ორშაბათი, ივნისი 16, 2025

ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს ქალი უხელმძღვანელებს – ბლეიზ მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიკავებს

ისტორიაში პირველად, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელი ქალი იქნება. წარმოშობით ქართველი ბლეიზ მეტრეველი ოფიციალურად თანამდებობას ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელ, რიჩარდ მურის ჩაანაცვლებს. მეტრეველი ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი იქნება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ ბლეიზ მეტრეველი აღნიშნულ თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებული სამეფო მზარდი საფრთხეების წინაშე დგას მოწინააღმდეგეების მხრიდან.

„მოუთმენლად ველოდები ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, – განაცხადა მეტრეველმა.

მეტრეველი სადაზვერვო სამსახურში 1999 წლიდან მუშაობს. ამ ეტაპზე ის Q დეპარტამენტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კრიტიკულად მნიშვნელოვანი განყოფილების ხელმძღვანელია. დეპარტამენტის მიზანია საიდუმლო აგენტების ვინაობის საიდუმლოდ შენახვა და მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწევის ახალი გზების შემუშავება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება – ირანის სახელმწიფო მედია

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანი ისრაელის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური სარაკეტო შეტევისთვის“ ემზადება.ბოლო დღეებში მხარეებს შორის ინტენსიური თავდასხმები მიმდინარეობს. ირანი აცხადებს, რომ ისრაელის აგრესიის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მეცნიერები და სამხედრო ლიდერები, რაზეც პროპორციული პასუხით იმუქრება.თავის მხრივ, ისრაელიც აქტიურად აგრძელებს საპასუხო დარტყმებს ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე.ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ირანი არ ცდილობს ისრაელთან ომის წრის გაფართოებას, თუმცა ნებისმიერ თავდასხმაზე პროპორციულ რეაგირებას მოახდენს.

კახი კახიშვილი – პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან 2019 წელს საგუშაგოს აღმართვაზე მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა

პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან 2019 წელს საგუშაგოს აღმართვის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახი კახიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრისთვის ჩორჩანაში 2019 წელს საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა.„ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა. არც თათბირზე, არც მთავრობის სხდომის ფორმატში ინფორმაცია მთავრობის წევრებისა და მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. შესაბამისად, მე, მაგალითად, არ მივიღებდი გადაწყვეტილებას. მეტსაც გეტყვით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციის ფორმატში მივმართავდი უსაფრთხოების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩავაყენებდი საქმის კურსში; შერიგების მინისტრს ჩავაყენებდი საქმის კურსში. ბუნებრივია, სუს-ი ისედაც უნდა ყოფილიყო საქმის კურსში, რადგან მას ევალება, კანონით, კოორდინაცია. უკვე პრემიერ-მინისტრთან შეჯერებული გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობებდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მერე მივიღებდი გადაწყვეტილებას. ეს არ არის საგუშაგო, როგორც ადრე „ტეკები“ იდგა. ეს არის ძალიან ფეთქებად ტერიტორიაზე საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კახიშვილმა.

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელში ამ წუთებში განგაშის სიგნალი ისმის.ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ისრაელის საჰაერო თავდაცვა აქტიურად მუშაობს იერიშების მოსაგერიებლად.

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ირანის ხელისუფლების ცნობით, ესმაილ ფექრი 2023 წელს დააკავეს. ოფიციალური თეირანის ინფორმაციით, ის ფულის სანაცვლოდ ცდილობდა მოსადისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას.ირანული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა პარასკევს ირანში საჰაერო ოპერაცია დაიწყო, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანია დაკავებული.ამასთან, კვირას ისრაელში ირანული სადაზვერვო სამსახურისთვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი ისრაელელი დააკავეს. ანალოგიური ბრალდებებით გასულ კვირას თელ-ავივში 13 წლის მოზარდი დააკავეს.

დონალდ ტრამპი – ირანი ამ ომს ვერ მოიგებს

ირანი ამ ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.როგორც ტრამპი განმარტავს, ირანს სურს ისრაელთან კონფლიქტის დეესკალაციაზე საუბარი.„მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. ეს მტკივნეულია ორივე მხარისთვის, მაგრამ ვიტყვი, რომ ირანი ამ ომს ვერ მოიგებს. მათ უნდა ისაუბრონ და უნდა ისაუბრონ დაუყოვნებლივ, ვიდრე ძალიან გვიანი არ არის“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან შეხვედრის დაწყებისას.ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, ხელი მოაწეროს ერთობლივ განცხადებას, რომელიც მოითხოვს ისრაელსა და ირანს შორის დეესკალაციას და რომელიც „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა კანადაში შეადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც „სიენენი“ წერს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და რომ ირანმა ვერ უნდა მოიპოვოს ბირთვული იარაღი.

ბოლო სიახლეები