ორშაბათი, აგვისტო 24, 2026

კახა ბექაური: სატელეკომუნიკაციო ბაზარი უნდა გაიხსნას, რაზეც ძალიან დიდი პროტესტი აქვს ბიზნეს სექტორს, რაც პარლამეტში გამოხატეს კიდეც

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს იმედის ეთერში, სატელეკომუნიკაციო სფეროს წარმომადგენლების  პარალმენტში გაკეთებულ რეაქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი გაცხარება, პირდაპირ არ არის დაკავშირებული „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებებთან, ვინაიდან ბიზნესმა ეს კანონი იცოდა და კომპრომისიც მიღწეულია ამ საკითხზე. მისი განმარტებით, ბიზნესის რეაქცია კომუნიკაციების კომისიის მიერ ბოლო წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებდა, რომელიც მთლიანად ტელეკომ ბაზრის ლიბერალიზაციისკენ და ევროპული სტანდარტების დანერგვისკენ არის მიმართული, რაც მათ რბილად რომ ვთქვათ არ მოსწონთ.  მისივე თქმით ბაზრის ლიბერალიზაცია გარდაუვალია პროცესია და ეს სჭირდება როგორც სფეროს განვითარებას ისე მომხმარებლებს.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია კომუნიკაციების კომისია აქტიურადაა დაკავებული კანონშემოქმედებითი საქმიანობით. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, საუბარია ნორმატიულ აქტებზე, რომლებიც  ტელეკომ ბაზრისთვის ასოცირების შეთანხმებით სავალდებულოა შესასრულებლად. ასევე კხა ბექაურმა ახსნა, თუ რატომ ჭირდება ჩაკეტილ ტელეკომ ბაზარს გახსნა და რა სიკეთეს მოუტანს ეს ქვეყანას და მომხმარებელს.

„რას ნიშნავს და რისთვის  გვინდა ეს ცვლილებები? სატელეკომუნიკაციო ბაზარი  საკმაოდ ჩაკეტილია. სატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდებისთვის კომპანიები სარგებლობენ შეზღუდული რესურსით, რასაც სიხშირული სპექტრი ჰქვია და ასევე სახელწიფოსგან ნებართვებს იღებენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ანუ გარკვეული ნებართვები გაიცემა და ამავდროულად გარკვეული ლიცენზიები გაიცემა და ისინი პრივილეგირებულნი არიან ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ, სიხშირული სპექტრის რესურსი შეზღუდულია და ყველა ვერ მიიღებს ამას. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე კომპანია არის წარმოდგენილი ბაზარზე“- აღნიშნა კახა ბექაურმა.

მან ასევე განმარტა, როგორ მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზარი დღეს,

„დღეს ეს ბაზარი ჩაკეტილია იმ კომპანიებში, რომლებსაც ეს რესურსები და ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და სატელეკომუნიკაციო რესურსებს საზოგადოებასა და სხვა ოპერატორებს მხოლოდ ისინი აწვდიან. როგორ მუშაობს ევროპა და რას ვაკეთებთ ჩვენ ბოლო წლებში? ეს ბაზარი უნდა გაიხსნას. სატელეკომუნიკაციო დარგი იმით განსხვავდება სხვა დარგებისგან, რომ ურთულესი კონსტრუქცია აქვს, ტექნოლოგიური სერვისები ინფრასტრუქტურა თავისი არსით რთულია. მაგალითად, ევროპული ბაზარი იცნობს 14 საკომუნიკაციო ბაზრის სეგმენტს, რომელიც ჩვენ გადმოვიღეთ. ეს არის საბითუმო ბაზარი მაგალითად ოპტიკურ-ბოჭკოვან წყვილებზე დაშვების ბაზარი, ოპტიკურ-ბოჭკოვან არხებზე დაშვების ბაზარი, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი, ხმოვანი მომსახურების ბაზარი, მობილური  ინტერნეტის ბაზარი. 14 ბაზარია სულ და ეს 14-ვე ბაზარი თითქმის დაკეტილია. დაკეტილია ნიშნავს  იმას, რომ მხოლოდ ეს კომპანიები აწვდიან ამ საბითუმო ბაზარზე როგორც ავტორიზებულ პირებს, ასევე ჩვენს მოსახლეობას საკომუნიკაციო    სერვისებს. როგორ უნდა იყოს რეალურად? უნდა იყოს ისე, რომ საკუთარი ინფრასტრუქტურა გამოაყენებინონ ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. როგორც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, ასევე მობილური კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა და უნდა დაუშვან სხვა ნებისმიერი ოპერატორები, რომლებსაც სურვილი აქვთ მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისები მიაწოდონ. ანუ ე.წ. ვირტუალური ოპერატორები უნდა გაჩნდნენ როგორც ფიქსირებულ საკომუნიკაციო ბაზარზე, ასევე მობილურ საკომუნიკაციო ბაზარზე“- განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი განმარტებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული და დაგეგმილი ცვლილებებით ტელეკომ ბაზარზე გაჩნდება კონკურენცია, ხარისხი მოიმატებს და შესაბამისაც მომსახურების ღირებულებაც გაიაფდება.

„ამისთვის მომზადებაც ძალიან რთულია. 14-ვე ბაზარი რომ გახსნა, მით უმეტეს ასეთ მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ძალიან რთულია. ერთი, რაც ამისთვის საჭიროა, განცალკევებული ხარჯთაღრიცხვის მეთოდოლოგია დავნერგეთ. რატომ გვჭირდება ეს? იმისთვის, რომ მობილური კომუნიკაციების კომპანია ქსელზე დაუშვას ქსელის ოპერატორმა და გამოიყენოს მობილური ინტერნეტის ბაზარი, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქსელის ოპერატორს მობილური ინტერნეტის ბაზარზე როდესაც სერვისს ახორციელებს, მისი ხარჯები რამდენია და არა ვთქვათ, ხმოვანი სერვისის. ეს აუცილებელი იმიტომაა, რომ ვირტუალური ოპერატორი ისე ვერ შემოვა, თუ ქსელის ოპერატორმა სწორი ფასი არ შესთავაზა თავის ქსელზე დაშვების. ამიტომ აუცილებელია განცალკევებული ხარჯთაღრიცხვა იმისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ თითოეულ ამ ბაზარზე ქსელის ოპერატორებს რა უჯდებათ, როგორც ავტორიზებული პირებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება. სხვანაირად ვირტუალურ ოპერატორებს ვერ დავუშვებთ, რადგან არ გვეცოდინება რა არის გონივრული ფასი, რა ფასიც ქსელის ოპერატორებმა მათ უნდა შესთავაზონ“- განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, დღეს ჩაკეტილია სატელეკომუნიკაციო ბაზარები და კომუნიკაციების კომისია ევროპული კანონმდებლობის და პრაქტიკის დანერგვით სწორე მათ გასახსნელად ემზადება, რაც ბიზნეს დიდად არ მოწონს და პროტესტიც აქვთ.

„შესაბამისად ძალიან დიდი პროტესტი აქვს ამაზე სატელეკომუნიკაციო სექტორს, მაგრამ ესმით, რომ ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და შესაბამისად მათი საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვაქვს აქ, იმისთვის რომ ბაზარი გაიხსნას, კონკურენცია გაიზაროს და სერვისები გაუმჯობესდეს, “- განაცხადა კახა ბექაურმა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ღირსიაშვილი – ონლაინ შეძენის შემთხვევაში, სასკოლო ფორმების მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა, შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ონლაინ ელექტრონული პლატფორმის ამოქმედების მიზანია, მშობლებს გაუმარტივდეთ ფორმების შეძენა.მისივე თქმით, ონლაინ გამოწერის შემთხვევაში, ფორმების მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა.„დღეს ამოქმედდა სასკოლო ფორმების გაყიდვის ონლაინპლატფორმა formebi.emis.ge. პირველი სექტემბრიდან დაიწყება ფორმების გაყიდვა, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურად. მშობლებს შეეძლებათ, თავიანთ ბავშვებს, პირველკლასელებს შეუძინონ სასკოლო ფორმები. 15 სექტემბრიდან უკვე ონლაინრეჟიმში გაგრძელდება სასკოლო ფორმების გაყიდვა. ვისაც არ სურს ადგილზე მისვლა, შეუძლია, გამოიწეროს ფორმა ზომების მიხედვით. ასევე, საიტზე არის მითითებული მისამართები საძიებო სისტემით და მშობლებს მარტივად შეუძლიათ, როგორც ონლაინ შეიძინონ, ასევე, საიტზე მოძებნონ ის პუნქტები, სადაც შესაძლებელია ფორმების შეძენა. მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა, რომელთანაც გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი. ვთანამშრომლობთ საქართველოს ფოსტასთან და საქართველოს რეგიონებში დაახლოებით 4-5 დღის ვადაში, ხოლო თბილისში უფრო მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი ფორმების მიწოდება. ზომების არმორგების შემთხვევაში, შესაძლებელია ფორმის დაბრუნება და გამოცვლა“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.ამასთან, ლევან ღირსიაშვილის განმარტებით, ხარისხი შეამოწმა შვეიცარიულმა, სოლიდურმა კომპანიამ და დაადგინა, რომ ფორმები შეესაბამება სათანადო ხარისხს, არის უსაფრთხო და აკმაყოფილებს ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს.რაც შეეხება, რა მექანიზმი არსებობს, თუ მშობელი უარს იტყვის ფორმაზე, ღირსიაშვილის თქმით, თითოეული სკოლა განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით შინაგანაწესს აამოქმედებს.„სასკოლო შინაგანაწესი ამოქმედდება დარღვევებზე. შინაგანაწესებს ადგენს თვითონ სკოლა. თითოეულ სკოლას აქვს საკუთარი შინაგანაწესი და სკოლის დირექტორები იმოქმედებენ საკუთარი სასკოლო შინაგანაწესის მიხედვით. განათლების სამინისტროსთან შინაგანაწესები თანხმდება. ჩვენთან შეთანხმებით იმოქმედებს სკოლა. თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაზე თითოეულ სკოლას ექნება ინდივიდუალური მიდგომა“, – აღნიშნა ლევან ღირსიაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.„2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად იგი განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.ამავე პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი – ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ – გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა – ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 484 960 ლარად.პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% – 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი – 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, საზოგადოებას შევახსენებთ რომ ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე“,- განაცხად აამირან გულუაშვილმა.

ესტონური დაზვერვა: რუსეთის არმიის დანაკარგი ახალწვეულთა ნაკადს აჭარბებს

რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშებსა და ფრონტზე ზეწოლას, თუმცა იმაზე მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე შეიარაღებულ ძალებში ახალი კადრების მობილიზებას ახერხებს. ამის შესახებ ესტონეთის სამხედრო დაზვერვამ პარასკევს განაცხადა.ესტონეთის თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის ცენტრის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ ანტს კივისელგის განცხადებით, გასულ კვირას რუსეთის ყოველდღიური დანაკარგი საშუალოდ 1 400 ჯარისკაცს შეადგენდა. ამის შესახებ მან პარასკევის ყოველკვირეულ ბრიფინგზე ისაუბრა.„ეს ტენდენცია გრძელდება და რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ახალწვეულთა რაოდენობას თვეში რამდენიმე ათასით აჭარბებს“, აღნიშნა მან.ფრონტის ხაზზე შეტაკებები კვლავ ინტენსიურია, დღეში საშუალოდ 231 საბრძოლო ეპიზოდი ფიქსირდება. ყველაზე მძიმე ბრძოლები დონეცკის ოლქში, პოკროვსკისა და კონსტანტინოვკის მიმდებარედ მიმდინარეობს, რასაც სლავიანსკის, გულიაიპოლესა და სამხრეთ სლობოჟანსკის მიმართულებები მოსდევს. პარალელურად, უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე სექტორში კონტრიერიშები განახორციელეს.რუსულმა შორ მანძილზე მოქმედმა იარაღმა უკრაინის სულ მცირე 10 რეგიონში ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ობიექტები დააზიანა, ხოლო ავიადარტყმებმა ელექტროენერგიის გათიშვა სულ მცირე 6 რეგიონში გამოიწვია. გარდა ამისა, გრძელდება იერიშები უკრაინის პორტებსა და მიმდებარე აკვატორიაში მყოფ გემებზე. მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესი მსხვერპლი 2022 წლის მაისის შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის უმეტესი ნაწილი კვლავ რუსულ შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებაზე მოდის. ივლისში უკრაინაში სამოქალაქო პირთა ყოველთვიური მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წლის მაისის შემდეგ, კერძოდ 437 დაღუპული და 2 610 დაშავებული, რაც 2025 წლის ივლისის მაჩვენებელზე 70 პროცენტით მეტია.კივისელგმა აღნიშნა, რომ რუსული იერიშების მეხუთედიდან ორ მესამედამდე უკვე რეაქტიულ დრონებზე მოდის და მათი წილი მუდმივად იზრდება.რუსულმა საჰაერო დარტყმებმა მეზობელი მოლდოვაც დააზარალა. მოლდოვის საჰაერო სივრცეში S8000 Banderol-ის ტიპის მოხეტიალე საბრძოლო მასალა შეფრინდა და უკრაინის საზღვრიდან 20 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე ჩამოვარდა.კივისელგის განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ აღნიშნა, რომ რუსული დრონების ნაწილი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემთხვევით შედის, თუმცა ზოგიერთი საფრენი ტრაექტორია განზრახ შეჭრაზე მიუთითებს. უკრაინა იერიშებს აძლიერებს პარალელურად, უკრაინამ რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ენერგეტიკულ და სამხედრო ობიექტებზე იერიშები გააძლიერა. გასულ კვირას უკრაინულმა ძალებმა ორჯერ დაარტყეს ყირიმის ენერგოინფრასტრუქტურას. დრონების ქვედანაყოფებმა ნახევარკუნძულზე განთავსებულ Bastion-M-ის სარაკეტო სისტემებს, აეროდრომებს, რადარებსა და დრონების მართვის ცენტრებსაც მიაყენეს დარტყმა.კივისელგის ცნობით, პირველი ივლისის შემდეგ უკრაინულმა ჯარებმა ყირიმში 240-მდე ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყეს.უკრაინულმა ძალებმა ბოლო პერიოდში იერიშები განახორციელეს როსტოვის ოლქში მდებარე სარაკეტო საწვავის ქარხანაზე, ლენინგრადის ოლქსა და ბაშკირეთში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე, მოსკოვისა და ტვერის ოლქებში Wildberries-ის საწყობებზე, მოსკოვის ოლქში ქიმიურ ქარხანასა და ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე „სავასლეიკას“ ავიაბაზაზე.კივისელგმა ასევე დასძინა, რომ სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ საწარმო „პროგრესზე“ მიტანილმა იერიშმა, სადაც თანამგზავრების ორბიტაზე გასაყვანი „სოიუზ-2“-ის ტიპის რაკეტები იწყობა, შესაძლოა შეაფერხოს რუსული პროექტის, Starlink-ის ალტერნატივად ჩაფიქრებული „რასვეტის“ თანამგზავრების გაშვება, რაც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს სერიოზულად შეზღუდავს. იერიშების გავლენა რუსეთის ონლაინვაჭრობასა და საჯარო ღონისძიებებზე საწვავის ინდუსტრიაზე დარტყმებმა რუსეთში საწვავის დეფიციტი გამოიწვია. დეფიციტი უკვე დაფიქსირდა 10 რეგიონსა და უკრაინაში მებრძოლ რუსულ დანაყოფებში. გარდა ამისა, Wildberries-ის ათი უდიდესი საწყობიდან შვიდზე მიტანილმა იერიშებმა რუსული ონლაინვაჭრობის გიგანტის ბრუნვა 25 პროცენტამდე შეამცირა.უკრაინული იერიშები რუსეთში საჯარო ღონისძიებების ჩატარებასაც აფერხებს. კივისელგის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო-მუსიკალური ფესტივალი და სხვა პატრიოტული შეკრებები გააუქმა. ორგანიზატორების მიერ დასახელებული „დაუძლეველი გარემოებები“ კი, სავარაუდოდ, სწორედ უკრაინული დრონების თავდასხმის საფრთხეს გულისხმობს. სტატიის ავტორია „ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი” – ERR. თავდაპირველად გამოქვეყნდა: 21 აგვისტო, 2026, 15:29 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომელიც 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერებას ითვალისწინებდა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერდა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ეხებოდა, მათ შორის, საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს.აკრძალვა ეხებოდა საიმიგრაციო ვიზებს – ოჯახის წევრებთან შეერთების ან სამუშაოს დაწყების მიზნით, მაგრამ არ ვრცელდებოდა არაიმიგრაციულ ვიზებზე, როგორებიცაა ტურისტული ან სტუდენტური ვიზები.მოსამართლის განცხადებით, სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა და აღნიშნული პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგებოდა.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ საიმიგრაციო ვიზებზე უარის თქმა საჭირო იყო, რადგან ამ ქვეყნების მოქალაქეები, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებდნენ.ხოლო სასამართლომ დაადგინა, რომ სინამდვილეში უარს ეუბნებოდნენ ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც აშკარად შეეძლოთ საკუთარი თავის რჩენა, ყოველგვარი დახმარების გარეშე. კანონით კი, თითოეული განმცხადებელი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევად ჩაითვალა.სიაში შესული 75 ქვეყნის უმეტესობა აფრიკის, ლათინური ამერიკის, კარიბის ზღვის, აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებია, მათ შორის არიან აშშ-ის მოკავშირეებიც – იორდანია და ეგვიპტე.როგორც „სიენენი“ იტყობინება, გადაწყვეტილება აუქმებს ყველა იმ სავიზო უარს, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ პოლიტიკას ეფუძნებოდა და შესაძლოა, ათასობით განაცხადის ხელახალი განხილვა გახდეს საჭირო.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – არიან დაშავებულები

იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ძლიერი ბიძგები და ათობით ადამიანის დაშავება გამოიწვია. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, მიწისძვრა იბარაკის პრეფექტურის სამხრეთით, ტოკიოს მახლობლად, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმე მდგომარეობაშია. საიტამას პრეფექტურაში ასევე დაზიანდა ერთი შენობა.მიწისძვრის შედეგად, ტოკიოში ზოგიერთი რეგიონალური სარკინიგზო მომსახურება შეფერხდა.

ბოლო სიახლეები