ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025

კაცს 13-ჯერ ესროლეს – დამატებითი დეტალები ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე

თბილისში, ავლაბარში მომხდარი მკვლელობის შესახებ, მედიით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირი.

თვითმხილველების ცნობით, 50 წლამდე კაცს 13-ჯერ, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ესროლეს.

გავრცელებული ცნობითვე, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა პირმა, ფელიქს კაპანოვმა საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.

რა გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. სამართალდამცველები დანაშაულში ბრალდებულს ეძებენ.

„სასწრაფოს ექიმი პოლიციელს ეუბნებოდა, რომ გარდაცვლილს ტყვია, თავში და კისერში ჰქონდა მოხვედრილი. „ფელიქსიმ“ ციხე რამდენიმე დღის წინ დატოვა“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ჩემი მეზობელია, უბრალოდ გავიგე, რომ მოკლეს“, – აღნიშნავს გარდაცვლილი კაცის მეზობელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ციხეში უნდა იყოს.ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას, რომელშიც საუბარია, რომ დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ 6 იანვრის საქმეზე გამოძიება მტკიცებულებებსა და იურიდიული სიზუსტეებს იყო მოკლებული.„ის კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს. არაკეთილსინდისიერი და წარუმატებელი. უშნო ადამიანი როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად. მე ის მწარედ დავამარცხე და მიყვარს მისი ფართხალის ყურება“, – წერს ტრამპი.ტრამპის მიერ გაზიარებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ტრამპის წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულება იყო CNN-ის ინტერვიუს ამონარიდები, რომელიც მიუთითებდა ტრამპის მონაწილეობაზე სავარაუდო შეთქმულებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია HiPP-ის დამფუძნებელ დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, ასევე სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მეცენატს, ცნობილ გერმანელ ხელოვანსა და მეწარმეს, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის დამფუძნებელს, დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა ახალგაზრდებს უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის ჩასატარებლად ახალი თემა შესთავაზა.სტუდენტებთან შეხვედრაზე დოქტორმა ჰიპმა მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესზე, დიზაინერებისა და მარკეტერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, შემოქმედებითი ფანტაზიისა და კრეატიულობის განვითარებაზე. შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი კი სტუდენტებისთვის ახალი საკონკურსო თემის გაცნობას დაეთმო - მათ გეომეტრიული ფიგურებისგან ორიგინალური დიზაინის ან ახალი პროდუქტის შექმნა მოუწევთ.დოქტორი ჰიპის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, მიეცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც მიიჩნევს, რომ ინოვაციური იდეების გენერირება შეუძლია. კონკურსის ავტორის თქმით, გამარჯვებულ ახალგაზრდას ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის სახელით, ფულადი ჯილდო გადაეცემა.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ახობაძე აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა და არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის (ა.წ. IV-VIII სს) ერთ-ერთი უნიკალური ძეგლის - გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრით სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც სოფელ გურიანთაში ერთი თვის განმავლობაში, ოქტომბრის ბოლომდე მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ქრისტინე კორძაძე, გიგა ვარსიმაშვილი, ომარ შუბითიძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, თემურ კენჭოშვილი და სანდრო კოპალეიშვილი, ასევე დოქტორანტები - ალექსანდრე ნაზღაიძე და თამთა ჭოველიძე მონაწილეობდნენ. არქეოლოგიურ სამუშაოებს ცნობილი არქეოლოგები, სტუ-ის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები - ვაჟა სადრაძე და მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობდნენ.როგორც სტუ-ის არქეოლოგიური ექსპედიციის მენტორები აღნიშნავენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე სამუშაოების ჩატარების ძირითადი მიზანი ცალკეული ობიექტის გეგმარების დაზუსტება და მათი საკონსერვაციო-სარესტავრაციოდ მომზადება იყო.მეცნიერთა განმარტებით, სამუშაოები, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ჩაატარეს, მოიცავდა ადრე შუასაუკუნეების ხანის ისტორიული ნაქალაქარის გალავნის, აკროპოლისის ნაშთის, სამნავიანი ბაზილიკის, მარტირიუმისა და კოშკების გათხრა-გაწმენდას, შესწავლას, დაზვერვით და აგეგმვით სამუშაოებს, რაც ახალგაზრდებმა უდიდესი პასუხისმგებლობით შეასრულეს; შესაბამისად, გურიანთა-ვაშნარის IV-VIII საუკუნეების ძეგლის კონკრეტული მონაკვეთები საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის.  გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა. მისი თქმით, საველე სამუშაოების პროცესში არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს და ადრე შუასაუკუნეების ხანის ძეგლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოიძიეს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ცნობილი მკვლევრების - მერაბ ძნელაძისა და ვაჟა სადრაძის მენტორობით ჩატარდა, მრავალ შრომატევად და სკრუპულოზურ სამუშაოს მოიცავდა. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ყველა სამუშაოს ზედმიწევნით კარგად გაართვეს თავი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, ექსპედიცია შესანიშნავად იყო მომზადებული. ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო ეკიპირებით, საპრეპარაციო იარაღებით, კვებითა და ტრანსპორტით. მნიშვნელოვანია, რომ საველე პირობებში მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე გატარებული ერთი თვე, რომელიც აღსავსე იყო შთაბეჭდილებებით და ახლის შემეცნებით“,- განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.სტუ-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა და მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები და შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ „ალმანახში“ გამოქვეყნდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ

„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,-  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ „ჰამასი“ აუცილებლად განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება.„უცხოური ჯარები თუ ამას გააკეთებენ, შესანიშნავი იქნება, თუ ისინი არ გააკეთებენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა.

ნონა გაფრინდაშვილი განცხადებას ავრცელებს

„ძვირფასო მეგობრებო, როგორც შევიტყვე, გავრცელდა ინფორმაცია ჩემი გაჩემპიონების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.დღეს მე-9 ტური ყაიმით დავასრულე - წინ კიდევ ორი ტურია. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის!“ - წერს მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, 84 წლის ჭადრაკის დედოფალი იტალიაში იმყოფება და სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის.

ბოლო სიახლეები