კვირა, ივლისი 6, 2025

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს განვითარების 10 წლიანი სამოქმედო გეგმა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რეგიონებში სამინისტროს  10 წლიანი
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას განაგრძობს. ქუთაისის შემდეგ, უწყების
პრიორიტეტული მიმართულებები რატი ბრეგაძემ ბათუმის იუსტიციის სახლის
თანამშრომლებს გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 10 წლიანი სამოქმედო გეგმის თითოეულ
პუნქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ერთ- ერთ პროექტი „ “მობილური
იუსტიციის სახლი“ კი უკვე ფუნქციონირებს და მოქალაქეებს ამ ინოვაციური
სერვისით სარგებლობა უკვე შეუძლიათ.
იუსტიციის მინისტრის თმით, კიდევ ერთი პროექტი პრობ ბოქსი საპილოტე
რეჟიმში წლის ბოლოს ჩაეშვება. 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში
იგეგმება ონლაინ უნივერსიტეტის,  პერსონალური ასისტენტის,  ჯასთ აპის და
კიდევ არაერთი ახალი მმომსახურების დანერგვა.
სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს საბჭოთა სამართლებრივი
მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელადაც. მომზადდება საკანონმდებლო
ცვლილებები, რათა მოქმედი სამართლებრივი ნორმები თანამედროვე
სტანდარტს სრულად მიესადაგოს.
ხელმისაწვდომი კანონმდებლობა იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი
პრიორიტეტული მმიიმართულებაა. 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში,
სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდის, დამხმარე
პლატფორმებისა და აპლიკაციის დახვეწა/განახლება იმგავრად მოხდება, რომ
ისინი სრულად ადაპტირებული იყოს შშმ პირთა საჭიროებებზე .
დაგეგმილია მედიატორის ინსტიტუტის ფართოდ დანერგვა მთელი ქვეყნის
მასშტაბით. ამ მხრივ უკვე არსებობს ხელშესახები პრეცენდენტები.
სამინისტროს სტრატეგიულ მიმართულებად რჩება მიწის ფონდის რეგისტრაცია.
სამოქმედო გეგმის პერიოდში  დარეგისტრირდება 1 000 000 ჰა-ზე მეტი მიწა  და
დამისამართდება 2700-მდე სოფელი.
იუსტიციის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს  ინფრასტრუქტურული
პროექტების განხორციელებასაც. 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და

საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში
იფუნქციონირებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

„ლივერპული“ დიოგო ჟოტას კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს ფეხბურთელის ოჯახს გადაუხდის

პორტუგალიური გამოცემა Record-ის ინფორმაციით, „ლივერპული“ დიოგო ჟოტას ოჯახს ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ბოლო ორი წლის ანაზღაურებას სრულად გადაუხდის და მის შვილებს განათლების საფასურს სრულად დაუფარავს.დიოგო ჟოტასა და ინგლისური ფეხბურთის გრანდს შორის ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე იყო გაფორმებული.28 წლის ფეხბურთელი ესპანეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ჟოტა მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა და დაბრუნებას ინგლისში გეგმავდა, სადაც „ლივერპულთან“ ერთად წინასასეზონო მომზადება უნდა დაეწყო. თავდამსხმელი ქალაქ სანტანდერისკენ მიემართებოდა, საიდანაც სამხრეთ ინგლისში გემით გადასვლას აპირებდა. ექიმების რეკომენდაციით, ცოტა ხნის წინ ფილტვზე გადატანილი ოპერაციის გამო, მას თვითმფრინავით მგზავრობა ეკრძალებოდა.ფეხბურთელის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. ჟოტასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც დაიღუპა, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონის გუნდში თამაშობდა.დიოგო ჟოტა „ლივერპულში“ 2020 წელს გადავიდა და 123 მატჩში 47 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის ასევე თამაშობდა „პაკოშ დე ფერეირაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“, „პორტუსა“ და „ვულვზში“.

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია

პარიზში, 100-წლიანი აკრძალვის შემდეგ, სენაში ბანაობა ისევ ნებადართულია.როგორც BBC აღნიშნავს, 1988 წელს ქვეყნის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა პირველად დააანონსა, რომ პარიზელებს სენაში ცურვის შესაძლებლობა ექნებოდათ, რის შემდეგაც მდინარის ეტაპობრივი გაწმენდა დაიწყო. 2024 წლის ზაფხულში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებისას, მდინარის გასაწმენდად დახარჯეს 1,4 მილიარდ ევროზე მეტი. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებული რადიკალური ზომების წყალობით გახდა სენა ცურვისთვის ვარგისი.ამგვარად, დღეს დილით რამდენიმე ათეული ადამიანი წინასწარ მივიდა და სენაში გადახტა, როგორც კი ეს ოფიციალურად ნებადართული გახდა.

ბოლო სიახლეები