თორნიკე რიჟვაძე უახლოეს დღეებში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ახვლედიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.„ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ძალიან ბევრი ნიუანსის გამო არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა ახვლედიანმა.კითხვაზე, როგორც რიჟვაძის მეგობარს, ხომ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც სთხოვდნენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“.კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მას ამ თემაზე მეგობართან, ან იცოდა თუ არა კორუფციის გარშემო დაწყებული გამოძიებების შესახებ რიჟვაძემ, ახვლედიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არაა დაწყებული“, - განაცხადა ახვლედიანმა.მისივე თქმით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია.„მე როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში, თვითონ თორნიკე გააკეთებს განცხადებას და უპასუხებს თითოეული თქვენგანის კითხვას. მაქვს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში თვითონ გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. ალბათ, ინტერვიუს მიცემას აპირებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.მისივე თქმით, საქართველოდან წასვლას რიჟვაძე არასდროს აპირებდა.„ის არც აპირებდა არასდროს ქვეყნის დატოვებას, იცით, რა მიზეზითაც დატოვა ქვეყანა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ის უახლოეს პერიოდში დაბრუნდება და ყველა კითხვას პასუხს გასცემს“, - განაცხადა ახვლედიანმა.კითხვაზე, კორუფციის საქმეებზე ხომ არ აპირებს ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მას არ აქვს ინფორმაცია, რომ რიჟვაძესთან კორუფციასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ან აქვს ვინმეს“.ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ბოლო სიახლეები