კვირა, მაისი 11, 2025

კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ, ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ევროინტეგრაციის რთულ გზაზე – საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული

ჩვენ კარგად ვხვდებით თუ რა დონის კამპანია მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დიდი ხანია დაწყებულია. მოხდა მოსამართლეების დასანქცირება, თუმცა, არ გვაცნობეს ამის მიზეზი, რა დანაშაული აქვთ ჩადენილი ამ ადამიანებს. აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი გადაწყვეტილებები. გულდასაწყვეტია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. თუმცა ჩვენ კარგად ვხვდებით თუ რა დონის კამპანია მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. საუბარია სტატუსის მოცემა-არ მოცემაზე. რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ამ სტატუსს იმიტომ რომ 2012 წლის შემდეგ ბევრი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ევროინტეგრაციის რთულ გზაზე და თუ გავაკეთებთ შედარებებს იმ ქვეყნებთან, რომლებსაც სტატუსი უკვე მიანიჭეს, პირველი საქართველო იყო, რომელიც ამ სტატუსს იმსახურებდა. მიუხედავად ამისა წარმოგვიდგინეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა ვასრულებთ. მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული, შემდეგ კი ყველაფერი მათზეა დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აცხადებს კალაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე აშშ-ის სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის, შვეიცარიაში ჩინეთის წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრა შედგა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებს.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მოხდა „ურთიერთობების სრული განახლება მეგობრულ, მაგრამ კონსტრუქციულ გარემოში“.„დღეს შვეიცარიაში ჩინეთთან ძალიან წარმატებული შეხვედრა შედგა. განხილულ იყო მრავალი საკითხი და მიღწეულ იქნა შეთანხმებები მრავალ სფეროში. ჩვენ გვსურს, როგორც ჩინეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული ბიზნესისთვის“, – აღნიშნავს ტრამპი და დასძენს, რომ მიღწეულია „დიდი პროგრესი“.ცნობისთვის, 7 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი ჩინეთის ოფიციალურ პირებს შვეიცარიაში შეხვდებოდნენ.

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

ბოლო სიახლეები