ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო, ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, დიპლომატია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ლიბანი ქაოსში არ ჩაიძიროს.
„ჰეზბოლას გადაწყვეტილება, დაესხას თავს ისრაელს ირანის მხარდასაჭერად, საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს. ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ამავდროულად, ისრაელის რეაქცია ზედმეტად მკაცრი იყო. მათი საპასუხო ქმედებები იწვევს მოსახლეობის მასობრივ იძულებით გადაადგილებას და ისედაც მყიფე სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებს”,- განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლიბანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პატივისცემით უნდა იყოს აღქმული.

