ორშაბათი, ივნისი 8, 2026

კალორიების შემცირება დაბერების პროცესს ანელებს

შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული უახლესი კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ადამიანებზე ორწლიანმა დაკვირვებამ ანალოგიური შედეგები აჩვენა. კვლევაში თავიდან 21-დან 50 წლამდე 435 ჯანმრთელი ადამიანი მონაწილეობდა. ჭარბწონიანი არცერთი არ იყო. ჯგუფი სხვადასხვა მიზეზით ბევრმა დატოვა. ექსპერიმენტში ბოლოს 73 ადამიანი დარჩა. ისინი ორად გაყვეს და ერთ-ერთს დღიური კალორიების რაოდენობა დაახლოებით 15 პროცენტით შეუმცირეს. მათ ორი წლის მანძილზე წონაში საშუალოდ 9 კილოგრამი დაიკლეს.

ჟანგბადის და ნახშირორჟანგის ბალანსი შარდის ანალიზში დაფიქსირებულ აზოტის მონაცემებთან შეჯერებით აჩვენებს, თუ რას და რა რაოდენობით წვავს დაკვირვების ობიექტი: ცხიმს, ცილას, თუ ნახშირწყლებს.

კვლევა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდა. შედეგების შეჯამებისა და ანალიზის შემდეგ, გაირკვა, რომ საკვებში კალორიების მოკლებას, დაბერების პროცესის შენელების უნარი აქვს. ჯგუფში, რომელიც შედარებით დაბალკალორიულ დიეტაზე იყო, ნივთიერებათა ცვლის და დაბერების პროცესის შენელება დაფიქსირდა. ეს ადამიანები ძილშიც კი გაცილებით უფრო ეფექტურად იყენებდნენ ორგანიზმის ენერგიას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის – რომის პაპი

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების ესკალაციამ, პოლარიზაციის გაღრმავებამ და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობამ მსოფლიო „ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისამდე“ მიიყვანა.პონტიფიკოსის თქმით, მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ძალისხმევა მიმართონ ომების დასრულებისა და ყველაზე დაუცველი ადამიანების, მათ შორის მიგრანტების, მხარდაჭერისკენ.„მსოფლიო განიცდის ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს, რომელიც ძალადობის, პოლარიზაციისა და ურთიერთუნდობლობის მრავალი ფორმით ვლინდება. იარაღს შეუძლია დროებითი სიჩუმის დამყარება, მაგრამ ვერასოდეს შექმნის ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – განაცხადა რომის პაპმა.რომის პაპმა შეშფოთება გამოთქვა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდის გამო. მისი თქმით, თავდაცვაზე გაწეული დანახარჯების ზრდა, რომელმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, საგანგაშო ტენდენციაა.როგორც „როიტერი“ წერს, ესპანეთის პარლამენტში რომის პაპის გამოსვლა ისტორიული მოვლენაა, რადგან მსგავსი ფორმატის მიმართვა ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა.ლეო XIV 6-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ღია ცის ქვეშ ჩატარებულ წირვას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლეო XIV 25-28 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. ეს იქნება რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

„ეს არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი“ – ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

სახიფათო თამაშის ტრენდმა, რომლის დროსაც არასრულწლოვნები ერთმანეთს გონებას მიზანმიმართულად აკარგვინებენ, მსოფლიო მოიცვა. ბავშვები ამ ბოროტ ხუმრობას მობილური ტელეფონებით იღებენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.ტრენდს, რომელსაც თამაშთან რეალურად არაფერი აქვს საერთო, უკვე ათობით მსხვერპლი და ასობით დაშავებული ჰყავს. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს. გამონაკლისი არც საქართველოა.მოზარდების გარკვეული ჯგუფების ამ სახიფათო ინტერესის მძიმე შედეგებზე ექიმები საუბრობენ. თამაშს საქართველოშიც არაერთი დაზარალებული ჰყავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ბავშვები ხშირ შემთხვევაში ამ ბოროტი ხუმრობისა და მისი შედეგების შესახებ არაფერს ამბობენ.„აშშ-ში დაფიქსირებულია 72 გარდაცვალების შემთხვევა. ეს არის სიკვდილთან თამაში და არავინ იცის გადარჩები თუ არა. სულ მინიმუმ 8 შემთხვევა იყო, რაც უკავშირდება სახიფათო თამაშს, აქედან 6 შემთხვევაში მცირეხნიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა და გაეწერნენ ბინაზე. ერთ შემთხვევაში იყო დაზიანებული სახის ძვლები და მეორე შემთხვევა უკვე მძიმე იყო, იქ რეანიმაციული ღონისძიებებიც დაგვჭირდა, ნეიროქირურგიული ოპერაციაც დაგვჭირდა. ეს არ არის უსაფრთხო, მხოლოდ გართობა, ეს არის ძალიან მაღალი რისკის შემცველი „თამაში“, რომელსაც შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს.გარკვეულ მომენტში ტვინი არ იღებს შესაბამისი რაოდენობის სისხლს, ჟანგბადს და ტვინის დაზიანების შესაძლებლობა ძალიან მაღალია და ნერვზე ზეწოლამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის ცემის მკვეთრი შემცირება და გულის გაჩერებაც კი. ამ თამაშის შემდეგ ვიღებთ თავის ტვინის, გულის დაზიანების და სიკვდილის რისკს“, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.

ირაკლი კობახიძე – უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ, დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ ამ ყველაფერს

უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე დებატებში განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით.ირაკლი კობახიძემ ინფლაციის კუთხით საქართველოსა და მოლდოვის მაჩვენებლები შეადარა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მოლდოვაში კატასტროფული ვითარებაა.„ინფლაცია რომ ავიღოთ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენთან ინფლაცია სამომხმარებლო ფასებზე იყო 8%-ზე ნაკლები, რაც არის იდეალური მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ სასურველია, წელიწადში 2-3% მაინც იყოს ინფლაცია. სჯობს, 4%-ს არ გადააჭარბოს და სწორედ ამ პარამეტრებში ზის სამწლიან პერსპექტივაში ჩვენი ქვეყანა. მოლდოვაში ამ სამ წელიწადში ინფლაცია იყო 28%, რაც ნიშნავს კატასტროფას. რეალური ეკონომიკა მცირდება, ინფლაცია გაქვს 28%, შესაბამისად, ნომინალური ეკონომიკა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე გაიზარდა. ისიც კი, რაც დაემატა მოლდოვას ნომინალურ ეკონომიკაში, დაემატა მხოლოდ ინფლაციის ხარჯზე. სრული კატასტროფა არის ეკონომიკური თვალსაზრისით შექმნილი მოლდოვაში. კი ბატონო, უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას, თან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას და ა.შ. მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე განუვითარებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით მოშლილია სისტემა, კორუფცია ყვავის, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. მოლდოვაზე კორუმპირებული ქვეყანაა უკრაინა. ეს არის მთლიანობაში ვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირანში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას გააგრძელებენ

ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.ყასემ ღარიბაბადის განცხადებით, ირანი გააგრძელებს კონტროლის შენარჩუნებას ჰორმუზის სრუტეზე. მან გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც თეირანის მიერ სრუტეზე სუვერენიტეტის განმტკიცების პოლიტიკაში მონაწილეობენ.ღარიბაბადმა ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თაღლითური ნაბიჯი უწოდა.მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რამდენიმე ირანელ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც, ბრიუსელის შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვაში მონაწილეობდნენ.ევროკავშირის ცნობით, თეირანმა სრუტე ფაქტობრივად დახურა მიმდინარე წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ.„ირანი არ ანიჭებს მნიშვნელობას ამ პოლიტიკურ და თვალთმაქცურ ევროპულ ნაბიჯს და გააგრძელებს ჰორმუზის სრუტეზე სუვერენიტეტის შენარჩუნებისა და თავისი სუვერენული უფლებების განხორციელების სტრატეგიას“, – დაწერა ღარიბაბადმა სოციალურ ქსელში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა ომანის სანაპიროსთან ირანისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერი შეაჩერა

აშშ-მა ომანის სანაპიროსთან ირანისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერი შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ძალებმა 8 ივნისს ომანის ყურეში შეაჩერეს ნავთობის ტანკერი, რომელმაც დაარღვია ირანის წინააღმდეგ მოქმედი ბლოკადა და ირანის პორტისკენ მიემართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერი Marivex 2025 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ სანქციების სიაში შეიყვანეს ირანთან დაკავშირებული საქმიანობის გამო.„სიენენის“ მიერ მოპოვებული საგანგებო სიგნალის ჩანაწერის მიხედვით, ეკიპაჟის წევრები აცხადებდნენ, რომ გემზე ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც, მათი მტკიცებით, ის აშშ-ის საზღვაო ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა.„გემზე ხანძარია და ვიძირებით. აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაგვარტყეს. რაკეტა ძრავის განყოფილებას მოხვდა. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ეკიპაჟის 24-ვე წევრი ინდოელია“, – ნათქვამია საგანგებო შეტყობინებაში.ამ დროისთვის ინფორმაცია ეკიპაჟის წევრების მდგომარეობისა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ოფიციალურად არ ვრცელდება.

ბოლო სიახლეები