პარასკევი, თებერვალი 6, 2026

იუსტიციის სამინისტრო – სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ ეროვნული სასამართლოებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქმედებები ევროპული კონვენციის შესაბამისად მიიჩნია. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი პოზიცია და მომჩივნის პრეტენზიები, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, დაუშვებლად გამოაცხადა.

„საქმე უკავშირდებოდა 2016-2021 წლებში განვითარებულ მოვლენებს და ეხებოდა ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორის, ქეთევან ჯაშის საჩივარს, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ეროვნულ დონეზე არ აღსრულდა. მიუხედავად აღნიშნული პრეტენზიებისა, სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სათანადო გულისხმიერებით იმოქმედეს და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები გაატარეს. აღსრულების პროცესში მომჩივანს შეეთავაზა გონივრული ალტერნატიული გადაწყვეტა, რაზედაც მან უარი განაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პროცესები წარმართეს ევროპული კონვენციის სტანდარტების სრული დაცვით“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო, ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო

ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო ფინეთსა და კანადას შორის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჰოკეის მატჩი გადაიდო.მედიის ინფორმაციით, წინასწარი მატჩი ხუთშაბათს უნდა დაწყებულიყო, როდესაც ექიმებმა ფინეთის ქალთა ჰოკეისტთა გუნდში ვირუსის შემთხვევები დაადგინეს.„გადაწყვეტილება სამედიცინო პროფესიონალებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც ფინეთის ნაკრებში ნოროვირუსის შემთხვევები გამოვლინდა. ეს გადაწყვეტილება კოლექტიურად, დადგენილი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად იქნა მიღებული. მოთამაშეების, გუნდის პერსონალის, ოფიციალური პირების და ტურნირის ყველა მონაწილის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უმაღლეს პრიორიტეტია“, – ნათქვამია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებაში.როგორც ცნობილია, გადადებული მატჩი 12 თებერვალს „რო არენაზე“, სპეციალურად ჰოკეისთვის აშენებულ დროებით არენაზე  გაიმართება.ცნობისთვის, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვლიდან 22 თებერვლამდე იმართება. ნოროვირუსი გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციას და ვლინდება ძირითადად ღებინებით, დიარეით, მუცლის ტკივილითა და ზოგჯერ ცხელებით; ის ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით.

გიორგი კვერნაძის გოლი იანვარში სერია B-ში საუკეთესოდ აღიარეს

გიორგი კვერნაძის გამარჯვების გოლი „რეჯანას“ წინააღმდეგ სერია B-ს 21-ე ტურში საუკეთესოდ დაასახელეს – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.„წამის მეასედის საკითხი იყო – კარს გახედა, დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა“, – ასე ლაკონურად შეაფასა სერია B-ს გვერდმა ქართველის გოლი.„ფროზინონეს“ ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი კვერნაძემ „რეჯანას“ წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც გუნდს 1:0 გამარჯვება მოუტანა. გამოკითხვა ლიგა B-ს ოფიციალურ სოციალურ ქსელებში მიმდინარეობდა.ეს „ფროზინონეს“ 22 წლის თავდამსხმელისთვის სეზონში მესამე გოლი იყო.

დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.„ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“ – Entrepreneur Georgia

„ჟუჟუნა ღვინოს“ და „მილენიან ჰაბის“ თანადამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში Entrepreneur Georgia ავრცელებს.„საშინელი ამბავი გვაქვს, გამორჩეული ადამიანი, ვასკა ჩუბინიძე დავკარგეთ“, - წერს Entrepreneur Georgia.გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო, რომელსაც ვაშინგტონი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს, აშშ-მა პოლონეთის პარლამენტის სპიკერთან კონტაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ ვარშავაში აშშ-ის ელჩმა, ტომ როუზმა განაცხადა.„დაუყოვნებლივ ძალაში შესული ბრძანების თანახმად, ჩვენ აღარ გვექნება ურთიერთობა, კონტაქტი ან კომუნიკაცია სეიმ ჩაჟასტისთან, რომლის აღმაშფოთებელმა და არაპროვოცირებულმა შეურაცხყოფამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ სერიოზული დაბრკოლება შექმნა პრემიერ-მინისტრ ტუსკთან და მის მთავრობასთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, ზიანი მიაყენოს აშშ-პოლონეთის ურთიერთობებს და არც შეურაცხყოფა მიაყენოს დონალდ ტრამპს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა პოლონეთისა და პოლონელი ხალხისთვის“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა, ვლოძიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა, რომ ის არ დაუჭერს მხარს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის და ისრაელის ქნესეთის სპიკერის, ამირ ოჰანას მიერ წამოყენებულ ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის ხელმძღვანელების მობილიზებას, რათა ტრამპი 2026 წელს ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინონ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მცდელობებისთვის.

ბოლო სიახლეები