კვირა, აპრილი 5, 2026

ისრაელში ექიმებმა ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და ადგილზე დააბრუნეს

ისრაელში, „ბეილინსონის“ საავადმყოფოში, პირველად ჩატარდა ოპერაცია, რომლის მსგავსიც მსოფლიოში სულ რამდენჯერმეა ჩატარებული. ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და კვლავ ადგილზე დააბრუნეს.

ოპერაციის დროს პაციენტი ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატზე იყო მიერთებული. აღნიშნული მეთოდი ორგანოს გადანერგვის და ქიმიო და რადიო თერაპიის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

40 წლის პაციენტს სიმსივნე ჰქონდა, რომელმაც მარცხენა ფილტვის მთავარი ბრონქი დაბლოკა. თავდაპირველად ექიმებს დაზიანებული ფილტვის ამოჭრა უნდოდათ, თუმცა ეს პაციენტს საფრთხში ჩააყენებდა, ვიდრე დონორის ფილტვი არ შეირჩეოდა. „ფილტვი რომ ამოგვეჭრა, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს შევუქმნიდით“, – განაცხადა იური პეისახოვიჩმა, გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ექიმებმა გადაწყვიტეს ორგანიზმიდან ფილტვი ამოეღოთ და სიმსივნე მოეშორებინათ. მსოფლიოს მასშტაბით ამგვარი პროცედურა სულ რამდენჯერმე განხორციელდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჩარევაა სამედიცინო სფეროში. ოპერაციის დროს პაციენტის სუნთქვა უზრუნველყოფილი იყო მარჯვენა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის საშუალებით. ამოღებული ფილტვი სიმსივნისგან გაწმინდეს და ჰაერით გაბერეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ შენარჩუნებული ნაწილი ფუნქციონალურია.

„გაბერვის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ზედა წილი დაზიანებული არაა და გადავწყვიტეთ მისი ორგანიზმში დაბრუნება“, – აღნიშნა პეისახოვიჩმა. ფილტვების ტრანსპლანტაციის დროს გამოყენებადი მეთოდის საშუალებით გაწმენდილი ფილტვი ძარღვებსა და ბრონქებს მიუერთეს, რის შემდეგაც გულმკერდის კვეთა ამოკერეს. პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად არის შეფასებული.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო მილიონზე მეტი ბავშვისთვის საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წითელათი გარდაცვალების 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს აღწევს. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით წითელას 7500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.„როიტერის“ ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანიაში „იუნისეფი“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არიან ჩართულები. როგორც ცნობილია, ვაქცინაციის პროცესის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს.„იუნისეფი ღრმად შეშფოთებულია ბანგლადეშში წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდით, რაც ათასობით ბავშვს, განსაკუთრებით ყველაზე უმცროს და დაუცველს, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ბანგლადეშში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რანა ფლაუერსმა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „როიტერს“ განუცხადა, რომ აფეთქება, რომელიც ამჟამად ბანგლადეშის 64 რაიონიდან 56-ს მოიცავს, მომდევნო დღეებში გააგრძელებს გავრცელებას, მაგრამ სავარაუდოდ ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისთანავე შემცირდება.

რომის პაპი – ვილოცოთ უფლის მიმართ, რომ მშვიდობა მიანიჭოს ომისგან განადგურებულ, სიძულვილით აღსავსე სამყაროს, ყველას გიწვევთ, 11 აპრილს შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის

რომის პაპმა, ლეო XIV-მ 11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა. ამის შესახებ პონტიფიკოსმა ტრადიციულ სააღდგომო მიმართვაში განაცხადა.„მოდით, გავაგონოთ მშვიდობისთვის აღმართული ვედრება, რომელიც გულიდან მოდის. სწორედ ამიტომ, ყველას გიწვევთ, შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის, რომელსაც მომავალ შაბათს, 11 აპრილს წმინდა პეტრეს მოედანზე გავმართავთ. ამ სადღესასწაულო დღეს, მოდით, უარი ვთქვათ მტრობის, ბატონობისა და ძალაუფლების ყველა სურვილზე და ვილოცოთ უფლის მიმართ, რომ მშვიდობა მიანიჭოს ომისგან განადგურებულ, სიძულვილითა და გულგრილობით აღსავსე სამყაროს, რომელიც გვაიძულებს, ბოროტების წინაშე უძლურებად ვიგრძნოთ თავი“, – აღნიშნა ლეო XIV-მ.ცნობისთვის, ლეო XIV-მ სააღდგომო მესა პირველად ჩაატარა.

ვიქტორ ორბანი – უნგრეთმა აქამდე არსებული ყველა კრიზისი დაძლია, მომავალი ევროპას ძლიერ დარტყმას მიაყენებს, ენერგიის გარეშე ეკონომიკა არ იქნება, დროა, სწორად დავსახოთ პრიორიტეტები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთმა მის წინაშე არსებული ყველა კრიზისი დაძლია.მისივე თქმით, ევროპა ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ენერგორესურსების გარეშე ეკონომიკა ვერ იფუნქციონირებს.ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ენერგორესურსები ნებისმიერი ადგილიდან უნდა მიიღოს.„ჩვენ გვქონდა ფინანსური, მიგრაციის და ენერგეტიკული კრიზისი ერთდროულად. მათგან თავის დაცვა წარმატებით მოვახერხეთ. უნგრეთმა აქამდე ყველა კრიზისი დაძლია. მომავალი ევროპას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. ენერგიის გარეშე ეკონომიკა არ იქნება. ფუნქციონირებადი ეკონომიკის გარეშე ყველაფერი რისკის ქვეშაა. ევროპას ენერგია სჭირდება, ნებისმიერი ადგილიდან. დროა, ჩვენი პრიორიტეტები სწორად დავსახოთ“, –  აცხადებს ვიქტორ ორბანი.

როცა რესურსი გვაქვს, მაგრამ ენერგოდამოკიდებულები ვართ -ირანის ელჩი რეგიონულ კრიზისზე და გამოსავალზე

,,წუხელ ყურადღებით ვუყურე გადაცემას „ღია ეთერი“, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე, საუბრობდა. მდგომარეობა, რომელიც მან საქართველოზე საუბრისას აღწერა, ძალიან ჰგავს რეგიონის არაერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ვითარებას. ჩვენი რეგიონის ქვეყნები დგანან ენერგეტიკული დამოკიდებულების წინაშე (ელექტროენერგია, გაზი და წიაღისეული საწვავები), მაშინ როცა შესაბამისი რესურსებიც გაგვაჩნია. ეს რეგიონული განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს კოლექტიურ ძალისხმევას ორი ძირითადი დაბრკოლება ეღობება: პირველი — კლიმატის ცვლილება; მეორე — გეოპოლიტიკური ზემოქმედება, რომელიც გამოწვეულია ჩვენზე თავსმოხვეული ომებით ან დაწესებული სანქციებით. რაში მდგომარეობს ამ პრობლემის გადაჭრა? რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელების შექმნაში (ენერგიისა და წყლის მილსადენები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სატელეკომუნიკაციო ქსელები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ავტომაგისტრალები და სარკინიგზო კავშირები). ამ ქსელებისა და ინფრასტრუქტურის დაკავშირებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის რესურსების მართვის ეროვნულ კომისიების შორის რეგულარული და უწყვეტი თანამშრომლობა, ასევე ენერგორესურსების სამართლიანი ტარიფირება. ამ გზით შესაძლებელია ენერგეტიკული კრიზისების პრევენცია და იმ პერიოდებში, როდესაც ერთ ქვეყანაში მოთხოვნა დაბალია, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ჭარბი რესურსების ზუსტი ტარიფირების საფუძველზე იმ ქსელებში ინტეგრირება, რომლებიც აკავშირებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის ქვეყნებს რუსეთთან და ევროპასთან. ეს რეგიონულ ეკონომიკაზე დაფუძნებული მოდელი შეიძლება გახდეს ევროპისა და აზიის მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის საფუძველი. ერთი სიტყვით, ყველას გვჭირდება დიალოგი აზია-ევროპის ენერგეტიკული კავშირის შესაქმნელად და ამ საერთო გზაზე შუა დერეფანი შეიძლება იყოს ამ კონტაქტისა და კავშირის მთავარი წერტილი''-წერს ირანის ელჩი სოციალურ მედიაში.

ვნების შვიდეული დაიწყო – რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ ვნების შვიდეულის მნიშვნელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს.„ვნების შვიდეული ეწოდება  დიდმარხვის ბოლო კვირას იმის აღსანიშნავად, რომ ამ შვიდეულში მოხდა წმიდა ვნება ჯვარზე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.ამ კვირაშიც, გარდა ხუთშაბათისა, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ.ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც სრულდება მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი წესი: ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე.ბ) დიდი ხუთშაბათიამ კვირაშიც, პირველი კვირის მსგავსად, მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე, ე.წ. „დიდი ხუთშაბათი“, ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა, დააწესა ზიარების საიდუმლო (ლუკა 22, 8-20). ყველა ქრისტიანი უნდა ეცადოს, რომ დიდ ხუთშაბათს უზიარებელი არ დარჩეს. ტრადიციულად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამ დღეს მორწმუნეებს თვით ჩვენი კათალიკოს-პატრიარქი ილია II აზიარებს ხოლმე.ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს (იოანე 13, 4-10).დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო...“ აღარ იკითხება.გ) დიდი პარასკევიდიდი პარასკევი (წითელი პარასკევი) ყველაზე მძიმე დღეა წლის განმავლობაში. ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.ახლობელი ადამიანის გარდაცვალებისას ჭირისუფალს მარადიულობასთან შეხების საოცარი განცდა ეუფლება. ეს გრძნობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მიცვალებული მთელ ერს ეკუთვნოდა. ასეთ დროს ამაო საგნებზე ფიქრიც კი უხერხულია. ჩვენ კი, ქრისტიანებს, გვენიჭება დიადი უფლება, არ მივატოვოთ ჯვარზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მენელსაცხებლე დედებთან, წმიდა იოანე მახარებელთან და თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიყოთ მისი ჭირისუფალნი.ამის გამო, ეს დღე განსაკუთრებით წმიდად უნდა გავატაროთ, მაქსიმალურად ვეცადოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას, მოვერიდოთ ურთიერთობებს, სხვისი საქციელის განკითხვას; სულ გვახსოვდეს ჯვარცმული მაცხოვარი.ამ დღეს შეგვიძლია საზრდელზე უარიც კი ვთქვათ, ან მცირედ წავიხემსოთ დღის მეორე ნახევარში.დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. „გარდამოხსნის გადმოსვენება“ - იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება“, ანუ ყველა ის ადგილი სახარებაში, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.სასურველია, რომ ქრისტიანი ორივე რიტუალს დაესწროს.დ) დიდი შაბათივნების შვიდეულის შაბათს, რომელსაც „დიდ შაბათს“ ვუწოდებთ, დილით ადრე სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში, სრულდება წირვა, ხოლო ამის შემდეგ ვემზადებით იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.დიდი შაბათი ერთადერთი შაბათია წლის განმავლობაში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულო მკაცრი მარხვა; ამასთან, ვინც აღდგომის წირვაზე ზიარებისათვის ემზადება, საღამოს 8 სთ-ის შემდეგ საზრდელი აღარ უნდა მიიღოს, ამ დღეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღარ იკითხება წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვაც.ვეცადოთ უფალთან ერთად ვეცვათ ჯვარს და მასთან ვცხონდეთ, რათა ისევე ბრწყინვალედ აღვდგეთ მკვდრეთით, როგორც აღდგა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ამინ! ვნების შვიდეულის პირველი დღე - დიდი ორშაბათი, ეძღვნება ბიბლიური იოსების ხსოვნას. იოსების ცხოვრება არის წინასახე მაცხოვრის ცხოვრებისა და მოწამეობრივი აღსასრულისა. იოსების ცხოვრებაში იყო დამცირებაც და განდიდებაც. ასევე იყო იესო ქრისტეს ცხოვრებაც: თავდაპირველად დამცირება, წამება, სიკვდილი, დაფლვა, შემდეგ კი - აღდგომა, ამაღლება და განდიდება. იოსები განსაკუთრებით უყვარდა თავის მამას - იაკობს, მაცხოვარი არის ზეციური მამის საყვარელი ძე: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ“ (მათე 3, 4). იოსები ცხოვრობს ძმებთან ერთად, ენდობა და ბავშვური უმანკოებით ეპყრობა მათ, ვერც ამჩნევს ძმების მუხანათობას და ბოროტ ზრახვებს. განკაცებული ღმერთი მოვიდა თავის ძმებთან, იუდეველებთან, და როგორც იოსების ძმები ფიქრობდნენ მის მოკვლას, ასევე მწიგნობრები და ფარისევლები განიზრახავდნენ მაცხოვრის ჯვარცმას, უდანაშაულო იოსები იტანჯებოდა ეგვიპტეში, მაგრამ ძმებს არ განიკითხავდა და ფიქრობდა, რომ თვითონ იყო დამნაშავე. მაცხოვარს არ შეუცოდავს, მაგრამ მისი მტრები ბოროტმოქმედს უწოდებდნენ მას.იოსებს გაყიდიან ეგვიპტეში, შორეულ ქვეყანაში, წმიდა მამები აქაც ჭვრეტენ მაცხოვრის პირველსახეს, რომელიც მონის სხეულში განკაცდა მიწაზე, როგორც შორეულ ქვეყანაში. იოსებმა მონობაში არ დაკარგა სულიერება, მას ჰქონდა ძლიერი რწმენა უფლისა, იგი ვერ აცდუნა ეგვიპტელმა ქალმა, რადგან ღმერთზე ფიქრი ყოველთვის იცავდა მის გულს. იოსებს ჩააგდებენ საპყრობილეში, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრება იყო ჯვარცმა და წამება.იოსები გახდება ეგვიპტის ფარაონის სასახლის მოურავი, მის ძმებს კი შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. სასჯელის ნაცვლად ვერაგ ძმებს იოსები იხსნის სიკვდილისაგან. ადამიანებმა გაწირეს ქრისტეს სასიკვდილოდ და მსხვერპლად შეწირულმა მაცხოვარმა იხსნა კაცობრიობა.დღე ესე, დიდი ორშაბათი წმიდა არს და თაყვანისსაცემელი. რადგან ამიერიდგან იწყებს ჯვრისა მიერ ჩვენთვის შეწყნარებას, მსგავსად წინასწარმეტყველისა: „რად აღიძრნენ წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისა და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათვის და ცხებულისა მისისათვის“ (II ფს. 1, 2).გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 14 (116), 2001 წ.“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ბოლო სიახლეები