პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის სახელით, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიცეხ კოლარსკიმ პოლონეთში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ვოიცეხ კოლარსკიმ საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა ავტოკეფალური ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მინისტრმა თანაგრძნობა გამოუცხადა ქართველ ხალხს სულიერი ავტორიტეტის დაკარგვის გამო, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში პატრიარქად მსახურობდა“, – ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

