„ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო…
ვერ გავუსწორე თვალი სიბნელეს ჩემი აივნიდან…
იქ, სადაც სულ რამდენიმე საათის წინ თქვენი ფანჯრებიდან სინათლე იფრქვეოდა…ახლა მხოლოდ დაუნდობელი სიბნელეა…
გული მეწურება იმის გაფიქრებაზე, რომ ერთ წამში ჩამოწოლილმა მიწამ წლების ნაშრომი თან გაიყოლა.
იცოდეთ, რომ ამ წყვდიადში მარტო არ ხართ — ყოველი ჩვენგანის გული ახლა თქვენს ეზოებში, თქვენს ნანგრევებთან ფეთქავს.
ჩვენო „გაღმა“ მეზობლებო… გაუძელით, გთხოვთ…- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოფელ კურსების მაცხოვრებელი წერს და ვიდეოს აქვეყნებს. David NaTia Nishnianidze

