საბჭოთა კავშირის დროს, გარკვეული სახეობის ტკბილეული, ნივთები თუ ტანსაცმელი, უბრალოდ ოცნება იყო უამრავი საბჭოელი ბავშვისთვის. 1970-იანი წლებიდან კი საღეჭი რეზინის იმპორტი დაიწყო და თითქოს მთელი ქვეყანა შეიშალა ჭკუიდან. მისთვის კი, უცხო ქვეყნებიდან საბჭოურ ქვეყნებში, სპეციალურად ჩადიოდა ხალხი, რომ ეს ახალი და წარმოუდგენელი “სუვენირი” თავიანთ ქვეყანაშიც შეეტანათ.
სკოლებში მაშინვე დაიწყო ამბის ტირაჟირება, რომ საღეჭი რეზინი მავნეა და უნდა აიკრძალოს, რომლისაც სამწუხაროდ, დღესაც ძალიან ბევრს სჯერა.
1975 წელს, მოსკოვში, კანადის ბავშვთა ჰოკეის გუნდი ჩავიდა, თამაშს კი სპონსორობდა მსოფლიო მწარმოებელი საღეჭი რეზინის ფირმა Wrigley. ხელშეკრულების თანახმად, კანადელ ბავშვებს მიეცათ საღეჭი რეზინის ყველაზე დიდი შეფუთვები დიდი რადენობით და მათ უფასოდ უნდა დაერიგებინათ საბჭოელი ბავშვებისთვისმესამე მატჩის დროს სპორტის მაყურებელმა იმატა, გაიგეს რა უცხო და უფასო საღეჭი რეზინის შესახებ. ეს სიკეთე კი მაყურებლის უპრეცედენტო მოზიდვის მიზანი იყო, პარალელურად კი რეალიზდებოდა ტკბილი სასუსნავი.
ხალხის ნაკადმა იმდენად იმატა და მხოლოდ და მხოლოდ საღეჭი რეზინის გამო, რომ რიგითობა დაირღვა და “ბრბოს ტალღა” უმორჩილო გახდა. უფასო საჩუქრისთვის ზოგი პირდაპირ აივნიდან ხტებოდა, ზოგიც კიბიდან დაგორდა და ჯამში 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი.
ინციდენტის გამო, სპორტის სასახლის დირექტორი ციხეში დაიჭირეს, რადგან იდეა ფატალური შემთხვევებით დასრულდა. აი, ასეთი საშინელი ფასი გადაიხადეს საღეჭი რეზინის პირველი გამოჩენის დროს.
ტკბილი დელიკატესის იმპორტის ამბავი კი მარტივად გადაჭრეს, გადაწყვიტეს თავად ეწარმოებინათ საღეჭი რეზინა. თავდაპირველად მისი მხოლოდ რამდენიმე სახეობა ჰქონდათ, თუმცა 1980-ანი წლებიდან კი სახეობები გაფართოვდა.