აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრია ომში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს“.
ჰარისმა აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს „სახიფათო“ უწოდა და თავისი 2024 წლის საპრეზიდენტო მეტოქე ტყუილში დაადანაშაულა, როდესაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას „ომების დაწყების ნაცვლად, მათ დასრულებას გვპირდებოდა“.
„შემდეგ, გასულ წელს, მან თქვა: „ჩვენ მიწასთან გავასწორეთ“ ირანის ბირთვული პროგრამა. ესეც ტყუილი იყო“, – განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ჰარისმა ამ დარტყმებს ასევე უწოდა „გაუაზრებელი, გაუმართლებელი, რომელსაც ამერიკელი ხალხი მხარს არ უჭერს“, და აღნიშნა, რომ ტრამპს ირანზე თავდასხმისთვის კონგრესის თანხმობა არ მიუღია.

