შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა მოწმობს და ნათელი დადასტურებაა იმ ინტერესისა, რომელიც მას და ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის კუთხით, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
„ხვალ იქნება დატვირთული დღე, არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, სადაც გვექნება შესაძლებლობა ყველასთან ვისაუბროთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.